ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 00:25


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 20 » უკრაინული ვერსია: ასათიანი "დინამოში" ითამაშებსო
14:43
უკრაინული ვერსია: ასათიანი "დინამოში" ითამაშებსო


კარიერის შვიდწლიანი მონაკვეთი დასრულდა: საქართველოს ნაკრების მცველი მალხაზ ასათიანი მოსკოვის "ლოკომოტივს" დაემშვიდობა. მალხაზის სატრანსფერო ფასი 3.8 მილიონი ევროა, მაგრამ მის მსურველ კლუბს, თანხის გაღება არ მოუწევს, რადგან ასათიანი თავისუფალი აგენტი გახდა. 2003 წლიდან მოყოლებული, მან "ლოკომოტივში" ჩემპიონატის 125 მატჩში 6 გოლი გაიტანა. 2008-09 წლებში, რამდენიმე თვით, კიევის "დინამოში" იყო განათხოვრებული და ისევ რკინიგზელთა გუნდს დაუბრუნდა.

რა თქმა უნდა, საინტერესოა, სად გააგრძელებს კარიერას ასათიანი. ამის შესახებ არაერთი ვერსია გავრცელდა. ზოგი ინფორმაციით, მისით ფრანგული "სოშო" და ინგლისური "ვესტ ბრომვიჩი" არიან დაინტერესებულები, ამ ორიდან კი, "სოშო" უფრო მეტადო, ამტკიცებენ.

გავიგეთ ისიც, რომ მალხაზის გადაბირება მოსკოვის "ტორპედოსაც" უნდა. უკრაინული ვერსიით კი, კიევის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იური სიომინი გახდება და ასათიანსა და როდოლფოს მიიწვევს. მოსკოვის "ლოკომოტივისა" და ჩვენი ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ზაზა ჯანაშია კი რკინიგზელთა გუნდის ახალ თავკაც იური კრასნოჟანს ურჩევს, რომ ასათიანზე არანაკლები დონის მცველი დაიმატოს, თორემ დაცვაში პრობლემები შეექმნება.


ნანახია: 810 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!