ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 09:52


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 11 » რომან ფიფია ყოფილი ფეხბურთელის დახასიათებით
13:23
რომან ფიფია ყოფილი ფეხბურთელის დახასიათებით


"დინამოს" ახალ მეპატრონე რომან ფიფიას ქართული საფეხბურთო სამყარო ჯერ კარგად არ იცნობს. ამიტომაც გადავწყვიტეთ გიზო ჯელაძესთან დალაპარაკება - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი ფიფიასთან სარატოვის "სოკოლში" თამაშობდა და ყოფილ პრეზიდენტს კარგად იცნობს:

- ფიფია "სოკოლში" 1998 წელს მოვიდა. სარატოვში ცნობილი ბიზნესმენი იყო და ოლქის გუბერნატორმა აიაცკოვმა გვერდით დაიყენა, რადგან საქმიანი და წესიერი კაცის სახელი ჰქონდა. მაგრამ კლუბში მოსვლამდე უშუალოდ არ ვიცნობდი.

გუნდში ერთი სეზონი უკვე ჩატარებული მქონდა, "სოკოლი" კი ერთი რიგითი, პირველ ლიგაში ახალგადასული, უამბიციო კლუბი იყო. ფიფიას მოსვლით "სოკოლი" შეიცვალა, გაგვიჩნდა ამბიცია, ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, კვალიფიციური ფეხბურთელები მოიყვანა. მაგალითად, მოსკოვის "სპარტაკიდან" პიატნიცკი, ლებედი, კონოვალოვი.

მოსვლისთანავე ფიფიამ "სოკოლის" უმაღლეს ლიგაში გადაყვანა დაისახა მიზნად, რაც მაშინ დაუჯერებელი ჩანდა. ფეხბურთელები ვფიქრობდით, სად სარატოვი და სად რუსეთის საფეხბურთო ელიტაო. კლუბს ხომ სერიოზული ამოცანები არასდროს დაუსახავს და რაც მთავარია, მანამდე მწირი ბიუჯეტი ჰქონდა.

თუმცა უმაღლესში მართლა გადავედით და თანაც პირველსავე სეზონში. სარატოვში ამან ისეთი საფეხბურთო ბუმი გამოიწვია, ასაკოვანი ხალხი ამბობდა, მსგავსი არ გვახსენდებაო. თუ ფიფიამდე სტადიონზე 5-6 ათასი მაყურებელი დადიოდა, უმაღლესში გადასვლის შემდეგ მათი რაოდენობა 15-16 ათასამდე გაიზარდა. ფიფიას გამო სარატოვში ქართველებს ძალიან გვაფასებდნენ, რადგან ქალაქისთვის კარგ საქმეს აკეთებდა.

ამიტომ ბატონი რომანის "დინამოში" გამოჩენა მახარებს. ის ამბიციური ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რიგით კლუბს ვერ დასჯერდება, აუცილებლად შეეცდება კლუბის გაძლიერებას. 2001 წელს "სოკოლიდან" ფიფიას წასვლამ კლუბის დაჩიავება გამოიწვია, მის მართვას და დაფინანსებას ვეღარ ახერხებდნენ და ახლა არც ვიცი, რომელ ლიგაშია.

- "სოკოლში"იმ დროს თამაშობდით, როდესაც რუსეთის სახელმწიფომ ფეხბურთში დიდი ფულის დაბანდება დაიწყო.
- ფიფია იმ კატეგორიის მეპატრონე არაა, რომელიც საქმეს დავალებით აკეთებს. იმ დროს სარატოვში ბევრი შეძლებული ბიზნესმენი იყო და "სოკოლის" დაფინანსებას სხვაც მოახერხებდა. მაგრამ ფიფია აფხაზეთიდანაა, ფეხბურთზე შეყვარებული კაცია და კლუბს ამიტომაც უპატრონა. სხვაგვარად არც მივიდოდა. ყველაფერს გულით აკეთებდა.

თამაშებს არ აცდენდა, გასახდელშიც შემოდიოდა, ძალიან ხშირად დადიოდა ბაზაზე, ბიჭებს დაგვიჯდებოდა და ჩვენს პრობლემებს ისმენდა. იმ დროს ფიფიას დავუახლოვდი - ნაღდად არ იყო ქედმაღალი მმართველი. არც ისეთი, კლუბს რომ შუამავალს დაუტოვებს და თავად განზე გადგება. ხომ ხვდებით, პრეზიდენტი ახალგაზრდა მოთამაშეს ასე ახლოს რომ მიუშვებს, მის მიმართ როგორი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდებოდა? თანაც აფხაზეთი ორივეს საერთო ტკივილი იყო. ქარხანაშიც ბევრჯერ მივსულვარ.

ბევრი პრეზიდენტი მინახავს, მაგრამ ასეთი უბრალო და გულიანი ცოტა თუ მახსენდება. უფროს მეგობრად მხოლოდ მე არ ვთვლიდი. ფეხბურთელების მიმართ სამართლიანიც იყო, ყურადღებიანიც და მომთხოვნიც. ბიჭებმაც იცოდნენ, რომ გაუგებდა და პრობლემებზე ლაპარაკი არ ერიდებოდათ, ყველას უსმენდა და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა - დამიჯერეთ, არაფერს ვამატებ.

"სოკოლს" იმ დროისთვის რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინფრასტრუქტურა ჰქონდა. ბაზა მაგრად გაგვირემონტა. მანამდე მოედანი საშინელ მდგომარეობაში იყო და ჯერ ის შეცვალა, შენობა კი ისე მოაწყო, ფეხბურთელები თავს კომფორტულად ვგრძნობდით და ქალაქში გასვლა არ გვინდოდა.

ფიფიასთან თითქმის სამი წელი ვთამაშობდი და დარწმუნებული ვარ, "დინამოში" მისი მოსვლა კლუბსაც წაადგება და ქართულ ფეხბურთსაც. ადამიანებთან ურთიერთობები იცის და ამის წყალობით დაალაგა "სოკოლი". მართალია, რუსეთში საფეხბურთო გარემო ჩვენგან განსხვავებული და საერთოდაც საკმაოდ სპეციფიკურია, მაგრამ ამ სირთულეს სწრაფად აუღო ალღო. სხვაგვარად წარმატებას ვერც მიაღწევდა.

სხვათა შორის, ფეხბურთი საკმაოდ კარგად ესმის და გემოვნებიანი გულშემატკივარია. სწორედ ფიფია ენდო მაშინ ბევრისთვის უცნობ მწვრთნელ ვლადიმერ ფედოტოვს, რომელსაც წლების შემდეგ მოსკოვის "სპარტაკი" ჩააბარეს და გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა. სხვათა შორის, ფედოტოვმა 1999 წელს უეფას თასზე "დინამოს" მატჩი "ევროსპორტზე" ნახა და ჩემი ძმა ზვიადი "სოკოლში" ამ შეხვედრის შემდეგ აიყვანა.

იმ დროს "სოკოლში" ბევრი ქართველი ვთამაშობდით - მე, ჩემი ძმა, გიგა გადელია, ვანო ხორგუაშვილი, რომელიც დაშავდა და საქართველოში დაბრუნდა. მერე მიშა ჯიშკარიანი მოიყვანა და მაგარი სეზონი ჩაატარა. იმავე წელს ჩამოვიდა ზურა ქვაჩახია. მოკლედ, ბევრი ქართველი აგვიყვანა.

- არის კი იმხელა შეძლების ადამიანი, "დინამო" რომ შეინახოს?
- მე ამდენი არ ვიცი, მაგრამ სარატოვში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლებოდა. ალბათ, არის, რადგან სერიოზული კაცია და შესაძლებლობა რომ არ ჰქონოდა, გუნდს ხელს არ მოჰკიდებდა.

- თუ ასეთი პრეზიდენტი იყო, "სოკოლი" რატომ დატოვეთ?
- მთავარმა მწვრთნელმა კორეშკოვმა ჩემი ძმა გაუშვა და ძმას სოლიდარობა გამოვუცხადე. ფიფია კი მწვრთნელის საქმეში არ ერეოდა და მეც ვერ შევკადრებდი, მწვრთნელის გაშვებული დატოვე-მეთქი. იმ დღეებში გივი ნოდია დამიკავშირდა, პეტერბურგის "ლოკომოტივში" გადასვლა შემომთავაზა და წასვლა ვამჯობინე. თუმცა ფიფიამ "სოკოლში" მერე მაინც დამაბრუნა.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



ნანახია: 886 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!