ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 21
სუპერთასის გათამაშება გაიმართა ეროვნულ სტადიონზე, სადაც ერთმანეთს
ქვეყნის ჩემპიონი - "ოლიმპი" და თასის მფლობელი - "ვიტ ჯორჯია"
დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მაღალი ტემპითა და დაძაბულობით არ
გამოირჩეოდა. "ვიტ ჯორჯიას" ახალ თაობას, ფაქტობრივად, ძველ თაობასთან
მოუწია ამ თასის მფლობელის ვინაობის გარკვევა და წლევანდელი სუპერთასიც
ისევ კვახაძემ აწია, შარშანდელის მსგავსად.
"ვიტ ჯორჯიელებს" გატანა 7-ე წუთზევე შეეძლოთ, როდესაც ბექა ზაქრაძემ,
რომელიც ძირითადში ბესიკ ჩიმაკაძის ტრავმის გამო გამოჩნდა, მახვილ
კუთხეში მიიღო კარგი პასი თანაგუ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ბერლინის "ჰერტას" ქართველმა ლეგიონერმა ლევან კობიაშვილმა სეზონის პირველი ნახევარი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
-
ვფიქრობ, ჩემპიონატის პირველი წრე წარმატებით ჩავატარეთ. მართალია ბოლოს
ორიოდე მატჩი არცთუ კარგად ვითამაშეთ, ბევრი ქულა დავკარგეთ და ამიტომაც
ლიდერები არ ვართ. მაგრამ ლიდერ აუგსბურგთან" ქულების თანაბარი რაოდენობა
გვაქვს, ამიტომ მთელი ბრძოლა წინაა. რაც მთავარია, პირველ ბუნდესლიგაში
დაბრუნების კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ ამისთვის ბევრი მუშაობა იქნება
საჭირო, ამაზე ხომ იგივე "აუგსბურგი" და "უისბურგი", ასევე ლიდერებთან
ახლოს მყოფი "ბოხუმი" და სხვები ოცნებობენ.
- როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე მეორე გერმანულმა ლიგამ, პირველში ჩატარებული მრავალი სეზონის შემდეგ? - ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი ბევრი პარტნიორისთვის ეს ადვილი არაა. პირველ ბუნდესლიგ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
მეპატრონის შეცვლამ თბილისის "დინამოში" ცვლილებებს დაუდო სათავე. გუშინ
კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელად წარადგინა კახა კაჭარავა,
რომელიც "დინამოს" თავკაცად თვენახევრის წინათაც მუშაობდა. ჟურნალისტებთან
შეხვედრას მწვრთნელთან ერთად ესწრებოდნენ კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია
და მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე.
პირველი სიტყვა კლუბის მეპატრონე რომან ფიფიამ აიღო, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
-
გუნდის თავკაცის საკითხი უკვე გადავწყვიტეთ, რადგან გვინდა, ზამთრის
შესვენება მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ ეროვნული ჩემპიონატის
დასკვნითი ეტაპისთვის მოსამზადებლად. დღეს გუნდის მთავარ მწვრთნელად კახა
კაჭარავას წარმოგიდგენთ. ჩვენ მისი გვჯერა და სრულ ნდობას ვუცხადებთ.
პირადად მე კიდევ მჭირდება გარკვეული დრო და შემდეგ ყველა კითხვაზე
მექნება კონკრეტული პასუხი. თბილისის "დინამოს" გადაფორმ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ახლახან გადაწყდა, რომ 22 იანვარს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი ყრილობა და
საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ისიც გარკვეულია, რომ პრეზიდენტობის
კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადა 12 იანვარია.
ფედერაციის
პრეზიდენტობის პირველი კანდიდატის ვინაობა გუშინ გაირკვა: ს.კ. "ვიტ
ჯორჯიამ", ს.კ. ზუგდიდის "მგლებმა", სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა
ქართლის რეგიონულმა ფეხბურთის ფედერაციებმა 22 იანვრის არჩევნებისთვის
კანდიდატად ზვიად სიჭინავა წარადგინეს. თუმცა მოქმედ პრეზიდენტს
არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
"მართალია,
ოთხმა სუბიექტმა ზვიად სიჭინავას კანდიდატურა კი წარადგინა, მაგრამ თავად
მას თანხმობა ჯერ არ უთქვამს. ზვიად სიჭინავა რამდენიმე დღეში მიიღებს
გადაწყვეტილებას. ფედერაციის გენერალურ სამდივნოში ჯერჯერობით არც ერთი
კანდიდატი არ არის რეგისტრირებული", - გვითხრა ფედერაციის პრესა
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|