ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 11
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ლადო დვალიშვილის შესაძლო ტრანსფერზე
უცხოურმა ვებგვერდებმაც არაერთხელ დაწერეს და ჩვენც. შეგახსენებთ, რომ
უკრაინული წყაროების ცნობით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას დვალიშვილის
გადაბირების თაობაზე დონეცკის "მეტალურგი" და ხარკოვის "მეტალისტი"
დაიწყებდნენ მოლაპარაკებას. გარდა ამისა, ჩვენებურით კრაკოვის "ვისლას",
კვიპროსის ჩემპიონ "ომონიასა" და თურქული "ტრაბზონის" დაინტერესების
შესახებ ებრაული ვებგვერდები წერდნენ. დვალიშვილს ჰაიფის "მაქაბისთან" 2012
წლის ივნისის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი და მის სანაცვლოდ ებრაული კლუბი
1.2 მილიონ ევროს ითხოვდა. თუმცა როგორც ჩანს, "მაქაბიმ" პოზიცია შეიცვალა.
"ლადო
დვალიშვილმა მშრალი სერია შეწყვიტა და როგორც გუნდის მწვრთნელი, ასევე
კლუბის ხელმძღვანელები მის დათმობაზე არ ფიქრობენ. ქართველი
თავდამსხმელისადმი ინტერესი დიდია. პოლონურმა,
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და საინტერესო ახალგაზრდა მწვრთნელი
ზაზა ზამთარაძე ფეხბურთიდან წავიდა. როგორც ამბობს, მიზეზი ქართულ
ფეხბურთში შექმნილი მდგომარეობა გახდა.
ზამთარაძემ გიორგი
კიკნაძესთან ერთად იმუშავა რუსთავის "ოლიმპში", ქუთაისის "ტორპედოსა" და
თბილისის "ლოკომოტივში". აშკარა იყო, რომ ნიჭიერი მწვრთნელი იზრდებოდა,
ამიტომ მისი ნათქვამი ჩვენთვის მოულოდნელი გამოდგა. დანარჩენს ინტერვიუდან
შეიტყობთ.
- ბოლო დროს არსად ჩანხართ, არც დიდებში, არც ბავშვებში. - არ იცით, რატომ არ ვჩანვარ?
- კითხვას სულ ასე გვიბრუნებთ და მიზეზი მაინც ვერ გავიგეთ. -
"ვიტ ჯორჯიას" და სხვა კლუბების პრეზიდენტები ბოლო დროს მსაჯების შესახებ
რომ ლაპარაკობენ, იგივეს ორი და სამი წლის წინ ვამბობდი. თუმცა მაშინ ჩვენი
სატკივარი კაციშვილს არ აინტერესებდა.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
"დინამოს" ახალ მეპატრონე რომან ფიფიას ქართული საფეხბურთო სამყარო ჯერ
კარგად არ იცნობს. ამიტომაც გადავწყვიტეთ გიზო ჯელაძესთან დალაპარაკება -
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი
ნახევარმცველი ფიფიასთან სარატოვის "სოკოლში" თამაშობდა და ყოფილ
პრეზიდენტს კარგად იცნობს:
- ფიფია "სოკოლში" 1998 წელს მოვიდა.
სარატოვში ცნობილი ბიზნესმენი იყო და ოლქის გუბერნატორმა აიაცკოვმა გვერდით
დაიყენა, რადგან საქმიანი და წესიერი კაცის სახელი ჰქონდა. მაგრამ კლუბში
მოსვლამდე უშუალოდ არ ვიცნობდი.
გუნდში ერთი სეზონი უკვე ჩატარებული
მქონდა, "სოკოლი" კი ერთი რიგითი, პირველ ლიგაში ახალგადასული,
უამბიციო კლუბი იყო. ფიფიას მოსვლით "სოკოლი" შეიცვალა, გაგვიჩნდა ამბიცია,
ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, კვალიფიციური ფეხბურთელები მოიყვანა.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|