ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               კვირა, 13.10.2024, 03:54


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 07


უკანსკნელ ხანებში გახშირდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე უმაღლესი ლიგის გუნდების ხელმძღვანელთა მხრიდან მსაჯების და ზოგადად მსაჯობის მიმართ გამოთქმული დაუსაბუთებელი და  დისკრედიტაციის შემცველი განცხადებები, რომლებიც ხშირად შეიცავს ცილისწამების ელემენტებს.

უნდა ვთქვათ, რომ ამგვარი მოქმედებები უაღრესად საზიანო ზემოქმედებას ახდენს არა მარტო ქართულ მსაჯობაზე, არამედ ზოგა ... კითხვის გაგრძელება »

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 1107 | დაამატა: Administrator | თარიღი: 07.12.2010 | კომენტარები (0)



რუსულ ინტერნეტ-სივრცეში გამოჩნდა ცნობა, რომლის თანახმად მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვურ კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა და მომავალ სეზონშიც ვალერი კარპინის დამოძღვრილ გუნდში იასპარეზებს.

როგორც ირკვევა, ჯანოს აგენტს ახალი კონტრაქტის პირობები კარგა ხნის წინ მოუმზადებია და კლუბის მესვეურთათვის ხელმოსაწერადაც გადაუცემია. ამ უკანასკნელებმა კი, რამდენიმე სერიოზული კლუბისგან სარფაინი შემოთავაზების მიუხედავად, ნიჭიერი ქართველი ჭაბუკის გასხვისება ნაადრევად მიიჩნიეს და ახალ პირობებზე, მათ შორის ხელფასის გაორმაგებაზე თანხმობა განაცხადეს.

- პირობებზე შევთანხმდით. კლუბის ხელმძღვანელობას ამ პერსპექტიული ლეგიონერის თავის რიგებში აღზრდა სურს და ამიტომ, მას არანაირი თანხის სანაცვლოდ შეელევა, - განუცხადა Life Sports-ს ანა ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 788 | დაამატა: Administrator | თარიღი: 07.12.2010 | კომენტარები (0)



გუშინ გამცნეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გურიაში იმყოფებოდა და დილიდანვე რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტი მოიარა, შეხვდა გურიის გუბერნატორ ვალერი ჩიტაიშვილს, ხოლო ბოლო შეხვედრა ლანჩხუთში გამართა. სიჭინავა "ევგრაფი შევარდნაძეზე" გურიის რეგიონული ფედერაციის თავკაც კახა ებრალიძესთან ერთად მივიდა. ამ დროს იქ ბავშვები ვარჯიშობდნენ, ქართული ფეხბურთის მესაჭემ მათ ბურთები აჩუქა.

გურიის მთავარ არენაზე ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირებიც მივიდნენ სტუმართან შესახვედრად. შეხვედრისას იმდენ საინტერესო თემას შეეხნენ (არა მხოლოდ გურიისას, არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთისას), რომ ვფიქრობთ, მკითხველს აუცილებლად დააინტერესებს.

უპირველესად, პრეზიდენტს "გურიაში" არსებული მდგომარეობის შესახებ მოუთხრეს. "კლუბს ფინანსურად ძალიან უჭირთ, მაგრამ დღეს მაინც მეოთხე ადგილზე ვართ. ხომ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 820 | დაამატა: Administrator | თარიღი: 07.12.2010 | კომენტარები (0)



თბილისი 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს და ტურნირისთვის მზადება უკვე დაწყებულია - გუშინ ქალაქის მერმა გიგი უგულავამ თემქაზე სპორტული კომპლექსი "შატილი" გახსნა და აღფრთოვანება ვერ დამალა, როდესაც გაიგო, რომ ის ნაგავსაყრელზე აშენდა. ახალ კომპლექსში მოეწყო კრივის, მხატვრული ტანვარჯიშის, ძიუდოს, ჭიდაობის, ძალოსნობის, ტრენაჟორების, საპრესკონფერენციო დარბაზები... "შატილი" ამ პროექტის ნაწილია, სადაც ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაო კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ბოლო წლებში ფეხბურთს უამრავი სტადიონი წაართვეს და ამიტომ ფასობს კომპლექსის გვერდით გარემონტებული "სიხარულის" სტადიონი - ორი თვის წინ ის ნაომარ ტერიტორიას ჰგავდა, ახლა კი სტანდარტული მოედანზე (68/105 მეტრზე) ბოლო თაობის ხალიჩა დააგეს, ააშენეს გასახდელები, მწვრთნელთა ოთახები ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 850 | დაამატა: Administrator | თარიღი: 07.12.2010 | კომენტარები (0)



საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან კუტალია, შესაძლოა, კვლავ ბოსნიაში დაბრუნდეს.

"მალე ისევ ბოსნიაში მივდივარ, ოღონდ არა "სლავიაში", არამედ სხვა გუნდში. მენეჯერი "ჟელეზნიჩარისა" და "ზრინსკის" ხელმძღვანელობას ელაპარაკა და როგორც მითხრა, ჩემი აყვანის სურვილი ორივემ გამოთქვა. საკითხი უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ ჯერ კიდევ არ გარკვეულა, რომელ მათგანში ჩავირიცხები. ამ დღეებში მენეჯერისგან ზუსტი პასუხი მეცოდინება.

ჩემთვის ორივე მისაღებია, რადგან ორივე კარგი კლუბია, მაგრამ უფრო "ზრინსკისკენ" ვიხრები, რომელიც ბოსნიის სამგზის ჩემპიონია. მართალია, ამჟამად გუნდი ჩემპიონატში ბოლოდან მესამე ადგილზეა, მაგრამ სოლიდური კლუბია და საეჭვოა გავარდეს. ლაპარაკია კონტრაქტის გაფორმებაზე და არა გასინჯვაზე, რადგან ბოსნიაში ორი წელი ვთამაშობდი და კარგად მიცნობენ", - ამბობს კუტალია. ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 798 | დაამატა: Administrator | თარიღი: 07.12.2010 | კომენტარები (0)



ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გუშინ პრესკონფერენცია გამართა. ჩვენი ფეხბურთის თავკაცის მასმედიასთან შეხვედრა, ლევან ყიფიანის "ლელოში" გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ განაპირობა. სიჭინავამ ყიფიანის ინტერვიუში ნახსენები თანხები დააზუსტა, სხვა ციფრებიც დააკონკრეტა და საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა. ფედერაციის თავკაცის ვრცელ შესავალ სიტყვას კითხვა-პასუხი მოჰყვა.

- პრესაში გაჟღერდა, თითქოს გაისად ქართული ფეხბურთი სახელმწიფოსგან 7 მილიონ ლარს მიიღებს. ეს მცდარი ინფორმაციაა. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ფეხბურთის ფედერაციის ბიუჯეტი გაისად 7 მილიონი ლარი იქნება. ეს მხოლოდ ნაწილია იმ თანხისა, რომელიც ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების, ასევე ყველა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებისა და სტაფის, სულ 54 პერსონის ანაზღაურებას სჭირდება. გარდა ამისა, უნდა დაფიაროს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების ოფ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 711 | დაამატა: Administrator | თარიღი: 07.12.2010 | კომენტარები (0)



ხანგრძლივი და იძულებითი პაუზის შემდეგ ჯაბა კანკავა ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა და ქეცბაიას გუნდში სლოვენიაში პირველად ითამაშა. კოპერში ძველებურად მოთამაშე კანკავა ვერ ვიხილეთ და საინტერესოა, როდის ვნახავთ "ძველ ჯაბას". რას ფიქრობს ფეხბურთელი ნაკრებზე, მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

- სამშობლოში გერმანიდან დაბრუნდით. იქ რა მიზნით იყავით?
- მიუნსტერში ვიყავი იმ პროფესორთან კონსულტაციაზე, ვინც ბოლო ოპერაცია გამიკეთა. ტკივილები ისევ მაწუხებს და ვარჯიშებზე ზოგჯერ გამაყუჩებელი ნემსით გავდივარ. მაინტერესებდა, ეს ნემსი საზიანო ხომ არ არის, როდემდე უნდა მქონდეს ტკივილი, ტერფში ლითონის ფირფიტაც მაქვს ჩადგმული და რამდენ ხანს უნდა ვიყო ასე. პროფესორმა მითხრა, ტკივილი ბუნებრივი პროცესია და დროა საჭიროო. ფირფიტაზე კი დამამშვიდეს, რაც უფრო ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 811 | დაამატა: Administrator | თარიღი: 07.12.2010 | კომენტარები (0)



გურული ვოიაჟი სფფ-ის თავკაცმა ლანჩხუთში, რეგიონული ფედერაციის ოფისში დაასრულა. მანამდე იგი ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზეც მივიდა და "გურიას" მესვეურებს ესაუბრა. "ლელომ" ისარგებლა შემთხვევით და სფფ-ის პრეზიდენტს რამდენიმე კითხვა დაუსვა:

- ბატონო ზვიად, გურიაში თქვენი ვიზიტის მიზანი რა არის?
- მხოლოდ გურია არაფერ შუაშია, ჩვენ რეგიონებში დავდივართ, რათა სახელმწიფოს მივაწოდოთ ის პრობლემები, რომელთა ერთობრლივი ძალებით გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესია რეგიონებისთვის, შესაბამისად, ქართული ფეხბურთისთვის. ახლა ჭაბუკთა შერჩევებს ვაწარმოებთ და რეგიონებიდან ჩამოსულების უპირატესობა აშკარაა. ქართულმა ფეხბურთმა ეს უნდა გამოიყენოს.

- დღეს თქვენ "დინამოს" ახალ მფლობელზე გაკვრით თქვით, ორშაბათიდან კლუბს მეპატრონე ეყოლებაო. ხომ ვერ დაგვიკონკრეტებთ, ვინ?
- ნამდვილა ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 779 | დაამატა: Administrator | თარიღი: 07.12.2010 | კომენტარები (0)


რუსეთში ჩემპიონატი დასრულდა, უკრაინის პრემიერლიჰა კი ზამთრის ძილს მიეცა. ბუნებრივია, ჩვენი მიმოსახილველი ლეგიონიც მნიშვნელოვნად "შეთხელდა" და მოსაყოლიც ბევრი არაფერია.

შაბათ-კვირას იტალიაში ქართველს ბურთი არ გაუგორებია. უკვე გატყობინებდით, რომ კახა კალაძისთვის საფეხბურთო წელიწადი დასრულდა. ამიტომაც "ჯენოა" ქართველთა ნაკრების კაპიტნის გარეშე ეწვია "ლეჩეს". ლევან მჭედლიძეც არ იყო "ემპოლის" განაცხადში, რომელიც სტუმრად "ალბინოლეფესთან" დამარცხდა - 0:2. ლევანს ტრავმის გამო არ უთამაშია.

არ უთამაშია არც ზურაბ ხიზანიშვილს, თუმცა მიზეზი ამჯერად სულ სხვაა - "შეფილდ უენსდეის" მოედანი მოყინული იყო და "რედინგი" იქ სათამაშოდ აღარ ჩასულა. საფრანგეთში გიორგი მაკარიძის "ლე მანი" ... კითხვის გაგრძელება »

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 704 | დაამატა: Administrator | თარიღი: 07.12.2010 | კომენტარები (0)



ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა სახელმწიფო სტრუქტურებთან აქტიურად ურთიერთობს, რისი მიზანიც უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის პატრონების მოძებნა გახლავთ. ბოლო დღეებში სიჭინავა საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს და, როგორც ჩანს, მათ სატკივარსა და პერსპექტივას აფასებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე ახსენა, რომ შესაძლოა, საფეხბურთო კლუბებს მთავრობა დაეხმაროს. ეს ინფორმაცია შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა დააკონკრეტა, მისი თქმით, ლაპარაკია 7 მილიონი ლარის გამოყოფაზე.

მცირე ხნის წინ კულუარულ, სანდო წყაროზე დაყრდნობით ვიუწყებოდით, რომ სახელმწიფო ფეხბურთის დახმარებას გეგმავს - ცხადია, პური და სანახაობა მართვის მარადიული და უტყუარი მოდელია, ფეხბურთი კი მთელ მსოფლიოში ყველაზ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 746 | დაამატა: Administrator | თარიღი: 07.12.2010 | კომენტარები (0)

რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!