ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
კალენდარი |
« ნოემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
|
მთავარი » მასალის არქივი
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი მახაჩყალის "ანჟის”
პირველი მეკარე გახდა - ის შეკრებაზეც და დაწყებულ სეზონშიც დაღესტნური
კლუბის კარში შეუცვლელად იდგა. ნუკრის ინტერვიუ სანაკრებო შეკრების
დაწყებამდე ჩამოვართვით.
- გამომგზავრებამდე "ზენიტთან” ურთულესი შეხვედრა 0:2 წააგეთ, მაგრამ "სპორტ-ექსპერესისგან” საუკეთესო შეფასება დაიმსახურე. -
"ზენიტი” რუსეთის კი არა, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია და, ცხადია,
ყველაზე მეტი საქმე მე მქონდა. "ანჟი” ხომ, ფაქტობრივად, სეზონის
მსვლელობისას ყალიბდება, ათი ახალწვეული გვყავს და შეთამაშება გვაკლია.
- რადგან "ანჟის” ძირითადი მეკარე გახდი, ხორვატიასთან მატჩსაც საკმაოდ კარგად მომზადებული და თავდაჯერებულიც შეხვდები. -
რა თქმა უნდა, სათამაშო პრაქტიკა ბევრს ნიშნავს. სომხეთთან მატჩისთვის
მზად არ ვიყავი, ახლა კი უკვე ბევრ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
გუშინ შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოს” ახალმა დირექტორმა ზურაბ
პოლოლიკაშვილმა კლუბის ახალ სპორტულ დირექტორად გიორგი ნემსაძე დანიშნა.
ინფორმაცია გვიან მივიღეთ და შეუძლებელი იყო რომელიმე მათგანთან კომენტარისთვის დაკავშირება, თუმცა ცნობა ზუსტია და წყალი არ გაუვა.
შეგახსენებთ,
რომ გიორგი ნემსაძე იყო თბილისის "დინამოს”, საქართველოს ნაკრებისა და
შოტლანდიური "დანდის” კაპიტანი. სწორედ მისი კაპიტნობის პერიოდში გავიდა
თბილისური კლუბი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე, იყო საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციის პრეზიდენტი, ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრია.
საერთოდ,
ბოლო დროს ქართულ ფეხბურთისა და კლუბების მმართველები მიხვდნენ, რომ
ავტორიტეტული ვეტერანი ფეხბურთელების კლუბებში თუ სხვადასხვა მიმართულებით
დასაქმება სასურველი და საჭირო საქმეა. ეს ისევ ჩვენი ფეხბურთს წაადგება.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
უცნაურია, მაგრამ ფაქტია: საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებები ოფიციალური
თუ ამხანაგური მატჩების დონეზე ერთმანეთს ხვალ პირველად დაუპირისპირდებიან.
მსგავსება და სხვაობა ეგ კი არა,
ქართულ-ხორვატული გუნდების პაექრობა არც საკლუბო დონეზე შემდგარა; თანაც,
ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდსაც ვგულისხმობთ და
იმ დროსაც, როცა თბილისის „დინამო" საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში
ასპარეზობდა, ხოლო წამყვანი ხორვატული კლუბები ყოფილი იუგოსლავიის
პირველობაზე მონაწილეობდნენ.
აქვე, რახან საკლუბო ფეხბურთზე
ჩამოვარდა ლაპარაკი, ბარემ ისიც ვთქვათ, თბილისის „დინამოს" მსგავსად,
ხორვატ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
როგორც მოგეხსენებათ, ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულ გიორგი დემეტრაძეს, სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ფეხბურთის ქართველ ქომაგთა ერთ ნაწილში, ასევე ფეხბურთელის მეგობრებში უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების კაპიტანი, დემეტრაძის მეგობარი - კახა კალაძე: "მივმართავ ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, თანამემამულეებს: ვფიქრობ დგება დრო,
როდესაც უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფალთ, მეტი გამჭვირვალეობა,
დემოკრატიის შუქურად წოდებულმა ქვეყანამ უკანასკნელ წლებში, აშკარა რეგრესი
განიცადა ამ თვალსაზრისით. ძალიან სამწუხაროა მაგრამ
ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანებს გვიწევს საუბარ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
გაგაცნობთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის F ჯგუფის - საქართველო -
ხორვატიის მატჩის მსაჯთა ბრიგადასა და ოფიციალური პირების ვინაობას.
შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება:
მთავარი მსაჯი - პაოლო ტაგლიავენტო ასისტენტები - ლუკა მაჯიანი, ნიკოლა ნიკოლეტი მეოთხე მსაჯი - პაოლო ვალერი უეფა-ს მატჩის დელეგატი - კაზიმიერზ ოლეშეკი (პოლონეთი) მსაჯთა დამკვირვებელი - მარკუს ნობსი (შვეიცარია) უეფა-ს უსაფრთხოების ოფიცერი - ფერნანდ მიისე (ბელგია)
ოფიციალური პირები თბილისში დღეს გვიან ღამით ჩამოვლენ.
რაც
შეეხება ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს, გუნდი ზაგრებიდან ხვალ, 25 მარტს
14:50 საათზე ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება. ხორვატები სასტუმრო
"შერატონში" დაბინავდებიან.
ამავე დღეს, საღამოს 19:00 საათზე,
ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართება ხორვ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი დავით სირაძე ხორვატიასთან მატჩისთვის
ემზადება. ცხადია, საშინაო შეხვედრაში გულშემატკივარს თავდამსხმელების
ეიმედება: ლადო დვალიშვილი და ალექსანდრე იაშვილი კლუბებში საკმაოდ
შედეგიანად თამაშობენ, ნალჩიკის "სპარტაკის” ფორვარდი სირაძე კი ნაკრებში
მნიშვნელოვანი გოლების ბოლო წუთებზე გატანას დაეჩვია.
ამასწინდელ
ინტერვიუში დათომ გვითხრა, რომ თამაშამდე მეტოქეთა მცველებზე ინფორმაციებს
ეცნობოდა. ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს, რას ფიქრობს 26 მარტის მატჩზე
"ბოლო წუთის” კაცი.
- ხორვატიის ნაკრების მცველთა თამაში თუ შეისწავლე? -
ჯერ არც ვიცით, მოედანზე ვინ გამოვა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არც
აქვს. ძლიერი მეტოქეა და ძლიერი მცველებიც ჰყავს. მათზე და მთლიანად
ნაკრებზე წარმოდგენა ისედაც მქონდა, რადგან ხორვატთა თამაშები ბევრჯერ
მინახავს.
- მათ შორის რო
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
გუშინ ეროვნულმა ნაკრებმა ეროვნულ სტადიონზე კიდევ ერთხელ ივარჯიშა.
დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბებით: რამდენიმედღიან გაურკვევლობას
წერტილი დაესვა - სამწუხაროდ, ჯანო ანანიძე ხორვატიასთან საქართველოს
ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. ეს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ლაშა
დვალიშვილმა გვითხრა. შეკრებაზე ჩამოსულმა ანანიძემ ვარჯიში ვერ მოახერხა.
მოსკოვის
"სპარტაკისა” და ჩვენი ნაკრების პლეიმეიკერი რუსეთის პრემიერლიგის პირველ
ტურში "როსტოვთან” საგარეო მატჩის დროს დაშავდა - კოჭის მყესი გაუწყდა.
მართალია, არავის უთქვამს, მაგრამ იყო ეჭვი, რომ მოსკოვის "სპარტაკს”
ფეხბურთელის გამოშვება არ სურდა. ამის საფუძველს კი გუნდის ვებგვერდზე
გავრცელებული აბსურდული ინფორმაცია ქმ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი დემეტრაძეს 6 წლით თავისუფლების
აღკვეთა მიუსაჯა. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, დემეტრაძეს
ჩამოერთმევა ქონება და მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 30 000 აშშ დოლარი.
საქალაქო სასამართლომ 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
დემეტრაძესთან ერთად დაკავებულ დავით გაგნიძეს. მას დამატებითი სასჯელის
სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ
ჩამოერთვა მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 10 700 აშშ დოლარი; ხოლო
დემეტრაძესთან ერთად დაკავებულ დავით ფეიქრიშვილთან, ბრალის აღიარების
საფუძველზე, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და მას 6 წლის ვადით
თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ფეიქრიშვილს სასჯელიდან 2 წლის მოხდა
სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში განესაზღვრა, ხოლო დარჩენილი 4 წელი
ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ფეიქრიშვილს დაეკისრა ასევე
ჯარი
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
"კარლსრუეს” კაპიტანი, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე
იაშვილი ხორვატიასთან მატჩზე, რამდენად რეალურია თბილისის "დინამოში” მისი
დაბრუნება და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრა.
- მოახლოვდა სანაკრებო მატჩები და, ცხადია, გვაინტერესებს, როგორ ფორმაში ხვდები 26 მარტს? -
საბედნიეროდ, ჯანმრთელად ვარ და ვფიქრობ, თამაშს ნორმალურ ფორმაში
ვხვდები. კარგი განწყობითაც ჩამოვედი, რადგან ბოლო დროს "კარლსრუე”
შედარებით უკეთ ათამაშდა. თუმცა ბოლო ტურში დიდი ანგარიშით წავაგეთ. მაგრამ
ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი სანაკრებო შეხვედრებია, ორი მნიშვნელოვანი
მატჩი გველის.
- კვლავ დაიწყო ის სანაკრებო აჟიოტაჟი, რაც
ბოლო ორ ციკლში ჩამცხრალი იყო. გულშემატკივარი მხოლოდ მოგებას ითხოვს. ეს
ფეხბურთელებზე უარყოფით გავლენას ხომ არ მოახდენს? - არა
მგონია. მედიისა და გულშემატკივართა ამბ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასას” კარი მედიისთვის გაიღო და
ფეხბურთის ფედერაციას თავის მოწონების საფუძველი მიეცა: რეაბილიტირებული
საწვრთნელი ბაზა მართლაც კარგი სანახავია. შენობა საფუძვლიანად განახლდა და
რაც მთავარია (ეს კი ნამდვილი კურიოზია), 2002 წელს აშენებულ ბაზას
ნორმალური საფარი მხოლოდ 9 წლის შემდეგ ეღირსა.
საინტერესო
შეთანხმება გაფორმდა ფედერაციასა და მის გენერალურ სპონსორ "სოკარს” შორის -
აზერბაიჯანულმა სანავთობო კომპანიამ, სასპონსორო თანხის გადახდის ნაცვლად,
ყოველწლიურად ორი მოედნის გაკეთება ივალდებულა. პირველი მოედანი "ბასაზე”
გაკეთდა, რიგში კი ფედერაციის საკუთრებაში გადასული მიხეილ მესხის
სახელობის სტადიონია.
სხვათა შორის, კომპანიამ,
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 136 137 » |
|
რეკლამა |
|
|
|