ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
კალენდარი |
« ნოემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
|
მთავარი » მასალის არქივი
საქართველოს 17– წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – კობა
ჟორჟიკაშვილმა შეგირდები „მიხეილ მესხის" სტადიონზე შეკრიბა და
წინასაესპანეთოდ პირველი ვარჯიში გამართა.
17–
წლამდელები, 21 თებერვალს, გამთენიისას ესპანეთში მიემგზავრებიან, სადაც
22 და 24 თებერვალს იქაურ თანატოლებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.
„მიხეილ
მესხზე" თექვსმეტმა ფეხბურთელმა ივარჯიშა. მათ შორის არ იყვნენ მხოლოდ
ლუკას ჰუფნაგელი და ნაკრები
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
იმ დროს, როდესაც ისრაელში ჩემპიონატია, ლადო დვალიშვილი საქართველოში
ორიოდე დღით დასასვენებლად ჩამოვიდა. "ლელოს" მკითხველმა იცის, რომ
საქართველოს ნაკრებისა და ჰაიფას "მაქაბის" თავდამსხმელს მცირე ხნის წინ
თამაშისას კუნთი გაუწყდა, რის გამოც კვიპროსში საქართველოსა და სომხეთის
ეროვნული ნაკრებების მატჩი გამოტოვა და ეს თბილისური არდადეგებიც უქმობით
იყო გამოწვეული.
ისრაელში გამგზავრებამდე ლადოს ინტერვიუ ჩამოვართვით.
- ტრავმა თუ მოირჩინე? -
ნელ-ნელა მირჩება, კუნთი იყო გაწყვეტილი და მოედანს სწრაფად ვერ
დავუბრუნდებოდი. ათ დღეში, მაქსიმუმ ორ კვირაში ვითამაშებ. საბედნიეროდ,
ისეთი რთული ტრავმა არ გამოდგა, თავიდან რომ მეგონა და ახლა უკვე ძუნძულიც
შემიძლია. მაინც ვერ ვთამაშობდი და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ისრაელში
დავრჩებოდი თუ აქ ჩამოვიდოდი
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
დღეს, გამთენიისას, თბილისში ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი
მწვრთნელი, ივო შუშაკი და ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის
თანაშემწე, ალიოშა ასანოვიჩი ჩამოვიდა.
ხორვატი სპეციალისტები 26 მარტს გასამართი ევროპის ჩემპიონატის
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის საორგანიზაციო დეტალების დასაზუსტებლად
ეწვივნენ თბილისს.
ივო შუშაკი და ალიოშა ასანოვიჩი ხვალ, 18 თებერვალს, ეწვევიან
ფეხბურთის ფედერაციას და შეხვედრას მატჩის საორგანიზაციო კომიტეტის
წევრებთან გამართავენ.
ხორვატი სპეციალისტები თბილისს 19 თებერვალს, გამთენიისას დატოვებენ.
შესახებ: |
კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ჩვიდმეტწლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ესპანეთში გამგზავრებამდე თბილისში მოემზადება.
ხვალ, 16 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ვარჯიშს გამართავს.
როგორც მოგეხსენებათ, 21 თებერვალს U17 ნაკრები ესპანეთის ქალაქ
მადრიდში მიემგზავრება, სადაც ესპანელ თანატოლებთან ორ ამხანაგურ მატჩს
ჩაატარებს.
გადაწყვეტილია, რომ მატჩები, 22 თებერვალს ადგილობრივი დროით 18 საათზე, ხოლო 24 თებერვალს დღის 11 საათზე დაიწყება.
ესპანელ თანატოლებს საქართველოს ნაკრები "ლას როსას" სპორტულ ცენტრში დაუპირისპირდება.
სფფ–ს პრესსამსახური
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საქართველო ვერა და ვერ დაემსგავსა ჩვენსავე მრავალხმიან სიმღერას, სადაც
ყველას თავისი ხმა აქვს, მაგრამ ერთობაში გასაოცარი ჰარმონიაა. პოლიტიკაში
მრავალხმიანობა ჰარმონიაში კი არა, აბსურდში გადაიზარდა: ყველა თავისას
ერეკება და სხვისას ნაკლებად ისმენს.
თუმცა "ლელოს" დღევანდელი
რესპონდენტი არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ ფეხბურთის სიყვარულით
შევარჩიეთ. პოლიტიკოსებს მომავალშიც ამ კრიტერიუმით გავესაუბრებით -
განმსაზღვრელი იქნება ფეხბურთისადმი მათი დამოკიდებულება და არა პოლიტიკური
კრედო.
"ეროვნული ფორუმის" დამფუძნებელთაგანი გუბაზ სანიკიძე კი
ფეხბურთის მოყვარულია, ძველი თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების
დიდი ქომაგი, უხარია და სტკივა ის, რაც საბოლოოდ ქვეყნის სახელთანაა
გაიგივებული - ქართული ფეხბურთი.
- პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ და ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ყველას ძალიან გვიყვარს და გვტკივა, თუმცა
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ღიმილისმომგვრელია, მაგრამ ფაქტია - ახალგაზრდა ქართველ მეკარეს, ნუკრი
რევიშვილს, რომელიც, გარდა იმისა, რომ სულიც ხორცამდე ქართველია, ქუთაისის
საფეხბურთო სკოლის "ტორპედოს" აღზრდილია, უთამაშია საქართველოს ახალგაზრდულ
და ეროვნულ ნაკრებებში, 2006 წელს კი საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ
ფეხბურთელადაც აღიარეს, მისი ამჟამინდელი კლუბის - მახაჩყალის "ანჟის"
საიტზე რუსად მოიხსენიებენ.
ვერ გეტყვით, ეს მახაჩყალური კლუბის
საიტის მესვეურთა მექანიკური შეცდომაა თუ უკბილო ხუმრობა, მაგრამ ფაქტია -
გუნდის შემადგენლობის თვალის გადავლებისას ქართველი გოლკიპერის ეროვნების
გრაფაში რუსეთს ამოიკითხავთ.
შეგახსენებთ, რომ გაჯი გაჯიევის გუნდი
ახალი სეზონიდან ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელით, წარსულში მადრიდის
"რეალის" მცველით რობერტო კარლოსით გაძლიერდება. რაც შეეხება ნუკრის,
მახაჩყალელთა მწვრთნელი მას ძირითად მეკარედ განიხი
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
სამსაჯო თემა საქართველოში ყოველთვის აქტუალურია და სეზონის განახლებასთან
ერთად ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. სახელფასო რეფორმისგან
მსაჯობის დონის ამაღლებას ელიან, თუმცა მხოლოდ ამით საქმეს არ ეშველება -
ქართულ სამსაჯო კორპუსში პრობლემები და გადასაჭრელი ამოცანები კიდევ
მრავლადაა, არადა მსაჯებსა და მსაჯობაზე ხშირად საქმეში ნაკლებად ჩახედვით
გვიწევს ხოლმე მსჯელობა.
ინტერვიუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
სამსაჯო განყოფილების უფროს ლევან ფანიაშვილს ჩამოვართვით, რომელიც
საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. სხვათა შორის, ინტერვიუს ჩაწერიდან
რამდენიმე საათშის ფანიაშვილი ლისაბონში გაფრინდა, სადაც "ბენფიკასა" და
გერმანული "შტუტგარტის" ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ მატჩზე მსაჯთა
დამკვირვებლადაა დანიშნული.
- უპირველესად, ის გვაინტერესებს, ამოქმედდა თუ არა მსაჯთა ანაზღაურების
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია ყოველთვიურად
მსოფლიოს 350 კლუბისგან შემდგარ რეიტინგს აქვეყნებს და 21-ე
საუკუნის პირველი ათწლეული შეაჯამა და მხოლოდ ევროპელებისგან შემდგარი
643-კლუბიანი სია წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგში 9 ქართული
კლუბია შესული.
ჩვენი ქვეყნიდან საუკეთესო პოზიციაზე თბილისის
"დინამოა", რომელიც 139-ე ადგილზეა. დანარჩენი კლუბებიდან ერთი (ამერი)
აღარ არსებობს, ორიც (ბათუმი და ლოკომოტივი) პირველ ლიგაში თამაშობს.
ბევრი
რომ აღარ გავაგრძელოთ, ქართული კლუბების პოზიციებს წარმოგიდგენთ: "ვიტ
ჯორჯია" - 240-ე, "ზესტაფონი" - 271-ე, "ოლიმპი" - 329-ე, "ლოკომოტივი" -
372-ე, "სიონი" - 407-ე, "ტორპედო" - 417-ე, "ამერი" - 553-ე, "ბათუმი" -
598-ე.
ქართული კლუბები რეიტინგში ევროტურნირებსა და შინაურ
პირველობებზე ნაჩვენ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
1995/96 წლის სეზონში გიორგი ქინქლაძის მიერ "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში
"მანჩესტერ სიტის" მაისურით გატანილი გოლი პრემიერლიგის ყველა დროის
საუკეთესო გოლების თერთმეტეულში შევიდა.
ეს სია ინტერნეტსაიტმა
football365-მა შეადგინა. უნდა ითქვას, რომ ხსენებულ საფეხბურთო საიტს ამ
სიის შედგენისკენ უეინ რუნის გუშინდელმა ფანტასტიკურმა გოლმა უბიძგა,
რომელიც "მანჩეესტერ იუინაიტედის" ფორვარდმა თანაქალაქელ მეტოქეს გაუტანა.
ეს გოლი სიაში ჯერ არ შეუტანიათ.
პრემიერლიგის საუკეთესო 11 გოლის სია ასე გამოიყურება:
პაოლო დი კანიო (იტალია, "ვესტ ჰემი") - "უიმბლდონთან" (1999/2000). დევიდ ბექჰემი (ინგლისი, "მანჩესტერ იუნაიტედი") - "უიმბლდონთან" (1996/1997). ტიერი ანრი (საფრანგეთი, "არსენალი") - "მანჩესტერ იუნაიტედთან" (2000/2001). ტონი
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
მახაჩყალის "ანჟიმ" თურქეთში მეორე მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. დაღესტნურ
კლუბში "ვიტ ჯორჯიას" შემტევი ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი და 18 წლის
თავდამსხმელი გიორგი ილურიძე ვარჯიშობენ. როგორც გვითხრეს, მათი დატოვების
დიდი ალბათობა არსებობს, ილურიძეს უკვე 1+1 სისტემით კონტრაქტიც
შესთავაზეს.
ამასობაში კლიმიაშვილით პოლონეთის უმაღლესი ლიგის მერვე
ადგილზე მყოფი ვარშავის "პოლონიაც" დაინტერესდა, მაგრამ მასზე
კლიმიაშვილმა უარი თქვა და ისევ "ანჟიში" ამჯობინა ბედის ცდა.
შესახებ: |
« 1 2 ... 13 14 15 16 17 ... 136 137 » |
|
რეკლამა |
|
|
|