ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               კვირა, 18.08.2019, 14:45


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 8 » პროფლიგის რექვიემი
23:20
პროფლიგის რექვიემი


უკვე ორი ტურია, ეროვნულ ჩემპიონატს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ატარებს; წინა 7 წლის განმავლობაში კი, როგორც ყველა "ნორმალურ" საფეხბურთო ქვეყანაშია მიღებული, ეროვნული ჩემპიონატიც და თასის გათამაშებაც პროფესიული ფეხბურთის ლიგის ეგიდით ტარდებოდა. მაგრამ, დაახლოებით ორი კვირის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიედნტმა ზვიად სიჭინავამ საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და, პროფესიული ფეხბურთის ლიგა ფაქტობრივად, გააუქმა! უფრო ზუსტად, უფუნქციოდ დატოვა და ამჟამად ისეთი სიტუაციაა, რომ უეფას წევრ ქვეყნებში ერთადერთი საქართველოა, სადაც ეროვნულ ჩემპიონატს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ნაცვლად... ფეხბურთის ფედერაცია ატარებს!

ისე, რატომ გვიკვირს? საქართველო ხომ მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანაა და ეკონომიკურ წინსვლას, აღმშენებლობის პროცესსა თუ კიდევ სხვა უამრავ პოზიტიურ (მსგავსი არსად და არასდროს რომ ყოფილა) ტენდენციას, როგორ გგონიათ, ქართული ფეხბურთი ჩამორჩებოდა? აბა, იმაზე დიდი ”რეფორმა” რაღა უნდა იყოს, როცა ევროპის საფეხბურთო ”ოჯახში” ერთადერთი საქართველოა, სადაც პროფლიგა აღარ იარსებებს; რა თქმა უნდა, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ბოლოდროინდელი მოღვაწეობა აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა: ჩემპიონატში მონაწილე გუნდები კუთვნილ თანხებს ითხოვდნენ, ფინანსების უქონლობის გამო ვერ ჩატარდა ”დიას” ტრადიციული დაჯილდოვება, საქართველოს თასის ბოლო გათამაშებაზე საპრიზო ფონდი არ ყოფილა, სუპერთასის გათამაშების ვადამაც, ალბათ, უფულობის გამო გადაიწია, მსაჯებისთვის განკუთვნილი გასამრჯელოს გაცემა გვიანდებოდა და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობთ იმ პრობლემებზე, ერთობ საინტერსო და პერსპექტიულ პროექტს ”კოლხიდას” რომ შეექმნა. თუმცა, იმის მაგივრად, რომ გაჭიანურებული (მაგრამ, დასაძლევი) კრიზისი ერთობლივი ძალისხმევით აღმოფხვრილიყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით... პროფესიული ფეხბურთის ლიგა, ფაქტობრივად, გააუქმა! თანაც, ყველაფერი ”მარტივად” მოხდა და როგორც რეფორმატორ ქართველებს გვჩვევია, ვიღას ახსოვს ქართული ფეხბურთის განვითარებაში პროფლიგის დამსახურება.


ასე იწყებოდა...
2003 წლის ზაფხულამდე, უეფაში შემავალ ყველა ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატს, ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია კი არა, პროფესიული ფეხბურთის ლიგა ატარებდა. უეფას დირექტივა-მოთხოვნა კი არა, რეკომენდაცია იყო: ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციებს ისედაც უამრავი საქმე (ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები, ბავშვთა, ქალთა და მასობრივი ფეხბურთის განვითარება) ჰქონდათ; აი, ქვეყნის ჩემპიონატსა და თასის გათამაშებას კი ცალკე ორგანიზაცია ”მიხედავდა” და ზემოთნახსენებ 2003 წლამდე უეფაში მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში არ ფუნქციონირებდა პროფესიული ფეხბურთის ლიგა (გამონაკლისი, მხოლოდ რუსეთი და უკრაინა იყო). და აი, 2003 წლის ზაფხულში საქართველოშიც დაფუძნდა ეს ორგანიზაცია და ამ საქმეში დიდია ფეხბურთის ფედერაციის იმდროინდელი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას დამსახურება, ვისი კეთილი ნებითაც ქართული პროფლიგის დამაარსებლებს ხელ-ფეხი გაეხსნათ.

ისე, თუ არ ვცდებით, უფრო ადრეც იყო ქართული პროფლიგის დაარსების მცდელობა - 2000 თუ 2001 წელს ლევან ყიფიანი თავის თანამოაზრეებთან ერთად აპირებდა ამ ორგანიზაციის საქართველოში ჩამოყალიბებას, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო ეს არ მოხერხდა. სამაგიეროდ, ორი წლის შემდეგ, იმ დროისათვის ქუთაისის ”ტორპედოს” ვიცე-პრეზიდენტის დიმიტრი რამიშვილის ინიციატივით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას დახმარებით, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა ჩამოყალიბდა. თუმცა, მანამდე სერიოზული სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა: დიმიტრი რამიშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად უმაღლესი და პირველი ლიგის ყველა კლუბის ხელმძღვანელს ხვდებოდა და აცნობდა ახალი ორგანიზაციის პროექტს. საბოლოოდ ყველაფერი მერაბ ჟორდანიას მიერ მოწვეულ აღმასკომზე გადაწყდა და ფეხბურთის ფედერაციაში შემავალმა ყველა სუბიექტმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ჩამოყალიბებას. ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები იყვნენ: დიმიტრი რამიშვილი (დაარსების დღიდან 7 წელი რომ ხელმძღვანელობდა პროფლიგას), ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები რევაზ არველაძე და ლერი სულაბერიძე, რევაზ ლორთქიფანიძე (გენერალური მდივანი) და იურისტი თემურ მირიანაშვილი. 2003-04 წლების ჩემპიონატის I ეტაპი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და პროფლიგამ ერთად ჩაატარეს, აი, მეორე ეტაპიდან დღემდე (უფრო ზუსტად, XXII ჩემპიონატის XVI ტურამდე) კი ეროვნულ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებას, ისე როგორც უეფას წევრ ყველა ქვეყანაშია, პროფესიული ფეხბურთის ლიგა ატარებდა. სხვათა შორის, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი), მოლდოვაში, ბელარუსში თუ ყაზახეთში პროფესიული საფეხბურთო ლიგა ჩვენზე ბევრად გვიან ჩამოყალიბდა. ეგ კი არა, მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში სულაც წელიწადნახევარია, რაც ეს ორგანიზაცია არსებობს.

და კიდევ ერთი დეტალი: სწორედ მაშინ, 2003 წლის ზაფხულში, პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრესატაშედ ჩვენი კოლეგა, პაატა ბურჯალიანი დაინიშნა, ვინც გარკვეული პერიოდის მერე პროფლიგის გენერალური მდივანი გახდა (რევაზ ლორთქიფანიძე შეცვალა) და ვიდრე ეს ორგანიზაცია ”უფუნქციოდ” დარჩებოდა, ამ თანამდებობაზე მუშაობდა. სწორედ რამიშვილი-ბურჯალიანის საქმიან ”დუეტს” (პლუს, მათ ერთგულ თანამოაზრეებს) უნდა ვუმადლოდეთ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ჩვენს ფეხბურთში რაც გაკეთდა. ყოველ შემთხვევაში, კაცი დაუნახავი არ უნდა იყოს და 2004-09 წლებში ”დიას” დაჯილდოვების გარდა სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტიც კარგად გვახსოვს. აღარაფერს ვამბობთ იმ დადებით ტენდენციაზე, უმაღლეს ლიგაში გუნდების შემცირებას რომ ემსახურებოდა, ჩემპიონატში, თასზე თუ სუპერთასზე საპრიზო ფონდის დაწესებაზე, სერიოზული სპონსორების მოზიდვაზე და ასე შემდეგ...


ახალი გამონათება
2004-05 წლების სეზონი პირველი იყო, პროფესიული ფეხბურთის ლიგამ დამოუკიდებლად რომ ჩაატარა. თუმცა, ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყების წინ გათამაშებაში სერიოზული ცვლილებები მოხდა: თორმეტის ნაცვლად, უმაღლესში ათმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ამასთან, პროფესიული ფეხბურთის ლიგამ ყველას დაანახვა, რომ ჩემპიონატში მონაწილე ნებისმიერ გუნდს ელემენტარული მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა. ”პირველი მსხვერპლი” ერთდროულად ორი გუნდი აღმოჩნდა: ”ქობულეთმა” და ”რუსთავმა” უმაღლესი ლიგის საგზური სპორტული პრინციპების დაცვით კი მოიპოვეს, მაგრამ პროფლიგაში ფინანსური გარანტიები ვერ წარმოადგინეს და უძლიერესთა რიგებში ასპარეზობაზე უარი ეთქვათ! თუმცა, მანამდე იყო საქართველოს თასის პირველი ფინალური მატჩი, პროფლიგის ეგიდით რომ ჩატარდა და უნდა ითქვას, რომ ორგანიზატორებს ურიგო სანახაობა არ გამოსვლიათ. ყოველ შემთხვევაში, უამინდობის მიუხედავად, ”დინამოსა” და ”ტორპედოს” ფინალურ შეხვედრას 20000 გულშემატკივარი დაესწრო; არც ის იყო უმნიშვნელო ფაქტორი, რომ ამ მატჩზე გულშემატკივრებს უფასოდ დასწრების უფლება ჰქონდათ (სხვათა შორის, ცნობილმა ქართველმა არბიტრმა სერგო კვარაცხელიამ სწორედ ამ მატჩით დაასრულა თავის სამსაჯო კარიერა).

ანალოგიური, მართლაც საზეიმო განწყობა სუფევდა 2005 წლის თასის ფინალის დროსაც, ამჯერად ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე რომ ჩატარდა: ამ შემთხვევაშიც გულშემატკივართა სოლიდური რაოდენობა დაესწრო ”ლოკომოტივისა” და ”ზესტაფონის” პაექრობას. ამას გარდა, 2005 წლის 14 სექტემბერს ბათუმში საქართველოს სუპერთასის მატჩიც ჩატარდა - აქაც, მატჩისწინა კონცერტი ვიხილეთ; თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ მანამდე 5 წლის განმავლობაში საქართველოს სუპერთასი ყველას მივიწყებული ჰქონდა და სწორედ პროფლიგამ აღადგინა. იმავე, 2005 წელს, რესტორან ”ბერიკონში” არანაკლები სანახაობის მომსწრე გავხდით: პროფლიგის ინიციატივით, სეზონის ლაურეატთა საზეიმო დაჯილდოება მოეწყო!

მომდევნო, 2005-06 წლების სეზონში ჩემპიონატმა სერიოზული რეფორმა განიცადა; ოღონდ, წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ პროფლიგა ისედაც უმაღლეს ლიგაში გუნდების შემცირების ინიციატივით გამოდიოდა, იმ დროს კი რაოდენობა... 16-მდე გაიზარდა! თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ყოველივე ეს... პოლიტიკური მოტივებით განხორციელდა, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სათავეში მოსული ახალი ხელმძღვანელობის დიდი მონდომებით უმაღლეს ლიგაში საასპარეზოდ აფხაზეთისა (სოხუმის ”დინამო”) და სამხრეთ ოსეთის (”ცხინვალი”) გუნდები დაუშვეს.

ამასობაში, ქართულ ფეხბურთში ნელ-ნელა გამოჩნდნენ... სპონსორებიც, რომელთა მოზიდვაზეც პროფლიგის ხელმძღვანელობა ზრუნავდა. შედეგად მივიღეთ კიდევ ერთი გამორჩეული თასის ფინალი, ქართული ფეხბურთისათვის მეტად ღირსშესანიშნავ დღეს (13 მაისს) რომ დაამთხვიეს: კვლავაც საზეიმო გახსნა, კვლავაც... კოკისპირული წვიმა და კვლავაც დაძაბული და საინტერესო ფინალური პაექრობა ”ამერსა” და ”ზესტაფონს” შორის. ამას უკვე ”დიას” გრანდიოზული დაჯილდოება მოჰყვა, ამჯერად ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში რომ ჩატარდა: უამრავი ნომინაციებითა (მწვრთნელი, მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი, დებიუტანტი, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ასე შემდეგ) და ქართული ესტრადის ცნობილი შემსრულებლებით. ”დია-2007”-ც ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდა, მომდევნო წელს - მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, შარშან კი სააქციო საზოგადოება ”ბაგრატიონმა” უმასპინძლა. ანუ, ხუთი წლის განმავლობაში ქართული საფეხბურთო სეზონი მართლაც შთამბეჭდავი სანახაობით მთავრდებოდა, აი, წელს კი მსგავსი ვერ ვიხილეთ...


პრინციპი და სპონსორები
...პროფლიგა წლიდან-წლამდე ცდილობდა საკუთარი პოლიტიკის გატარებას და 2007-08 წლების სეზონის წინ (როცა 14-გუნდიანი ჩემპიონატი გვქონდა), კვლავაც გუნდების შემცირების ტენდენცია გამოცხადდა. ანუ, უმაღლესი ლიგიდან სამი გუნდი უნდა გავარდნილიყო, სანაცვლოდ კი ერთი შემოდიოდა. თანაც, ინტრიგის გაზრდის მიზნით, პირველი ლიგიდან უმაღლესში აღზევება საკმაოდ გართულებული იყო: დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონაში გამარჯვებულები ერთ საგზურს გაითამაშებდნენ, წყვილში დამარცხებულს კი პლეი-ოფში კიდევ ერთი შანსი ეძლეოდა უმაღლეს ლიგაში XI ადგილზე გასულ გუნდთან. თუმცა, პროფლიგამ ახალი სეზონის დაწყების წინ საკუთარ პრინციპებს არ უღალატა და ლიცენზიის უქონლობის გამო უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაზე უარი ეთქვა ”მაღაროელს”. თუმცა, უფრო ადრე ჭიათურელთა ბედი ბევრად უფრო ცნობილმა და ტრადიციულმა გუნდებმა გაიზიარეს: არავის სჯეროდა, ფოთის ”კოლხეთს” და ქუთაისის ”ტორპედოს” ფინანსური პრობლემების გამო უმაღლეს ლიგაში თუ არ დაუშვებდნენ (არადა, ასე მოხდა და მომავალში იგივე ბედი ახალციხის ”მესხეთმა” გაიზიარა). ამასობაში კი, ყოველ წელს, ”დიას” დაჯილდოებისა არ იყოს, საქართველოს თასის ფინალისა თუ სუპერთასის მატჩები უფრო და უფრო პომპეზურ ხასიათს იძენდა. განსაკუთრებით კი, 2008 წლის თასის ფინალი გვინდა გავიხსენოთ, როცა თბილისის ”დინამოსა” და რუსთავის ”ოლიმპის” შეხვედრის წინ ქართველმა გულშემატკივარმა მართლაც შთამბეჭდავზე-შთამბეჭდავი სანახაობა იხილა. გეხსომებათ, ალბათ, ცნობილი ქართველი ხელოვანის, ლაშა ონიანის მიერ დადგმული სანახაობა, ”ერისიონისა” და ”რუსთავის” მოცეკვავე გოგონები რომ ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის ფინალამდე 3 დღით ადრე სწორედ ლაშა ონიანი და ქართველი მოცეკვავე გოგონები იღებდნენ მონაწილეობას... ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის გახსნაზე...

აქვე, სპონსორებიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ; 2006 წლიდან საქართველოს თასის გათამაშება ”ყაზბეგის” მეოხებით ტარდებოდა. ჩვენ კვალობაზე სოლიდური საპრიზო ფონდიც იყო (50 000 ლარი), როცა ნახევარფინალისტებს 5000-5000 ლარი ერგებოდათ, ფინალისტს - 15000, ხოლო გამარჯვებულს 25000 ლარით ასაჩუქრებდნენ. 2006 და 2007 წლებში სუპერთასის სპონსორი ”ფოლკსვაგენი” იყო, შემდეგ კი - ”ვითიბი” ბანკი. აღარაფერს ვამბობთ ჩემპონატის საპრიზო ფონდზე, ამ სეზონამდე უპრობლემოდ რომ ნაწილდებოდა. ახლა კი იმ ქართული კომპანიების დასახელება გვინდა, პროფლიგის დაარსებიდან ქართულ ფეხბურთს გვერდში რომ ედგნენ და არცთუ მოკრძალებული წვლილიც შეჰქონდათ თასისა და სუპერთასის გადამწყვეტი მატჩების ორგანიზებაში თუ ”დიას” ტრადიციული დაჯილდოების მოწყობაში: ”კოკა-კოლა” (სამი წელი გენერალური სპონსორის სტატუსი რომ ჰქონდა და ამ ხნის განმავლობაში 300 000 დოლარი გაიღო), ”ვითი ბი” ბანკი (300 000 დოლარი), ”ყაზბეგი” (150 000 დოლარი), ”საქართველოს ბანკი” (60 000 დოლარი), ”ფოლკსვაგენი” (30 000 დოლარი), ”ჯეოსელი” (8000 დოლარი), ”მაკდონალდსი”, ”აქსისი”, ”პოპული”, ”აიეტი” და სხვა...

პროფლიგის მოღვაწეობის პერიოდში გამოდიოდა პერიოდული ჟურნალი ”ლიგა”, ორი წლის განმავლობაში თამაშდებოდა წამახალისებელი ლატარეა (სხვადასხვა დროს იღბლიანებმა 7000, 4000, 3000 თუ 1000 ლარი მოიგეს); ამას გარდა დიდი პოპულარობით სარგებლობდა ინტერნეტთამაში ”ჩვენი ფეხბურთი”. დაბოლოს, ”კოლხიდაზეც” ჩვენი ინფომაციით, ამ მედიკომპანიას 2008-09 წლების სეზონის საპრიზო ფონდი გუნდებისთვის მთლიანად გასტუმრებული აქვს; რაც შეეხება, 2009-10 წლების სეზონის დავალიანებას, 200 000 ლარის საპრიზო ფონდიდან გასასტუმრებელი 80 000 ლარიღა დარჩა...



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




ნანახია: 489 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2019
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!