ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 13:12


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 20 » კახა კალაძე მწვრთნელობას არ აპირებს
14:44
კახა კალაძე მწვრთნელობას არ აპირებს


საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ჯენოას" კაპიტანს, კახა კალაძეს უკრაინული ტელეარხი 24TV ესაუბრა. ინტერვიუს მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

- კახა, როგორ გრძნობთ თავს?
- ჯანმრთელობასთან ამჟამად პრობლემები არ მაქვს. რთული ტრავმა არც მქონია. იტალიაშივე ვმკურნალობდი, სხვაგან წასვლის საჭიროება არ ყოფილა. 2 მატჩი გამოვტოვე, მაგრამ ახლა გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და ვფიქრობ, ამ კვირისთვის 100%-ით მზად ვიქნები.

- ჯენოას ევროთასებზე გასვლა აქვს მიზნად დასახული, მაგრამ 16 ტურის შემდეგ მხოლოდ მეათე ადგილზეა. რა არის ამის მიზეზი?
- სიმართლე გითხრათ, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი ცოტა უცნაურია. ნახეთ, ჩვენ 10-ე ადგილზე ვართ, მაგრამ 5-ე ადგილისგან მხოლოდ 5 ქულა გვაშორებს. ძალიან საინტერესო სეზონია, ვფიქრობ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ჩვენ ჩვენსას მივაღწევთ.

- თქვენ წლების განმავლობაში "მილანში" თამაშობდით. არ გაგიჭირდათ ახალ კლუბთან შეწყობა?
- იცით, თავიდან რთული იყო. "მილანში" 10 წელი დავყავი და დაახლოებით 300 მატჩი ჩავატარე. რა თქმა უნდა, სხვა გუნდში გადასვლა იოლი არ არის. მაგრამ "ჯენოაში" კარგი ბიჭები თამაშობენ, ეს იტალიური გუნდია, ამიტომ განსაკუთრებული პრობლემები არ ყოფილა. საკმაოდ მალე შევეწყვე გუნდს.

- "მილანი" ყველაზე პრესტიჟულ ტურნირებშიც კი მხოლოდ მაქსიმალურ მიზნებს ისახავს. "ჯენოას" შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, თქვენი ახალი გუნდი ევროპის ლიგაზე გასვლას დიდ მიღწევად ჩათვლის. სტიმული ხომ არ გაკლიათ, რომ ნებისმიერ მატჩში მოედანზე და ვარჯიშზე ბოლომდე დაიხარჯოთ?
- უკვე მივეჩვიე. "მილანი", როგორც თქვით, ყოველთვის ყველაფრის მოგებას ესწრაფვის. "ჯენოას" ნაკლები ამბიცია აქვს, მაგრამ ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა - გუნდს თავისი გეგმების რეალიზებაში დავეხმარო. მთავარია, რომ მოედანზე გამოსვლას ვაგრძელებ და ჩემი თამაში სიამოვნებას მანიჭებს.

- "ჯენოაში" გადასვლის მიზეზებზე რას გვეტყოდით?
- ჩემთვის სათამაშო პრაქტიკის არქონა დიდი პრობლემა იყო. ტრავმის მიღების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილს ნაკლებად მანდობდნენ. გასულ სეზონში "მილანში" მხოლოდ შვიდი შეხვედრა ჩავატარე. ეს ნამდვილი კატასტროფა იყო. მესმის, რომ ტრავმის შემდეგ საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი, მაგრამ მოედანზე გასვლის შესაძლებლობის არქონა ჩემთვის დიდი პრობლემაა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარ და ნაკრებს რომ სარგებელი მოვუტანო, კლუბში რეგულარულად თამაში მჭირდება, ამიტომ "მილანის" დატოვება გადავწყვიტე. ტრავმის შემდეგ ბევრი მატჩის ჩატარება მჭირდებოდა, ამიტომაც გადავედი "ჯენოაში".

- უეფას თასს რეფორმირება იმიტომ ჩაუტარეს, რომ იტალიური, ინგლისური და ესპანური გუნდები ამ ტურნირში წარმატებას არ აფასებდნენ. რამდენად პრესტიჟულია იტალიაში ევროპის ლიგა?
- ვფიქრობ, ტურნირი ახლა უფრო საინტერესო გახდა. მასში უფრო მეტი საინტერესო გუნდი მონაწილეობს. ადრე იტალიელებისთვის მართლაც მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა არსებობდა, ახლა კი ამ ქვეყანაში ევროპის ლიგაც აინტერესებთ.

- ბევრს საუბრობენ მარჩელო ლიპის უკრაინის ნაკრების თავკაცად დანიშვნაზე. როგორ ფიქრობთ, ეს სპეციალისტი უკრაინის ნაკრების ახალ სიმაღლეებზე აყვანას შეძლებს?
- მარჩელო ლიპი ძალიან ცნობილი სპეციალისტია. ყველამ იცის, რომ ამ ადამიანმა ყველაფერი მოიგო, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. რა თქმა უნდა, თუ ლიპი უკრაინის ნაკრების მწვრთნელობას დათანხმდა, ეს უკრაინული ფეხბურთისთვის დიდი პლუსი იქნება.

- ევრო 2012-მდე დიდი დრო არაა დარჩენილი. მოასწრებს ლიპი უკრაინულ ფეხბურთთან შეგუებას?
- ვფიქრობ, რომ მოასწრებს. უკრაინას საკმაოდ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. მათ სერიოზული მატჩების მოგება შეუძლიათ, მით უმეტეს, ლიპის თავკაცობით.

- კიევის "დინამოს" თამაშებს თუ ადევნებთ თვალს? თქვენ ყოფილ გუნდს ხშირად აკრიტიკებენ.
- გულწრფელად გითხრათ, "დინამოს" მატჩების ყურებას ვერ ვახერხებ. გუნდის კრიტიკაში უცნაური არაფერია. "დინამოს" გულშემატკივრები მათი საყვარელი გუნდის მაღალ დონეზე თამაშს შეეჩვივნენ. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან დინამოელები მაღალ დონეზე თამაშობდნენ. შემდეგაც, როცა გუნდში მე და შევჩენკო ვთამაშობდით, მწვრთნელი კი ლობანოვსკი იყო, გუნდი ძალიან ძლიერი იყო. რამდენიმე წლის წინ მწვრთნელის პოსტზე იური სიომინი მოვიდა და "დინამომ" ისევ სიმპათიური ფეხბურთის ჩვენება დაიწყო, მაგრამ სიომინი წავიდა და მის შემდეგ ვერ მოიძებნა სპეციალისტი, რომელიც მის საქმეს წარმატებით გააგრძელებდა. "დინამო" მწვრთნელს დღემდე ეძებს. დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერი დალაგდება და "დინამოს" კრიტიკა შეწყდება.

- რას გააკეთებთ, როცა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას გადაწყვეტთ? მწვრთნელი ან საფეხბურთო მენეჯერი გახდებით თუ საკუთარ ბიზნესს განავითარებთ?
- საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში დარჩენას არ ვაპირებ. თუმცა, საქართველოში სპორტის ამ სახეობას დავეხმარები. ვაპირებ ქველმოქმედებით, სოციალური პროექტების განხორციელებითა და ბიზნესის განვითარებით დავკავდე.



ნანახია: 754 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!