ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 28 » სფფ-ს ანგარიში დაყადაღებულია! (ვიდეომასალა)
14:12 სფფ-ს ანგარიში დაყადაღებულია! (ვიდეომასალა) |
"ტაოპრივატბანკმა" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საბანკო ანგარიში დააყადაღა.
აღნიშნული
ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძვანელმა,
ლაშა დვალიშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, საქმე ეხება ფედერაციის ძველი
ხელმძღვანელობის მიერ აღებულ კრედიტს, რომელსაც ახალი ხელმძღვანელობა
ეტაპობრივად ფარავდა.
"მიუხედავად ამისა, ბანკმა ფედერაციის ანგარიში არჩევნების წინ დააყადაღა", - აღნიშნა დვალიშვილმა.
ფეხბურთის
ფედერაციის კრედიტი "ტაოპრივატბანკის" მიმართ 300 000 ევროს შეადგენს. ამ
ფაქტთან დაკავშირებით, "ტაოპრივატბანკში" ჯერ კომენტრი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები 2011 წლის 22 იანვრისთვის არის დანიშნული.
"ინტერპრესნიუსი"
|
ნანახია: 780 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|