ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 21.11.2024, 13:23


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 21 » კობიაშვილი: "ჩემი და ქეცბაიას მეგობრობა მოედანზე არ ვრცელდება"
19:45
კობიაშვილი: "ჩემი და ქეცბაიას მეგობრობა მოედანზე არ ვრცელდება"


ბერლინის "ჰერტას" ქართველმა ლეგიონერმა ლევან კობიაშვილმა სეზონის პირველი ნახევარი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

- ვფიქრობ, ჩემპიონატის პირველი წრე წარმატებით ჩავატარეთ. მართალია ბოლოს ორიოდე მატჩი არცთუ კარგად ვითამაშეთ, ბევრი ქულა დავკარგეთ და ამიტომაც ლიდერები არ ვართ. მაგრამ ლიდერ აუგსბურგთან" ქულების თანაბარი რაოდენობა გვაქვს, ამიტომ მთელი ბრძოლა წინაა. რაც მთავარია, პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნების კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ ამისთვის ბევრი მუშაობა იქნება საჭირო, ამაზე ხომ იგივე "აუგსბურგი" და "უისბურგი", ასევე ლიდერებთან ახლოს მყოფი "ბოხუმი" და სხვები ოცნებობენ.

- როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე მეორე გერმანულმა ლიგამ, პირველში ჩატარებული მრავალი სეზონის შემდეგ?
- ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი ბევრი პარტნიორისთვის ეს ადვილი არაა. პირველ ბუნდესლიგაში მეტი ფეხბურთია, აქ კი მეტი ბრძოლაა.

- არ ნანობ "შალკეს" დატოვებას?
- გელზენკირხენში 7 წელი ვთამაშობდი, მაგრამ რას ვიზამთ, არამარტო მე, არამედ მოთამაშეთა მთელი გუნდი წამოვედით. იქ ბევრი ახალი ფეხბურთელია, ეს ახალი გუნდია.

- გასული წელი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იყო, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსიც კი გამოჩნდა.
- დიახ, მთელი წელი წაუგებლად ვითამაშეთ. ევროპის ჩემპიონატზე საუბარი ჯერ ნაადრევია, წინ ბევრი რთული თამაშია. მაგრამ 9 ან 10 თამაშის წაუგებლობით დავამტკიცეთ, რომ კარგი გუნდი გვყავს. ახლა ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გვყავს და ამანაც იმოქმედა. კუპერსა და ტოპმიოლერზე ცუდის თქმა არ შემიძლია, ისინი მაღალი კლასის მწვრთნელები არიან, მაგრამ მათ არ ქონდათ ფეხბურთელებთან ისეთი ურთიერთგაგება, როგორც ქეცბაიას. შესაძლოა, მას ჯერ კიდევ არ ჰქონდეს დიდი გამოცდილება, მაგრამ ის, რომ ნაკრების ყველა მოთამაშეს ესმის, თუ რას ითხოვს მწვრთნელი, ძალიან მნიშვნელოვანია.

- შენ და ნაკრების სხვა გამოცდილი წევრები უხერხულობას ხომ არ გრძნობთ, რომ ერთ დროს ქეცბაიასთან ერთად თამაშობდით?
- ასეთი პრობლემები არ არსებობს. ის შესანიშნავი მოთამაშე იყო, ახლა ბრწყინვალე მწვრთნელი და კარგი მეგობარია. რა თქმა უნდა, მოედანს გარეთ მეგობრები ვართ, მაგრამ მინდორზე და ვარჯიშებზე მხოლოდ საქმიანი დამოკიდებულებაა.

- გასული წლის მიღწევები მისი დამსახურებაა?
- ეს ქეცბაიას დამსახურებაცაა და მოთამაშეებისაც. ამჟამად ჩვენ გუნდში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი ნაზავი გვყავს. იმედი მაქვს, რომ მომავალი წელიც არ იქნება უარესი.

- სად შეხვდებით დღესასწაულებს?
- ჩვენ ძალიან მოკლე ზამთრის შესვენება გვაქვს. ერთი კვირით საქართველოში ჩავფრინდები, 28-ში კი უკვე ბერლინში უნდა ვიყო. ასე, რომ ახალ წელს გერმანიაში შევხვდები, შობას კი უკვე შეკრებაზე ვიქნები.



მომზადებულია Cissoccer.com-ის მიხედვით
ნანახია: 716 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!