ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 4 » "სიტიმ" ჯანოსთვის თანხა გააორმაგა - 12 მლნ ევრო
17:41 "სიტიმ" ჯანოსთვის თანხა გააორმაგა - 12 მლნ ევრო |
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" 18 წლის ნახევარმცველ ჯანო
ანანიძეს გადაბირების მსურველი არ აკლია. უცხოური ვებგვერდები ანანიძით
დაინტერესების შესახებ, არაერთხელ წერდნენ. "არსენალი", "ჩელსი",
"ლივერპული", "მილანი", "სევილია"... ამ კლუბებს ბოლოს სანკტ-პეტერბურგის
"ზენიტი" დაემატა. ახლახან კი ბრიტანელებმა გვამცნეს, "მანჩესტერ სიტი"
მზად არის ანანიძის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გაიღოსო. თუმცა მანჩესტერელთა
ამ წინადადებას მოსკოვური კლუბი ჯერ არ გამოხმაურებია.
ბუნებრივია,
საინტერესოა, უნდა ველოდოთ თუ არა ზამთრის შესვენებისას ჯანოს ტრანსფერს.
ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არავის აქვს, ყოველ შემთხვევაში, რამე
მინიშნებაც კი არავის გაუკეთებია, "სპარტაკსაც" კი... ჯანოს "სპარტაკთან"
გაისად, ზაფხულში უმთავრდება კონტრაქტი. მოსკოველებს ჩვენებური არ ეთმობათ
და ახალი ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობენ. ანანიძეც არ არის
წინააღმდეგი, მაგრამ თავისი პირობა აქვს. რუსული საიტების ინფორმაციით,
ჯანო ხელფასის 100 ათასამდე გაზრდას ითხოვს. მის ამ პირობას რუსული კლუბი
ჯერ არ გამოხმაურებია.
ამასობაში კი, დაინტერესებული "სიტი"
ჯანოსთვის ბრძოლას აგრძელებს. ამის დასტურად გუშინ გავრცელებული ცნობაც
გამოდგება. რუსული საიტი Euro-football.ru იუწყება, რომ "მანჩესტერ სიტი"
ყველა საშუალებას მიმართავს ანანიძის შესამატებლად. გუნდის თავკაცმა
რობერტო მანჩინიმ კლუბის მესვეურებს მოსკოვის "სპარტაკთან" მოლაპარაკების
დაწყება სთხოვა. მანჩინი თანახმაა, თუ ზამთარში ვერა, ზაფხულის სატრანსფერო
პერიოდში მაინც მოახერხოს და ქართველი ტალანტი რუსულ კლუბს დაათმობინოს.
ინგლისელებმა ჯანოსთვის გასაღები თანხა გააორმაგეს და მზად არიან
ჩვენებურის სანაცვლოდ უკვე 12 მილიონი ევრო გადაიხადონ.
|
ნანახია: 869 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|