"IM სკაუტინგი", სკაუტთა გლობალური ორგანიზაციის ვებსაიტი გერმანულ
წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ... ჯანო ანანიძე, შეიძლება, გიორგი
ქინქლაძის გზას დაადგეს - "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობამ 18 წლის
ქართველის ხელში ჩასაგდებად 6 მილიონი ევრო გაამზადა.
"ანანიძე
ძალიან ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც ასევე შეუძლია
ფორვარდების დახმარება ფლანგებიდან. ქართველი სამშობლოში ვუნდერკინდად
მიიჩნევა, ხოლო რუსულ პრემიერლიგაში - ერთერთ ყველაზე იმედისმომცემ
ტალანტად. ანანიძე გამოირჩევა ბუნებრივი პლეიმეიქერული სტილით, ტექნიკით,
დინამიკურობით, კარგი ხედვითა და პასებით. ის მოსკოვის "სპარტაკში" კიევის
"დინამოს" "გავლით მოხვდა, რუსებმა უმალ შეამჩნიეს მისი ნიჭი და ეროვნების
შეცვლა და მათ ნაკრებში თამაშიც შესთავაზეს. ანანიძემ რუსებს უარი უთხრა და
17 წლის ასაკში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ითამაშა.
ანანიძეს "სპარტაკთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს", - წერს გამოცემა.
სატრანსფერო
სეზონი ახლოვდება და მომავალ მიდი-მოდიზე სპეკულაციების ხანა იწყება.
ჩვენც ნაკლებ ყურადღებას მივაქცევდით ამ ინფორმაციას, რომ არა წყარო - "IM
სკაუტინგის" უკან საერთაშორისო დონის საფეხბურთო აგენტები დგანან, თუნდაც
პინი ზაჰავი ვთქვათ...
გიორგი ქინქლაძე 1995 წლის 15 ივლისს
გადავიდა "მანჩესტერ სიტიში". მაშინ "სიტიმ" ქართველ ტალანტში 2 მილიონი
გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.
|