ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 19.03.2024, 11:25


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 25


იური სიომინის მოსკოვის "ლოკომოტივიდან” წასვლის შემდეგ რუსეთს ასათიანიც ტოვებს. 29 წლის ქართველი მცველით რამოდენიმე ევროპული გუნდია დაინტერესებული, მათ შორის კიევის "დინამო”, ინგლისური "ვესტ ბრომვიჩი”, და ფრანგული გუნდები "მონაკო” და "სოშო”. ასათიანს ადრეც ჰქონდა შანსი ევროპულ გრანდებში გადასვლისა (ლონდონის "არსენალი”, "შალკე”, "რომა”), თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ტრანსფერი არ შედგა. იმედი ვიქონიოთ, რომ იანვრიდან მალხაზს უკვე ახალ კლუბში ვიხილავთ.

fanebi.com
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 769 | დაამატა: Administrator | თარიღი: 25.12.2010 | კომენტარები (0)



აღარც გვახსოვს მსგავსი პრეცედენტი, როცა საქართველოში წლის საუკეთესო მწვრთნელად ფეხბურთის სპეციალისტს ასახელებდნენ; და აი, ორი დღის წინ, სწორედ ასე მოხდა: 2010 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად თემურ ქეცბაია დაასახელეს!

იმედია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს არჩევანი საკამათო არავისთვის იქნებოდა: იმის გარდა, რომ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე ჩვენმა ნაკრებმა 2010 წელი წაუგებლად დაასრულა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, როცა ფეხბურთის ქართველ ქომაგს იმედი დაუბრუნდა. ქეცბაიას წარმატებულმა მოღვაწეობამ ერთგვარი "მითიც" დაამსხვრია: არცთუ შორეულ წარსულში ხომ მუდამ იმას "გვიმტკიცებდნენ", რომ ქართული ფეხბურთის ხსნა მხოლოდ და მხოლოდ უცხოელი მწვრთნელების აქ ჩამოყვანა იქნებოდა. ჰოდა, ყოველივე ამან რა შედეგიც მოგვიტანა, იმედია, არავის დაავიწყდება: ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 754 | დაამატა: Administrator | თარიღი: 25.12.2010 | კომენტარები (0)



ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე საქველმოქმედო საქმიანობას აგრძელებს. "ჯენოას" ქართველი მცველის ფონდი "კალა კაპიტალი" ახლახან ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის 30 პაციენტ ბავშვს გარკვეული თანხით დაეხმარა.

მორიგ საქველმოქმედო აქციას "კალა კაპიტალი" დღეს, კახას მშობლიურ ქალაქ სამტრედიაში ჩაატარებს. კალაძე ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, სამტრედიის საფეხბურთო სკოლის 9-16 წლის ასაკის ას ბავშვსა და მოზარდს, ასევე მათ მწვრთნელებს იტალიური კომპანია ერეა-ს წარმოების სპორტული ეკიპირების სრულ კომპლექტსა და სხვა საჩუქრებს გადასცემს. ცნობისათვის, ამ ფირმის ფორმით თამაშობენ "ბარი", "ატალანტა", "პარმა" და სხვა ევროპული ქვეყნების გუნდები.


შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 746 | დაამატა: Administrator | თარიღი: 25.12.2010 | კომენტარები (0)



თემურ ქეცბაიას ხუმრობა საფეხბურთო ანეკდოტად იქცა, უმენეჯეროდ კვიპროსიდან ინგლისში გადავედი, მენეჯერმა კი კვიპროსში დამაბრუნაო.

საფეხბურთო აგენტები - საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა. სატრანსფერო ბაზარი უზარმაზარი თანხების სამყაროა, სადაც უცებ შეიძლება გამდიდრება და გაკოტრება, სადაც "გადაგდება", "შავი ფული" და სიბინძურე ყოველდღიური ამბავია. იყო ასეთი ფაქტიც: ქართველი ფეხბურთელის მოსაწყობად ერთ-ერთი ცნობილი ევროპული კლუბის მწვრთნელმა 900 ათასი დოლარი აიღო. სხვაგვარად იმ (ინკოგნიტოდ დავტოვოთ) ფეხბურთელს არ ათამაშებდა, მარადონაც რომ ყოფილიყო. ეს ერთი შემთხვევაა, რომელიც ჩვენ ვიცით, მაგრამ რამდენი ასეთი ხდება მსოფლიო ფეხბურთში, ღმერთმა უწყის. მაგრამ ყველა მენეჯერს ხაზს არ გადავუსვამთ - საფეხბურთო მენეჯერებში დამკვიდრებული კრიმინალურ-მაფიოზური მენტალიტეტით ყველა არ დაავადებულა. ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 877 | დაამატა: Administrator | თარიღი: 25.12.2010 | კომენტარები (0)

რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!