ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 16
"ლოკომოტივის" სტადიონზე ხალხმრავლობა იყო - ფეხბურთის ფედერაციის
აღმასკომის წევრები მე-19 საარჩევნო ყრილობის თარიღის დასადგენად
შეიკრიბნენ. ეს იყო გუშინდელი სხდომის მთავარი საკითხი. მედია აღმასკომის
სხდომაზე მხოლოდ 15 წუთით დაუშვეს და ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად
სიჭინავამ თავშივე გაამხილა ის ამბავი, რომელიც, კაცმა რომ თქვას, ისედაც
ყველამ იცოდა.
”ყრილობა 22 იანვარს გაიმართება, რასაც ჩვენი გაზეთები წერდნენ. ეტყობა, მედიას კარგი ინფორმატორები ჰყავს", - ბრძანა სიჭინავამ.
სხდომის დასაწყისში მან აღმასკომის წევრებს განუმარტა, თარიღი რა მოსაზრებებიდან გამომდინარე შეარჩია:
-
ჩემი წინადადებაა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 2011 წლის
22 იანვარს გაიმართოს. ეროვნული ჩემპიონატის 2010-2011 წლების სეზონი 12
თებერვალს განახლდება. ფეხბურთის ფედერაციამ უნდა უზ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ზუგდიდის "ბაიასთან" საშინაო ფრის შემდეგ კახა კაჭარავამ თბილისის
"დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მართალია, ის ფეხბურთის
ფედერაციის მიერ დაწყებულ მოზარდთა და ჭაბუკთა შერჩევის პროექტში ჩაერთო,
მაგრამ კლუბში სპორტულ კოორდინატორად დარჩა.
წუხელ კი "დინამოზე"
ახალი ინფორმაცია გავიგეთ, რომელიც კულუარებში გადაწყვეტილია და მალე
რეალობად იქცევა. კლუბის ახალი მეპატრონე რომან ფიფია ქუთაისის
"ტორპედოსთან" მატჩიდან ორიოდე დღეში ინგლისს გაემგზავრა, სადაც ბადრი
პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა. ბუნებრივია, ეს აუდიენცია
"დინამოს" გადაფორმებისთვის იყო დაგეგმილი და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა -
ფიფიამ კლუბი გუშინ სრულად გადაიფორმა და უკვე ოფიციალურად არის "დინამოს"
მეპატრონე. მისი ჩანაფიქრი ასეთია - გუნდის მთავარ მწვრთნ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
მოულოდნელი არაფერია - საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთი" 22
იანვარს დანიშნული ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში
კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებს.
"მე ნაღდად არ ვაპირებ
კანდიდატურის წამოყენებას. თუ ნორმალური კანდიდატი გამოჩნდება, რომელსაც
კარგი ხედვა ექნება და ტყუილებით არ მოვა, ხომ კარგი, თუმცა 2005 წლიდან
ერთსა და იმავეს ვიმეორებთ, მაგრამ ვითარება უცვლელია და არჩევნებში
მონაწილეობას რა აზრი აქვს? მე ფეხბურთის გულშემატკივრებისა და
საზოგადოების აქტიურობის იმედი მქონდა, მაგრამ ეტყობა, ფეხბურთი
საზოგადოებასაც აღარ აინტერესებს", - გვითხრა ლევან ყიფიანმა.
რას ფიქრობს ამ გადაწყვეტილებაზე ორგანიზაციის მეორე დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი?
"მე
მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, სანამ არ იქნება სამართლიანი საარჩევნო
დებულება და გარემო, არ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
რამდენიმე წლის წინ ჯამლეტ ხუხაშვილმა ორიგინალურად დაამთავრა თავისივე საიუბილეო საღამო – მაშინდელი „რკინიგზელთა სახლის" დარბაზიდან კოლეგები მიიწვია სცენაზე და სათითაოდ წარუდგინა მაყურებლებს. გარეთ გამოსვლისას, პეტერბურგიდან ჩამოსული გენადი ორლოვი წამომეწია და მეუბნება: დავთვალე და თვრამეტი კომენტატორი გყოლიათ თბილისში, ამდენი კი მთელ რუსეთში არაა... რუსეთში კი არა ალბათ ბრაზილიაშიც გაუჭირდებათ თვრამეტი კომენტატორის გამოძებნა – ვუპასუხე და ორივეს გაგვეცინა, რადგან სამართლისგან შორს არ ვიყავით.
ჩემს მეგობარ გენადი ორლოვს აღარ ვუთხარი, რომ საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრს თავისი ტელევიზია აქვს და სპორტული კომენტატორებიც ჰყავს.
თუ ჩვენ ახლა ქართულ სპორტულ გაზეთებში და ჟურნალებში მომუშავე საფეხბურთო მიმომხილველებისა და ტელევიზიასა და რად
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|