ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30
ევროპის ლიგის გამარჯვებულის, მადრიდის "ატლეტიკოს" თბილისში ჩამოსვლაზე
მოლაპარაკებები ძალაშია ,- ამის შესახებ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე
გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში აცხადებს.მადრიდის "ატლეტიკომ" თბილისში
საქართველოს ნაკრებთან საქველმოქმედო მატჩი გამართოს. გუნდის ჩამოსვლის
შემთხვევაში, "ატლეტიკოს" შემადეგნლობაში ითამაშებს მსოფლიოს 2010 წლის
ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ურუგვაელი დიეგო ფორლანიც. "ეს
შეთანხმება ჯერ კიდევ ძალაშია. მგონია, რომ "ატლეტიკოს" აუცილებლად
ჩამოვიყვანთ და საქველმოქმედო აქციაში დაგვეხმარებიან",-აღნიშნა პაატა
ბურჭულაძემ. შეგახსენებთ, რომ ესპანური გუნდი თბილისში ჩამოსვლას 2010 წლის მაის-ივნისში აპირებდა, თუმცა ეს ვიზიტი გადაიდო. ახლა კი, პაატა ბურჭულაძის სიტყვების თანახმად, "ატლეტიკო" 2011 წელს აუცილებდლად ჩამოვა.
შესახებ: |
ფეხბურთის ფედერაციასა და "ტაოპრივატბანკს" შორის წარმოქმნილი გაუგებრობა
ორ დღეში ამოიწურა, ფედერაციის ანგარიშებს ყადაღას მოუხსნიან, მაგრამ
შესაძლოა, ამ გაუგებრობას სხვა გაგრძელება მოჰყვეს.
გუშინ ზვიად სიჭინავამ საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია: -
ყველამ ვიცით შეკრების მიზეზი, ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშებს ყადაღა
დაადეს. "ტაოპრივატბანკთან" პრობლემა 2009 წელსაც არსებობდა, მაგრამ
ფედერაციამ დავალიანება აღიარა და ჩვენი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობის
გათვალისწინებით, 2010 წლის იანვარში ბანკს სესხის რესტრუქტურიცაზია
ვთხოვეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. "პრივატბანკის" მმართველებს
აგვისტოშიც შევხვდით და სექტემბერშიც. იმ დროისთვის ჩვენი ვალი 348.000
ევრო იყო. მაშინ 300.000-ის გადახდა გვსურდა, რასაც ბანკი არ დათანხმა.
მოგვიანებით შევთანხმდით, რომ ყოველთვე 20.000 ევროს გადავუხდიდით. ამ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე
სამართალდამცავებმა წლეულს, 8 ივლისს დააკავეს. მას ქურდულ სამყაროსთან
კავშირში და ფულის გამოძალვაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. სასამართლომ
დემეტრაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრომა მიუსაჯა.
ქართულმა
საფეხურთო სამყარომ მისი გათავისუფლების თხოვნით, ქვეყნის საქართველოს
კათალიკოს პატრიარქ ილია II-ს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს
წერილით მიმართა. კახა კალაძემ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა,
გამოთქვა მზადყოფნა, დემეტრაძეს თავდებში დაუდგეს და მისი გირავნობის წესით
გათავისუფლება ითხოვა. ასეთივე განცხადება გააკეთა უკრაინულმა საფეხბურთო
კლუბმა დონეცკის "მეტალურგმაც", სადაც ქართველი თავდამსხმელი წლების
განმავლობაში თამაშობდა. ერთი სიტყვით, ყველა მხარე ერთხმად ამტკიცებდა,
რომ დემეტრაძისადმი წაყენებული ბრალდება არარეალურია.
ორთვიანი
წი
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|