ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 15
16 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი
და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ჯოზეფ მიფსუდი და ნაციონალური
ასოციაციების დეპარტამენტის თავმჯდომარე ტიერი ფავრი ეწვევიან.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ მესხის სტადიონის
მონახულება და აღნიშნული სტადიონის უეფა-ს სტანდარტების დაცვით შექმნილი
პროექტის განხილვა. უეფა-ს მაღალჩინოსნები ასევე მოინახულებენ საქართველოს
ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასას", რომლის სარეაბილიტაციო
სამუშაოები უახლოესი ერთი თვის მანძილზე უნდა დასრულდეს.
ჯოზეფ მიფსუდი და ტიერი ფავრი გამართავენ შეხვედრებს სფფ-ს პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან და გენერალურ მდივან რევაზ არველ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ფიფამ მსოფლიოს საფეხბურთო ნაკრებთა მორიგი - დეკემბრის რეიტინგი
გამოაქვეყნა. წინა თვესთან შედარებით უცვლელია რეიტინგის პირველ და მეორე
ადგილოსნების, მსოფლიოს ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის - ესპანეთისა და
ჰოლანდიის ნაკრებთა პოზიციები. ნოემბერში მესამეზე მყოფმა ბრაზილიამ კი
ამჯერად ადგილი გერმანიას შეუცვალა და მეოთხეზე დამკვიდრდა.
პირველ
ათეულში გადაადგილდა "ევრო 2012"-ის შესარჩევ ჯგუფში ჩვენი ნაკრების
მეტოქე ხორვატია, რომელმაც ადგილი ეგვიპტეს შეუცვალა და მეცხრე პოზიციიდან
მეათეზე გადაინაცვლა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო - საქართველოს
ეროვნული გუნდი, "ფიფა კოკა-კოლას" დეკემბრის რეიტინგში, როგორც
მოსალოდნელი იყო, 5 საფეხურით დაწინაურდა და პოლონეთთან ერთად, 449 ქულით
73-ე პოზიციაზეა.
ჯგუფში ჩვენ მეტოქეთაგან რეიტინგში წინსვლა
მხოლოდ ებრაელებს ჰქონ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან კობიაშვილმა გასულ კვირას
"ჰერტაში" პირველი გოლი გაიტანა. "აუესთან" საშინაო მოგებას (2:0), 36-ე
წუთზე გატანილი პენალტით სწორედ ჩვენებურმა დაუდო სათავე. კობიმ
11-მეტრიანი ჩვეულად შეასრულა, არა რომელიმე კუთხეში, არამედ შუაში
დაარტყა და ამჯერადაც გაიტანა. ბერლინურმა "მორგენპოსტენმა" და სხვა
გამოცემებმა, ლევანს რამდენიმე კითხვით მიმართეს.
- აუე მეორე
ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერია. კვირის მატჩამდე ჩვენზე წინ იყო და
ცხრილიდანაც ჩანდა, რომ რთული მატჩი გველოდა. ჩვენ მხოლოდ ერთი მიზანი
გვამოძრავებდა, ეს თამაში მოგვეგო და პირველობისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი
კონკურენტი ჩამოგვეტოვებინა. მოხარული ვარ, რომ ეს შევძელით, აუე
დავამარცხეთ, გადავუსწარით და "აუგსბურგთან" ერთად ცხრილში თანალიდერები
ვართ.
- გერმანიაში ცნობილი პენალტისტი ხა
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საქართველოს ნაკრების მცველი დავით კვირკველია ამ წლის დასაწყისში ყაზანის
"რუბინიდან" მახაჩყალის "ანჟიში" გადავიდა. დათოს "რუბინში" სათამაშო
პრაქტიკა არ ჰქონდა და ამიტომაც შეიცვალა გუნდი.
კვირკველია
"ანჟიში" მალე დამკვიდრდა და 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
დაღესტნელთა გუნდში ექვსთვიანი იჯარის დასრულების შემდეგ "ანჟის"
კვირკველიას შენარჩუნება უნდოდა. გუნდის მთავარ მწვრთნელს გაჯი გაჯიევს
პრესასთან საუბარში არც დაუმალავს ეს სურვილი. თუმცა კლუბები ვერ
შეთანხმდნენ და ზაფხულში დათო ყაზანში დაბრუნდა.
"რუბინმა" იგი
ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა და მოლოდინიც გაჩნდა, რომ
კვირკველიას ამჯერად მაინც მოუწევდა ყურბან ბერდიევის გუნდში თამაში.
ყაზანელები, ზედიზედ ორჯერ გაჩემპიონების შემდეგ, წელს ბრინჯაოს
პრიზიორები გახდნენ. თუმცა ამაში კვირკველიას მცირედი წვლილიც არ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
დღეს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე იტყვიან, როდის გაიმართება
ფედერაციის მე-19 საარჩევნო ყრილობა. კარგა ხნით ადრე ამბობდნენ, რომ
აღმასკომის სხდომა 15 დეკემბერს დაინიშნებოდა და ფეხბურთის ფედერაციის
პრეზიდენტის სარჩევნო ყრილობაც იანვრის ბოლო დღეებში ჩატარდებაო.
გუშინ
ცნობილი გახდა, რომ აღმასკომის სხდომა მართლაც 15 დეკემბერს დაინიშნა,
მაგრამ ყრილობის თარიღი უცნობი რჩებოდა. ეს არ იცოდნენ აღმასკომის იმ
წევრებმა, რომლებსაც გუშინ დავუკავშირდით, ზოგიერთი დღის წესრიგსაც არ
იცნობდა, ფეხბურთის ფედერაციაში კი ყრილობის თარიღზე ლაპარაკს ერიდებოდნენ.
დებულების
თანახმად, ყრილობის ორგანიზება ფედერაციის გენერალურ მდივანს (რევაზ
არველაძეს) დაევალება, რომელიც სამდივნოს (რევაზ შენგელიას) ორგანიზაციული
საკითხების მოგვარებას დაავალებს. დებულებაში წერია, რომ ყრილობის თარიღი
30 დღით ადრე უნდა გამოცხ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|