ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
კალენდარი |
« ნოემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
|
მთავარი » მასალის არქივი
ხორვატიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სლავენ ბილიჩს საქართველოს ნაკრებთან
26 მარტს გასამართ შეხვედრაში ჯანო ანანიძის შესაძლო არყოფნა ახარებს.
"ჩვენთვის
ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ანანიძე მოაზროვნე ფეხბურთელია. 19 წლისაა
და მისი ნიჭი ევროპაში უძლიერეს ფეხბურთელად გახდომის საშუალებას აძლევს.
რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა არ ვიცი, მაგრამ მოხარული ვიქნები, თუ
ანანიძე არ ითამაშებს", - განაცხადა ბილიჩმა.
ხორვატიის ნაკრების თავკაცი არ მალავს, რომ თბილისში მოსაგებად მოდის, მაგრამ საქართველოს იოლად დასამარცხებელ მეტოქედ არ მიიჩნევს.
"საქართველოში
მოსაგებად მივდივართ, მაგრამ ამის გაკეთება იოლი არ იქნება. საქართველოს
ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ აქვს და უაღრესად
მოტივირებული იქნება. მეტოქე პატივისცემას იმსახურებს. მათ ევროპის
ჩემპიონატის მიმდინ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
დღეს ეროვნული ნაკრების განახლებულ ტექნიკურ ცენტრში პირველი
პრესკონფერენცია ჩატარდა. ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ
ქეცბაიასთან ერთად მედიასთან შეხვედრაზე გამოცხადდა რუმინული "გაზ-მეთანის"
ფეხბურთელი აკაკი ხუბუტიაც, იმ დროისთვის ბაზაზე მყოფი ერთადერთი
ფეხბურთელი.
- ხორვატიასთან შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. რამდენად განსაკუთრებული იქნება ამ შეხვედრისთვის მზადება? -
სასიხარულოა, რომ ეროვნული ნაკრები საკუთარ ბაზას დაუბრუნდა. ამისთვის
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მის რეაბილიტაციაში
წვლილი შეიტანა - "ქართუს", "სოკარს" და ფეხბურთის ფედერაციას. ეს ხალხი 24
საათი მუშაობდა, ნაკრებს საკუთარი კეთილმოწყობილი სახლი რომ ჰქონოდა.
თამაში
მართლაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ჯგუფის ლიდერს ვხვდებით. ხორვატია არა
მხოლოდ ჩვენი ჯგუფის, არამედ ევ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ხვალ, ორშაბათს დღის 12 საათზე, სფფ- ს ტექნიკურ ცენტრ "ბასა"- ში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი - თემურ ქეცბაია მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. სფფ გადაწყვეტილებით, სანამ პრესკონფერენცია დაიწყება, დილის 11 საათზე მედიის წარმომადგენლებს ახლადგარემონტებული სანაკრებო ბაზის დათვალიერების საშუალება მიეცემათ.
შესახებ: |
გუშინ ევროპაში რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, სამმა მათგანმა კი
თავი გოლითაც გამოიჩინა. II ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-2 ტურია ვერ თამაშობს
ლევან კობიაშვილი (მისი "ჰერტა" სტუმრად "ინგოლშტადტს" დაუზავდა - 1:1),
ვეტერან ქართველს ანგინა აქვს. იმედია, ამის გამო მას ხორვატიის ნაკრებთან
მატჩის გამოტოვებაც არ მოუხდება.
ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა,
ალექსანდრე იაშვილმა გოლი გაიტანა, მაგრამ რაღა დროს - მისი "კარლსრუე" 0:5
მარცხდებოდა "მიუნხენთან", როცა ჩვენებურმა პრესტიჟისა შეაგდო. დიდია
საფრთხე, რომ უკვე უიქენდის მატჩების შემდეგ "კარლსრუე" გასავარდნ ზონაში
აღმოჩნდება. სანუგეშოდ იმას ვიტყვით, რომ "კარლსრუეს" ჩავარდნა მისი
კაპიტნის ბრალი არ არის, ამ თამაშშიც მან საუკეთესო შეფასება მიიღო
"შპორტალისგან" - 3,5 ბალი.
სეზონი განაახლა "ორჰუსმა", რომელმაც
შინ 2:0 მოუგო "ჰორბოს". ვიასატლიგის
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
26 მარტს გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩზე,
საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებ გუნდებს შორის დასწრების მსურველ
გულშემატკივრებს შეგახსენებთ, რომ ბილეთების გაყიდვა დაიწყება 20 მარტს, დილის 11 საათიდან.
ბილეთების შეძენა შეგეძლებათ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის სალაროებში. ასევე, „მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროში. ქალაქში იმოძრავებს სფფ– ს მოძრავი სალარო – მანქანაც. კვლავ ძალაშია სასაჩუქრე მაისურების აქციაც – ყოველ შეძენილ 5 ბილეთზე, გადმოგეცემათ 1 მაისურა – „გახდი მეთ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის" ნახევარმცველი –
ჯანო ანანიძე, სავარაუდოდ, დღეს საღამოს, ევროპის ლიგის მერვედფინალურ,
განმეორებით მატჩს ამსტერდამის „აიაქსის" წინააღმდეგ გამოტოვებს.
ახალგაზრდა
ქართველ ნახევარმცველს კოჭის მცირე ტრავმა აწუხებს, რის გამოც, გუშინ ის
ინდივიდუალური პროგრამით ავარჯიშეს და არ დატვირთეს.
შესახებ: |
ხორვატიის ნაკრებს საქართველოსთან ევროპის 2012 წლის შესარჩევ მატჩში ორი
ფეხბურთელი გამოაკლდა. ხორვატებს დონეცკის "შახტარის" 28 წლის თავდამსხმელი
ედუარდო და სილვა და ზაგრების "დინამოს" 19 წლის მარჯვენა მცველი შიმე
ვრსალკო ვერ დაეხმარებიან.
როგორც ცნობილი გახდა, ედუარდო და სილვამ ტრავმა მიიღო და სამი კვირა ვერ ითამაშებს.
ამ
ფეხბურთელების ნაცვლად ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავენ
ბილიჩმა ნაკრებში "ლევერკუზენის" 21 წლის მცველს დომაგო ვიდუს და
"ვოლფსბურგის" 24 წლის თავდამსხმელს მარიო მანზუკიჩს უხმო.
შესახებ: |
საქართველო-ხორვატიის ეროვნული ნაკრებების 26 მარტის მატჩმა ქართველ
გულშემატკივრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ემზადებიან "ქართული სპორტის
ქომაგებიც". მათ გუშინ "ვარდების მოედანზე” პრესკონფერენცია გამართეს,
რომლის შემდეგაც 2 ჯგუფად (დასავლეთის და აღმოსავლეთის) გაიყვნენ და
კომპანია "ნატახტარის" მხარდაჭერით რეგიონებში გაემგზავრნენ.
დასავლეთის ჯგუფის მარშრუტი ასეთია: 17 მარტი, ხუთშაბათი: თბილისი-გორი-ბათუმი; 18 მარტი, პარასკევი: ბათუმი-ლანჩხუთი-ფოთი-ზუგდიდი; 19 მარტი, შაბათი: ზუგდიდი-სენაკი-სამტრედია; 20 მარტი, კვირა: ქუთაისი-ზესტაფონი.
აღმოსავლეთის ჯგუფის მარშრუტი: 17 მარტი, ხუთშაბათი: თბილისი-ბოლნისი-მარნეული; 18 მარტი, პარასკევი: ახმეტა-ყვარელი-თელავი.
მიზანი
რაიონებში გულშემატკივართა აქტიურ ჯგუფებთან შეხვედრა, გაერთიანების
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ისრაელის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ლუის ფერნანდესსმა ის ფეხბურთელები
დაასახელა, რომელბიც ლატვიის და საქართველოს ნაკრებების წინააღმდეგ
სათამაშოდ მოემზადებიან.
ლუის ფერნანდესმა ნაკრებში "ჩელსის"
ნახევარმცველი იოსი ბენაიონი გამოიძახა, რომელმაც სექტემბერში "ნიუკასლთან"
მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ვარჯიში ახლაღა განაახლა.
ისრაელის
ნაკრებში პირველად გამოიძახეს თალებ თავათჰა. ლუის ფერნანდესმა თქვა, რომ
მის თამაშს ბოლო 4 თვის მანძილზე აკვირდებოდა და კმაყოფილი დარჩა.
ნაკრებში
გამოიძახეს: დუდუ ავათი, არიელ არუში, დუდუ გორეში, დეკელ კეინანი, რამი
გერშონი, იციკ კოენი, თალ ბენ ჰაიმი, დანი ბონდარი, თალებ თავათჰა, იოავ
ზივი, ბირამ კიიალი, ბირბას ნაჰთო, ეიალ გოლასა, ერან ზაავი, ელროი კოენი,
ალმოგ კოენი, გალ ალბერმანი, ელიანივ ბარდა, ომერ დამარი, ბენ საარი, დურუ
ბიტო
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
მცირე ტრავმის შემდეგ გურამ კაშია მომჯობინდა და არნემის "ვიტესში"
ერედივიზიონის ბოლო ტურებში შეუცვლელად ითამაშა. 23 წლის ქართველმა მცველმა
ჯერ "ვენლოს" წინააღმდეგ იასპარეზა, ბოლო ტურში კი - "ჰერენვენთან".
მართალია, "ვიტესი" ჯერჯერობით მე-15 ადგილზეა და გავარდნის საფრთხე არ
აურიდებია, მაგრამ ქართველი მცველს ეჭვი არ ეპარება, რომ გუნდი მალე
ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდება.
გურამ კაშიას ჰოლანდიაში დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.
- ტრავმამ ძალიან გაგაწვალა? აღარ უნდა გაწუხებდეს. -
სერიოზული არაფერია, სულ რაღაც სამი დღე დავისვენე, ისიც სიფრთხილის გამო -
ნაკრების მატჩები ახლოვდებოდა, თავის ატკიება არ მსურდა და "ვიტესმაც"
დამასვენა. ახლა ჩვეულებრივი დატვირთვით ვვარჯიშობ.
- "ვიტესი" ჯერ კიდევ გასავარდნთა ზონაშია და თავს მშვიდად ვერ იგრძნობთ. -
წლეულს
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 136 137 » |
|
რეკლამა |
|
|
|