ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 28
"ტაოპრივატბანკმა" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საბანკო ანგარიში დააყადაღა.
აღნიშნული
ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძვანელმა,
ლაშა დვალიშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, საქმე ეხება ფედერაციის ძველი
ხელმძღვანელობის მიერ აღებულ კრედიტს, რომელსაც ახალი ხელმძღვანელობა
ეტაპობრივად ფარავდა.
"მიუხედავად ამისა, ბანკმა ფედერაციის ანგარიში არჩევნების წინ დააყადაღა", - აღნიშნა დვალიშვილმა.
ფეხბურთის
ფედერაციის კრედიტი "ტაოპრივატბანკის" მიმართ 300 000 ევროს შეადგენს. ამ
ფაქტთან დაკავშირებით, "ტაოპრივატბანკში" ჯერ კომენტრი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები 2011 წლის 22 იანვრისთვის არის დანიშნული.
შესახებ: |
ქართული ფეხბურთის მართლაც გამორჩეულ მოვლენასთან გვაქვს საქმე - ლევან
კობიაშვილის 17-წლიანი აქტიური კარიერა კვლავაც წარმატებულად გრძელდება;
თანაც, როგორც ჭეშმარიტ პროფესიონალს შეშვენის, ყოველ ახალ სეზონს
(საკლუბოსა თუ სანაკრებოს) "კობი" ახალ-ახალი გამოწვევით ხვდება.
საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით რეკორდსმენი, პირველი
და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, ევროპის ტოპ-ლიგაში სამასი
შეხვედრა ვინც ჩაატარა, ამჯერად II ბუნდესლიგაში ასპარეზობს და საკმარისზე
მეტი მოტივაციაც გააჩნია.
სხვანაირად ვერც იქნება: ბერლინის
"ჰერტა" ბუნდესლიგაში აღზევების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია და ამ
კლუბის წარმატებულ ასპარეზობას მნიშვნელოვნად განაპირობებს გუნდის ერთ-ერთი
საუკეთესო ფეხბურთელის ლევან კობიაშვილის თამაში. გერმანიის დედაქალაქის
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
გუშინ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ
საარჩევნო ყრილობის მონაწილე ფედერაციის კიდევ ხუთმა სუბიექტმა
პრეზიდენტობის კანდიდატად ფედერაციის მოქმედი თავკაცი ზვიად სიჭინავა
წარადგინა და წარმდგენთა ოდენობამ ოცს უწია:
1. თბილისის "ვიტ ჯორჯია" 2. სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია 3. ზუგდიდის "მგლები" 4. შიდა ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია 5. იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია 6. კახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია 7. გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია 8. ქალთა ფეხბურთის ფედერაცია 9. მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია 10. ვეტერანთა კავშირი 11. ეზოს ფეხბურთის ასოციაცია 12. პლაჟის ფეხბურთის ასოციაცია 13. საფეხბურთო სკოლების ასოციაცია 14. ქუთაისის "ტორპედო" 15. ფეხ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ჩვენი ფეხბურთის იმედად შერაცხილი ჯანო ანანიძის სახელი ფიფას ოფიციალურ
ვებგვერდზეც გამოჩნდა. 20 წლამდელ ფეხბურთელთა შორის ტოპტალანტების სია
სწორედ ჯანო ანანიძით იწყება. ჩამონათვალის (რომელშიც სულ 23 ახალგაზრდაა)
მოკლე ვერსია ასეთია:
ჯანო ანანიძე (საქართველო, მოსკოვის
"სპარტაკი"), სერხიო არაუხო (არგენტინა, "ბოკა ხუნიორსი), ხოუმა ბაბაქარი
(სენეგალი, "ფიორენტინა"), ლუკ კასტაინოსი (ჰოლანდია, "ფეიენოორდი"),
კრისტიან ერიკსენი (დანია, "აიაქსი"), მარიო გოტცე (გერმანია,
"დორტმუნდი"), გაელ კაკუტა (საფრანგეთი, "ჩელსი"), ლუკასი (ბრაზილია, "სან
პაულუ"), ფილიპ კოუტინიო (ბრაზილია, "ინტერი"), ჯეიმს როდრიგესი (კოლუმბია,
"პორტუ"), ჯეკ როდვილი (ინგლისი, "ევერტონი")...
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|