ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 01
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ ათწლეულის
რჩეული კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა. ჩამონათვალში, რომელშიც პირველი
"ბარსელონაა", სულ 850 გუნდია დასახელებული.
რეიტინგში 15 ქართული
კლუბი მოხვდა. მათ შორის ყველაზე უკეთეს პოზიციაზე, 143-ადგილზე თბილისის
"დინამოა". საგულისხმოა ისიც, რომ ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი
კავკასიაშიც პირველია. ჩვენი "დინამო" ორი მეზობლის მოწინავეებზე
საგრძნობლად წინაა - ერევნის "პიუნიკი" 173-ეა, ბაქოს "ნეფთჩი" 314-ე.
ბოლო ათწლეულის რჩეულ კლუბთა რეიტინგში ტოპათეული და ჩვენი კლუბების პოზიციები ასეთია:
1. ბარსელონა (ესპანეთი) 2 459.0 2. მანჩესტერი (ინგლისი) 2 436.0 3. ლივერპული (ინგლისი) 2 362.. 4. არსენალი (ინგლისი) 2 348.0 5. ინტერი (იტალია) 2 275.0 6. მილანი (იტალია) 2 237.0 7. ბაიერნი (გერმანია) 2 231.0 8.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
შემოკლებული შვებულება, ვარჯიშის უფრო ადრე დაწყება, არანაირი ხელთათმანები
და გრძელი შარვლები თოვლსა და ყინვაში (გელზენკირხენში უკვე მოთოვა) და
მეორე გუნდში გადაყვანილი სამი ძირითადი ფეხბურთელი - აი, ასეთია „შალკეს"
მთავარი მწვრთნელის, ფელიქს მაგათის სანქციები „კაიზერსლაუტერნთან"
ნაჩვენები სამარცხვინო ფეხბურთისა და შედეგის (0:5) შემდეგ. გელზენკირხენულ
კლუბში ხასიათი ყველას გაყინული აქვს.
პირველი, რაც გუშინ მაგათმა
გააკეთა, სამი ფეხბურთელის განაცხადიდან ამოშლა და მათი მეორე გუნდში
გადაყვანა იყო. ეს უმკაცრესი სანქცია პირველ რიგში საყრდენ ნახევარმცველ
ჯერმეინ ჯონსს შეეხო - ფეხბურთელს, რომელსაც „შალკესთან" საკმაოდ
ხანგრძლივი, კიდევ ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. მაინც შეგახსენებთ, რომ
ჯონსი გელზენკირხენული კლუბის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ ფიგურად
მოიაზრება. უფრო სწორად, მოიაზრებოდა. ჯონსის გარდა,
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
"IM სკაუტინგი", სკაუტთა გლობალური ორგანიზაციის ვებსაიტი გერმანულ
წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ... ჯანო ანანიძე, შეიძლება, გიორგი
ქინქლაძის გზას დაადგეს - "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობამ 18 წლის
ქართველის ხელში ჩასაგდებად 6 მილიონი ევრო გაამზადა.
"ანანიძე
ძალიან ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც ასევე შეუძლია
ფორვარდების დახმარება ფლანგებიდან. ქართველი სამშობლოში ვუნდერკინდად
მიიჩნევა, ხოლო რუსულ პრემიერლიგაში - ერთერთ ყველაზე იმედისმომცემ
ტალანტად. ანანიძე გამოირჩევა ბუნებრივი პლეიმეიქერული სტილით, ტექნიკით,
დინამიკურობით, კარგი ხედვითა და პასებით. ის მოსკოვის "სპარტაკში" კიევის
"დინამოს" "გავლით მოხვდა, რუსებმა უმალ შეამჩნიეს მისი ნიჭი და ეროვნების
შეცვლა და მათ ნაკრებში თამაშიც შესთავაზეს. ანანიძემ რუსებს უარი უთხრა და
17 წლის ასაკშ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|