ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 19.03.2024, 13:54


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 18
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/kobi0aba4_medium.jpg

მეორე ბუნდესლიგის დღევანდელ ტურში ერთმანეთს ორი ლიდერი დაუპირისპირდა და მატჩიც შესაბამისად ძალიან დაძაბული გამოდგა. ლევან კობიაშვილის "ჰერტა” ნომინალურ პირველადგილოსან "აუგსბურგს” სტუმრობდა და დაწინაურების მიუხედავად, მხოლოდ 1 ქულას დასჯერდა.

ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა და 78-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო. თავად მატჩი ძალიან უხეში გახლდათ და არბიტრმა მოედნიდან 4 ფეხბურთელი გააძევა. ლევანმა მარცხენა მცველის პოზიციაზე იასპარეზა და მოულოდნელად, საკმაოდ ბევრი არაზუსტი გადაცემა გააკეთა (35%), რაც მისთვის ნამდვილად უჩვეულოა.

... კითხვის გაგრძელება »

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 743 | დაამატა: Administrator | თარიღი: 18.12.2010 | კომენტარები (0)



უეფას ვიცე-პრეზიდენტსა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრ ჯოზეფ მიფსუდსა და ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის თავმჯდომარე ტიერი ფავრის გუშინ საქართველოში ვიზიტის მეორე დღე ჰქონდათ. უეფას ჩინოსნები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან, გენერალურ მდივან რევაზ არველაძესთან და ტექნიკურ დირექტორ ნიკა ჩხეიძესთან ერთად ტექნიკურ ცენტრ "ბასას" ეწვივნენ.

მოდი, ჯერ ის ვთქვათ, თუ რა გაკეთდა "ბასაზე" და დანარჩენზე შემდეგ. ბუნებრივსაფარიანი სტანდარტული მოედნის გვერდით, იგივე სტანდარტის ხელოვნურსაფრიანი მოეწყო. "ბასას" შენობას კიდევ ერთი კორპუსი დაემატა, რის წყალობითაც ტენიკურ ცენტრს ერთბაშად ორი გუნდის მიღება შეეძლება და ეს ბაზა ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებზეა გათვლილი. ამ ორივე შენობაში რემონტი მიმდინარეობს. ტექნიკური ცენტრი საბოლოოდ კომპლექსი იქნება - საცხოვრებელი ნომრები, კვების ბლოკი ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 898 | დაამატა: Administrator | თარიღი: 18.12.2010 | კომენტარები (0)



17 წლის თავდამსხმელ გიორგი ჭანტურიაზე გუშინ ახალი ამბავი გავიგეთ. მან ჰოლანდიურ "ვიტესთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის თაობაზე გიორგის რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- "ვიტესთან" სამი დღის წინ გავაფორმე კონტრაქტი და უკვე ამ კლუბის წევრი ვარ, მაგრამ ჯერჯერობით ჰოლანდიურ გუნდში თამაშის უფლება არ მაქვს.

- ეს როგორ გავიგოთ?
- აპრილში 18 წლის გავხდები, ჰოლანდიის კანონების მიხედვით სრულწლოვნად ვიქნები და მერე შემეძლება თამაში.

- ჰოლანდიაში აქამდეც იყავი.
- დიახ და მხოლოდ ვვარჯიშობდი "ვიტესში", ერთ საკონტროლო შეხვედრაშიც ვითამაშე, რომელიც 2:1 მოვიგეთ და გადამწყვეტი გოლი გავიტანე.

- გავიგეთ, "ვიტესის" მთავარ მწვრთნელ ფერერთანაც გისაუბრია.
- ფერერი არნემში გადასვლამდე "ბარსელონას" მეორე გუნდს წვ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 774 | დაამატა: Administrator | თარიღი: 18.12.2010 | კომენტარები (0)



ვერც გაგვიხსენებია ისეთი შემთხვევა, საქართველოს პირველ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელით ევროპის ცნობილი კლუბები რომ ინტერესდებოდნენ. არადა, ფაქტი სახეზეა: "გაგრას" 18 წლის შემტევი ნახევარმცველის აბაიომი ოვონიკოკოს მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს ორი უცხოური კლუბი. ორივე გუნდი თავის ჩემპიონატში მოწინავე პოზიციებზეა: ფრანგული "რენი" საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში მეოთხე ადგილზეა, აი, ბელგიური "გენკი" კი მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებს და ბელგიის "პრო-ლიგაში" (ანუ, უმაღლესში) ამჯერად ცხრილის სათავეში იმყოფება.

"გაგრას" ნიგერიელ ლეგიონერს ოვონიკოკოს ნახევარდაცვაში თითქმის ყველა პოზიციაზე წარმატებით შეუძლია თამაში; ამას გარდა, წინა სეზონში, როცა "გაგრა" უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, რამდენიმე შეხვედრაში ოვონიკოკოს თავდამსხმელადაც უთამაშია.

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქართული კლუბის ჭაბუკი ლეგიონე ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 684 | დაამატა: Administrator | თარიღი: 18.12.2010 | კომენტარები (0)



დონეცკის "შახტარში" გატარებული ნახევარი წლის შემდეგ, შესაძლოა, თორნიკე ოქრიაშვილმა კლუბი შეიცვალოს. შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი "გაგრამ" "შახტარში" სამთვიანი იჯარით გაუშვა. როცა ვადა ამოიწურა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზამთარში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველს მარიუპოლის "ილიჩევეცში" გაანათხოვრებდნენ. თუმცა თორნიკემ ჯერ თავად არ იცის, სად ითამაშებს.

"მარიუპოლში მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითამაშებ, თუ კონტრაქტს დონეცკის "შახტართან" გავაფორმებ. ამის შესახებ წინასწარი მოლაპარაკებ მიმდინარეობს დონეცკელებთან და ეს საქმე ჯერ არ გადაწყვეტილა. აქედან გამომდინარე - არც "ილიჩევეცში" გადასვლა. შეიძლება, სხვა კლუბშიც ვითამაშო, ამის შანსი 50/50-ზეა. ახლა "გაგრას" პრეზიდენტ ბესო ჩიხრაძის ჩამოსვლას ველოდები, რომელიც ჩემ ტრანსფერზე მოლაპრაკებებს აწარმოებს", - გვითხრა ოქრიაშვილმა.

თორნიკემ დაგვი ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 787 | დაამატა: Administrator | თარიღი: 18.12.2010 | კომენტარები (0)




გაყოფილი ქვეყნა დიდი ხანია, ქართველის ტკივილად გვექცა. ამ სატკივარში ერთ-ერთი ფეხბურთიცაა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთი ძალით ჩამოგვაშორა, ამ მადლიანი მხარიდან ქართული ფეხბურთი აღარ მარაგდება იმ ნიჭიერი ფეხბურთელებით, რომლებითაც ძლიერდებოდა და თვითმყოფადობას ინარჩუნებდა.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბევრჯერ სცადა სოხუმელთა გუნდის აღორძინება, მაგრამ ეს მცდელობები უშედეგოდ სრულდებოდა - ზოგჯერ უსულგულო დამოკიდებულებას აწყდებოდნენ, ზოგჯერ - ცინიკურსაც. მაგალითად, ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერის მხრიდან, რომელიც ფიფას კანონმდებლობაზე მაღლა რუსეთთან "მეგობრულ" ურთიერთობას აყენებს.

სხვათა შორის, თბილისში მყოფმა ფიფას პრეზიდენტმა წინადადებაზე - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სეპარატისტთა კლუბებს რუსები საკუთარ პირველობაზე ათამაშებენ და რეაგირება მოახდინეთო - ვითომ დიპლომატიურად გვიპასუხა ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 703 | დაამატა: Administrator | თარიღი: 18.12.2010 | კომენტარები (0)

რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!