ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 19.03.2024, 10:24


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 08


უკვე ორი ტურია, ეროვნულ ჩემპიონატს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ატარებს; წინა 7 წლის განმავლობაში კი, როგორც ყველა "ნორმალურ" საფეხბურთო ქვეყანაშია მიღებული, ეროვნული ჩემპიონატიც და თასის გათამაშებაც პროფესიული ფეხბურთის ლიგის ეგიდით ტარდებოდა. მაგრამ, დაახლოებით ორი კვირის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიედნტმა ზვიად სიჭინავამ საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და, პროფესიული ფეხბურთის ლიგა ფაქტობრივად, გააუქმა! უფრო ზუსტად, უფუნქციოდ დატოვა და ამჟამად ისეთი სიტუაციაა, რომ უეფას წევრ ქვეყნებში ერთადერთი საქართველოა, სადაც ეროვნულ ჩემპიონატს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ნაცვლად... ფეხბურთის ფედერაცია ატარებს!

ისე, რატომ გვიკვირს? საქართველო ხომ მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანაა და ეკონომიკურ წინსვლას, აღმშენებლობის პროცესსა თუ კიდევ სხვა უამრავ პოზიტიურ (მსგავსი არსად და ა ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 675 | დაამატა: Administrator | თარიღი: 08.12.2010 | კომენტარები (0)



ჩვენი ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია სამშობლოშია და ზამთრის შესვენებამდე დარჩენილ, ეროვნულ ჩემპიონატისა და თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩებს დაესწრება. ის ასევე მოზარდთა და ჭაბუკთა სელექციის პროცესშიც მონაწილეობს. ახლახან იგი თურქეთში მიიპატიჟეს, სადაც მასთან ერთად ჩვენი ნაკრების ყოფილი თავკაცი კლაუს ტოპმიოლერიც არის მიწვეული.

20 დეკემბერს სტამბოლში, სააგენტო Spor ajans-ი მსოფლიოს საუკეთესო სპორტულ მოღვაწეებს გამოავლენს და დააჯილდოებს. ამ საზეიმო ცერემონიალს რამდენიმე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებიც დაესწრებიან. ღონისძიებაზე რამდენიმე ცნობილი ფიგურაა მიპატიჟებული. კერძოდ, კარლ ჰაინც რუმენიგე, მირჩა ლუჩესკუ, ფათიჰ თერიმი, მუსტაფა დენიზლი და სხვები.




შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 789 | დაამატა: Administrator | თარიღი: 08.12.2010 | კომენტარები (0)



ტრავმით გამოწვეული იძულებითი შესვენების შემდეგ ლევან ყენიამ "შალკეში" ვარჯიში რომ განაახლა, უკვე გამცნეთ. როგორც ჩანს, ყენიას გამოჯანმრთელებამ ქართველ ქომაგებთან ერთად "ხუმარების" მრისხანე თავკაცი ფელიქს მაგათიც გაახარა. დასტურად გერმანულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მცირე წერილიც გამოდგება ერთობ მყვირალა სათაურით - "მაგათს ყენიასი ეიმედება".

"ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლევან ყენია მწყობრშია და კვლავაც "შალკეში" ვარჯიშობს. გუნდის ძირითადში დასაბრუნებლად მას დიდი ბრძოლა მოუწევს, მაგრამ ქართველ ტალანტს სჯერა საკუთარი თავის და დიდი გამოცდისთვის მზად არის".

ქართველზე, რომელმაც ბოლოს "შალკეში" შარშან 25 ოქტომბერს "ჰამბურგთან" მატჩში (3:3) ბოლო 13 წუთი ითამაშა ითამაშა, გუნდის თავკაცი დიდ იმედს ამყარებს. მაგათი იმედოვნებს, რომ მომავალი წელი ყენიასთვის წარმატებული იქნება.

აი რას ამბობს იგი 20 წლის ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 773 | დაამატა: Administrator | თარიღი: 08.12.2010 | კომენტარები (0)



ქართველმა გულშემატკივარმა საბა კვირკველიას სახელი გასულ წელს გაიგო, როდესაც 19-წლამდელთა ნაკრების ტანმაღალი (197 სმ) ცენტრალური მცველი პეტერბურგის "ზენიტის" დუბლშემადგენლობაში ათამაშეს.

მაშინ დავინტერესდით საბას ვინაობით, პერსპექტივით და ახლა სამშობლოში მყოფი ახალგაზრდა ქართველის ინტერვიუდან გაიგებთ, რომ ეს ინტერესი შემთხვევითი არ იყო - კვირკველიას სამ ცნობილ კლუბში გადასვლას სთავაზობენ.

- როგორც შევიტყვეთ, "ზენიტიდან" წამოსვლას აპირებ.
- ჯერ არ წამოვსულვარ, "ზენითან" კონტრაქტი 31 დეკემბერს მიმთავრდება და მერე გადაწყდება, კარიერას რომელ კლუბში გავაგრძელებ. თუმცა საინტერესო წინადადებები მივიღე.

- დანამდვილებით ვიცით, რომ რუსეთის და ჰოლანდიის კლუბებში მიგიწვიეს.
- ეს დასამალი არც არის, "ვიტესსა" და ყაზ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 828 | დაამატა: Administrator | თარიღი: 08.12.2010 | კომენტარები (0)

რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!