ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 22
`ოლიმპის` ახალგაზრდა თავდამსხმელს, 17 წლის ვაკო ყაზაიშვილს მერაბ ჟორდანიას ჰოლანდიურ "ვიტესში" გასინჯავენ. სინჯებს ფეხბურთელს არა "ოლიმპი", არამედ საფეხბურთო სკოლა "საბურთალო"
უკეთებს. როგორც ყაზაიშვილმა განაცხადა ჩვენთან საუბარში, ჯერ-ჯერობით
გარკვეული არ არის წასვლის ყველა დეტალი და ჰოლანდიაში ის სავარაუდოდ, 10
დღე დარჩება. შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილი გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი და გამორჩეული ფეხბურთელიც იყო. ფეხბურთელი ჰოლანდიაში 8 იანვარს გაემგზავრება.
შესახებ: |
ლატვიის "დაუგავას" მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია კვირაზე მეტ ხანს
თურქეთში სტაჟირებაზე იმყოფებოდა. პერტია თავის მეგობარს, "კაისერის"
თავკაცს, შოთა არველაძეს სტუმრობდა. ლატვიაში დაბრუნებული ქართველი
სპეციალისტი თურქულ შთაბეჭდილებებზე "დაუგავას" ოფიციალურ საიტს გაესაუბრა.
- თამაზ, გვიამბეთ თქვენს შთაბეჭდილებებზე. თქვენთვის რამე ახალი აღმოაჩინეთ? -
რა თქმა უნდა, აღმოვაჩინე. მწვრთნელად სულ სამი წელია ვმუშაობ და ჩემთვის
ბევრი რამ იყო ახალი. შოთას კითხვებს ვუსვამდი და დამაკმაყოფილებელ
პასუხებს ვიღებდი. ფეხბურთი უზარმაზარ წიგნს ჰგავს, მისი ბოლომდე შესწავლა
შეუძლებელია, ამიტომ ეს მოგზაურობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და
შემეცნებითი იყო. სტაჟირებით ძალიან კმაყოფილი ვარ. შესაძლებლობა მქონდა ორ
თეორიულ მეცადინეობას დავს
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
სუპერთასის მატჩის შემდეგ რუსთავის "ოლიმპის" პრეზიდენტმა ჯოზეფ კეიმ
მედიასთან განცხადება გააკეთა. სიმართლე ითქვას, გვეგონა, საფეხბურთო
თემებზე ილაპარაკებდა, მან კი სიტყვა მოულოდნელად სხვა მიმართულებით
წაიყვანა:
- ძალიან გახარებული ვარ ამ წარმატებით. მომავალი
წლისთვის გუნდში ძალიან ბევრი ცვლილება იგეგმება. მინდა, ყველას ვახარო,
რომ რუსთავის "ოლიმპს" მალე დაუბრუნდება ძველი სახელი, "მეტალურგი" და
კიდევ მინდა დღეს მთელი რუსთავის მეტალურგების სახელით მივულოცოთ ჩვენს
ბატონ პრეზიდენტს ეს დიდი გამარჯვება (ალბათ, "ოლიმპის" გამარჯვება
იგულისხმა - ავტ.) და დაბადების დღე. ჩვენს ბატონ პრეზიდენტს და მთელ
საქართველოს სულ გამარჯვებული ევლოთ, როგორც დღეს არის რუსთავის "ოლიმპი".
- კონკრეტულად რა ცვლილება მოხდება რუსთავის "ოლიმპში"? -
ძალიან ბევრ ცვლილებას ველოდებით. ქართული ფეხბურთი
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად სამი
კვირა დარჩა, ფედერაციის 21 გენერალურ სამდივნოში კი ჯერ არც ერთი
კანდიდატი დარეგისტრირებულა.
გაუწყეთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის
მოქმედი თ ვკაცი ზვიად სიჭინავა საპრეზიდენტო კანდიდატად ოთხმა სუბიექტმა
უკვე წარადგინა. ამ ოთხს გუშინ კიდევ ხუთი დაემატა. ს. კ. "ვიტ ჯორჯიას",
ს. კ. ზუგდიდის "მგლებს", სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის
ფეხბურთის რეგიონულ ფედერაციებს გუშინ იმერეთის, კახეთის,
მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონული და ქალთა ფეხბურთის ფედერაციები
დაემატნენ. ასე რომ, სიჭინავას უკვე ცხრა მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ მას
ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.
შეგახსენებთ,
რომ 22 იანვარს, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმოსანი 33
დელეგატი იქნება. შესაბამ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
შესაძლოა, 24 წლის ქართველმა მცველმა მათე ღვინიანიძემ ზამთრის
შესვენებისას გუნდი შეიცვალოს. ეს ცნობა გუშინ გერმანულმა ვებგვერდებმა
გაავრცელეს. "მიუნხენ 1860"-ის სპორტული დირექტორი მიკი სტევიჩი აცხადებს,
რომ ღვინიანიძეს წინადადებები აქვს სხვა კლუბებიდან და შესაძლოა, კლუბი მას
შეელიოს კიდეც. სტევიჩი მათეთი დაინტერესებულ გუნდებს არ ასახელებს.
სხვა
წყაროთა ცნობით კი, ღვინიანიძით მეორე ბუნდესლიგის ორი კლუბი, ბილეფელდის
"არმინია" და "ბოხუმი" დაინტერესდნენ. მათეს ახლანდელი გუნდი "მიუნხენ 180"
25 ქულით მეცხრე ადგილზეა. მისი მსურველი კლუბებიდან ერთი ზემოთაა, მეორე
კი აუტსაიდერია. "ბოხუმი", რომელსაც ლევან კობიაშვილისა და "ჰერტას" ყოფილი
მწვრთნელი ფრიდჰელმ ფუნკელი ხელმძღვანელობს, "ლომებს" 3 ქულით უწრებს და
მერვე ადგილზეა. "არმინიაში" კი საშველად "ლომებისა" და ღვინიანიძის ყოფილ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|