ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 26.04.2024, 12:27


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 16 » ლევან ყიფიანი: "ეტყობა, ფეხბურთი საზოგადოებასაც აღარ აინტერესებს"
14:21
ლევან ყიფიანი: "ეტყობა, ფეხბურთი საზოგადოებასაც აღარ აინტერესებს"


მოულოდნელი არაფერია - საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთი" 22 იანვარს დანიშნული ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებს.

"მე ნაღდად არ ვაპირებ კანდიდატურის წამოყენებას. თუ ნორმალური კანდიდატი გამოჩნდება, რომელსაც კარგი ხედვა ექნება და ტყუილებით არ მოვა, ხომ კარგი, თუმცა 2005 წლიდან ერთსა და იმავეს ვიმეორებთ, მაგრამ ვითარება უცვლელია და არჩევნებში მონაწილეობას რა აზრი აქვს? მე ფეხბურთის გულშემატკივრებისა და საზოგადოების აქტიურობის იმედი მქონდა, მაგრამ ეტყობა, ფეხბურთი საზოგადოებასაც აღარ აინტერესებს", - გვითხრა ლევან ყიფიანმა.

რას ფიქრობს ამ გადაწყვეტილებაზე ორგანიზაციის მეორე დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი?

"მე მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, სანამ არ იქნება სამართლიანი საარჩევნო დებულება და გარემო, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. არჩევნების ასე სწრაფად გამოცხადებას კი მხოლოდ ერთი ახსნა გააჩნია - მიზანმიმართულად სათავისოდ აკეთებენ ყველაფერს, სხვა მხარეს ყრილობისთვის ნორმალურად მომზადების საშუალება რომ არ ჰქონდეს.

გადაწყვეტილებაზე მარჩიელობას ვერ დავიწყებ, მაგრამ რა არგუმენტებითაც ახსნეს ასე მოკლე დროში არჩევნების ჩატარება, სასაცილოა და სრული აბსურდი. "ლელოსთან" ინტერვიუში უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია, არჩევნების გამართვა როგორ აჯობებს.

საზოგადოებას, გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს კი მოგმართავთ: ნუ გგონიათ, რომ არჩევნები თქვენ არ გეხებათ და ეს მხოლოდ რამდენიმე კაცის ინტერესისს საგანია. ასე გულგრილად თუ ჩაატარებთ ამ პროცესს, მერე ისევ დაიწყებთ წუწუნს, თუ რა გვჭირს, რატომ არ ვითარდება ჩვენი ფეხბურთი.

სიმართლეს გეტყვით: ჩვენ ვიმსახურებთ დღევანდელ ჩავარდნას, რადგან ფეხბურთი სამართლიანი თამაშია და როგორც მოეპყრობი, მისთვის რამდენსაც გასცემ, ყველაფერს იმის შესაბამისად დაგიბრუნებს", - გვითხრა მიხეილ ყაველაშვილმა



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



ნანახია: 674 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!