ზუგდიდის `ბაიას` ახალგაზრდა მარცხენა მცველი - ნიკა კვეკვესკირი
გერმანიაში, პირველი ბუნდესლიგის გუნდში - "კაიზერსლაუტერნში" ისინჯება.
კვეკვესკირი გერმანიაში 8 დეკემბერს გაფრინდა და დღეს გვიან საღამოს გაირკვევა, დარჩება თუ არა ის გერმანულ გუნდში.
როგორც ფეხბურთელის მამამ გვითხრა საუბარში, ნიკა გერმანელებს
საქართველოსა და სომხეთის 21-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირების დროს
მოეწონათ, როდესაც ქართველმა საკმაოდ ეფექტური გოლი გაუტანა სომხებს. გარდა
ამისა, გერმანელებს ნანახი აქვთ კვეკვესკირის გოლი "კოლხეთის" კარში, რის
შემდეგაც "კაიზერსლაუტერნმა" ფეხბურთელი გერმანიაში სინჯებზე მიიწვია.
"კაიზერსლაუტერნი" ბუნდესლიგის გათამაშებაში 12-ე ადგილზე იმყოფება 17
ქულით და ძნელად სავარაუდოა, ზედა საფეხურებზე აინაცვლოს და ჩემპიონატი ისე
დაასრულოს. მიუხედავად ამისა, ქართველი ფეხბურთელისთვის გერმანიის უმაღლეს
ლიგაში თამაში დიდი წარმატება და პროგრესი იქნება. goli.ge
|