ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 19.03.2024, 09:01


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 20


საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისთან" დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"გვსურს ვაცნობოთ ქართული ფეხბურთის ქომაგებსა და ფართო საზოგადოებას, რომ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოსთვის" ახალი ინვესტორის ძიებასთან დაკავშირებით, როგორც მოსალოდნელი იყო, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილი ბიზნესმენი, ბატონი რომან ფიფია, დაინტერესდა საფეხბურთო კლუბის მხარდაჭერით და გამოთქვა მზადყოფნა, მოახდინოს დინამოსათვის ყველა საჭირო ფინანსური სახსრების ინვესტირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური მოლაპარაკებები და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში საბოლოო შეთანხმება იქნება მიღწეული.

ჩვენის მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ "დინამოთი" დაინტერესდა ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 782 | დაამატა: Administrator | თარიღი: 20.12.2010 | კომენტარები (0)



საქართველოს ნაკრების მცველი დავით კვირკველია ზამთრის შესვენებისას სამშობლოში დაბრუნდა. ფეხბურთელი ყაზანის "რუბინში" აღარ ითამაშებს, ეს გადაწყვეტილი ამბავია, ასე რომ, კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება მოუწევს. დათოს ამ საკითხზე ვესაუბრეთ.

- ყაზანის "რუბინთან" 31 დეკემბერს მიმთავრდება კონტრაქტი. ამ გუნდში თამაში არ მიწევდა და ხელშეკრულების გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. უკვე გადავწყვიტე, რომ თამაშს სხვა კლუბში გავაგრძელებ.

- მაინც რა იყო უთამაშებლობის მიზეზი და ამ საკითხზე გუნდის მთავარ მწვრთნელ ყურბან ბერდიევს თუ ელაპარაკეთ?
- ისედაც კარგად ვხედავდი ყველაფერს და არ მილაპარაკია. ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გამიცდა, გამოვჯანმრთელდი, მაგრამ ჩვეულ ფორმაში არ ვიყავი, სათანადოდ ვერ ვთამაშობდი. ჩემ ნაცვლად ანსალდი ჩაჯდა ძირითად შემადგენლობაში.

- სეზონი მახაჭყა ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 739 | დაამატა: Administrator | თარიღი: 20.12.2010 | კომენტარები (0)



საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ჯენოას" კაპიტანს, კახა კალაძეს უკრაინული ტელეარხი 24TV ესაუბრა. ინტერვიუს მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

- კახა, როგორ გრძნობთ თავს?
- ჯანმრთელობასთან ამჟამად პრობლემები არ მაქვს. რთული ტრავმა არც მქონია. იტალიაშივე ვმკურნალობდი, სხვაგან წასვლის საჭიროება არ ყოფილა. 2 მატჩი გამოვტოვე, მაგრამ ახლა გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და ვფიქრობ, ამ კვირისთვის 100%-ით მზად ვიქნები.

- ჯენოას ევროთასებზე გასვლა აქვს მიზნად დასახული, მაგრამ 16 ტურის შემდეგ მხოლოდ მეათე ადგილზეა. რა არის ამის მიზეზი?
- სიმართლე გითხრათ, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი ცოტა უცნაურია. ნახეთ, ჩვენ 10-ე ადგილზე ვართ, მაგრამ 5-ე ადგილისგან მხოლოდ 5 ქულა გვაშორებს. ძალიან საინტერესო სეზონია, ვფიქრობ, ყველაფერი ჯერ კიდევ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 753 | დაამატა: Administrator | თარიღი: 20.12.2010 | კომენტარები (0)



კარიერის შვიდწლიანი მონაკვეთი დასრულდა: საქართველოს ნაკრების მცველი მალხაზ ასათიანი მოსკოვის "ლოკომოტივს" დაემშვიდობა. მალხაზის სატრანსფერო ფასი 3.8 მილიონი ევროა, მაგრამ მის მსურველ კლუბს, თანხის გაღება არ მოუწევს, რადგან ასათიანი თავისუფალი აგენტი გახდა. 2003 წლიდან მოყოლებული, მან "ლოკომოტივში" ჩემპიონატის 125 მატჩში 6 გოლი გაიტანა. 2008-09 წლებში, რამდენიმე თვით, კიევის "დინამოში" იყო განათხოვრებული და ისევ რკინიგზელთა გუნდს დაუბრუნდა.

რა თქმა უნდა, საინტერესოა, სად გააგრძელებს კარიერას ასათიანი. ამის შესახებ არაერთი ვერსია გავრცელდა. ზოგი ინფორმაციით, მისით ფრანგული "სოშო" და ინგლისური "ვესტ ბრომვიჩი" არიან დაინტერესებულები, ამ ორიდან კი, "სოშო" უფრო მეტადო, ამტკიცებენ.

გავიგეთ ისიც, რომ მალხაზის გადაბირება მოსკოვის "ტორპედოსაც" უნდა. უკრაინული ვერსიით კი, კიევის "დინამოს" მთავარ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 807 | დაამატა: Administrator | თარიღი: 20.12.2010 | კომენტარები (0)

რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!