ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 16:10


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 13 » ერთადერთი მეგოლე კობიაშვილია
13:43
ერთადერთი მეგოლე კობიაშვილია


კვირიდან კვირამდე ევროპული ქვეყნების უფრო და უფრო მეტ ჩემპიონატში ცხადდება პაუზა და შესაბამისად, თამაში ნაკლებ ქართველ ლეგიონერს უწევს. უცხოეთში მოასპარეზე ჩვენს თანამემამულეებზე ნაკლები სასაუბრო კი უპირველესად იმიტომ გვაქვს, რომ რუსეთში პრემიერლიგა დასრულდა, უკრაინის ჩემპიონატში კი - პირველი წრე.

იტალიაში მოასპარეზე ორივე ჩვენებური ტრავმირებულია. "ჯენოამ" კახა კალაძის გარეშე უმასპინძლა "ნაპოლის" და 0:1 დამარცხდა, სერია B-ში კი ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" ასევე საკუთარ მოედანზე 2:3 წააგო "პორტოგრუაროსთან".

პირველ ბუნდესლიგაში ისევ ველით ლევან ყენიას გამოჩენას. შეგახსენებთ, "შალკეს" ნახევარმცველმა ვარჯიში განაახლა და თუ ყველაფერი რიგზე იქნა, მეორე წრიდან ითამაშებს კიდეც. მანამდე კი მოფერიანებულმა "ხუმარებმა" სტუმრად მის გარეშე სძლიეს "მაინცს".

"ჰერტამ" ბერლინში "აუეს" 2:0 სძლია და ამ გამარჯვებას სათავე ლევან კობიაშვილის გოლმა დაუდო. მატჩის 37-ე წუთზე მან მეტოქის კარი თერთმეტმეტრიანით დალაშქრა. ეს ლევანის პირველი გოლი იყო მიმდინარე სეზონში. აღსანიშნავია, რომ მან "ჰერტას" მიერ ამ სეზონში ჩატარებულ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. "აუესთან" შეხვედრაში კობიაშვილმა ყვითელი ბარათიც მიიღო. ეს გამარჯვება დედაქალაქელთათვის სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო - ამ ტურამდე "აუე" მეორე ადგილზე იყო, "ჰერტა" მესამეზე და ამ გუნდებმა ერთმანეთს ადგილი გაუცვალეს.

"კარლსრუემ" შინ "არმინიას" 1:0 მოუგო, მასპინძელთა კაპიტანმა ალექსანდრე იაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ამ გამარჯვებით "კარლსრუემ" სახიფათო ზონა დატოვა. მათე ღვინიანიძის გვარი "მიუნხენ 1860"-ის განაცხადში არ ამოგვიკითხავს.

ინგლისის რანგით მეორე ლიგაში "რედინგი"-"ქოვენთრის" შეხვედრას 90 წუთის განმავლობაში სათადარიგოთა სკამიდან უყურა ზურაბ ხიზანიშვილმა, ჰოლანდიაში კი "ვიტესმა" "აიაქსს" უმასპინძლა და თავდაუზოგავად ებრძოლა, მაგრამ მატჩის დებიუტში მიღებული გოლით მაინც დამარცხდა. არნემელთა რიგებში გურამ კაშიამ სრულად ითამაშა.

ფრანგული "ლე მანის" ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა გიორგი მაკარიძე. ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ თასის გათამაშებაში ენდნენ და მატჩის მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ მას ურიგოდ არ უთამაშია. "ლე მანმა" გასვლაზე 3:2 დაამარცხა "ბაიო" და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

საბერძნეთში "ერგოტელისმა" "კერკირას" უმასპინძლა და მეტოქე 3:0 გაანადგურა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში გიორგი შაშიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

ლეგიონის უქმეების შესახებ თხრობა აზერბაიჯანით დავასრულოთ, სადაც ქართველები უხვად არიან წარმოდგენილნი. ყველაზე "ქართულმა" კლუბმა, ბაქოს "ინტერმა" აზალ-ს უმასპინძლა და 1:1-ს დასჯერდა. გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ, ილია კანდელაკმა და დავით ოდიკაძემ სრულად ითამაშეს, კახა მჟავანაძე კი 81-ე წუთზე შეცვალეს. კახა ცხადაძის გუნდი, რომელიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და ერთპიროვნულ ლიდერ "ხაზარს" 9 ქულით ჩამორჩება.

"ხაზარისა" და "განჯას" დაპირისპირებაში, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა, დავით იმედაშვილი "ხაზარის" სათადარიგოთა შორის იყო, "განჯას" წევრმა გიორგი სეთურიძემ კი მოედანზე 90 წუთი გაატარა.

რევაზ ძოძუაშვილის "თურანი" სტუმრად "გაბალასთან" 0:1 დამარცდა. "მუღანმა" ბოლოადგილოსანი მოიკ მიიღო და 1:0 სძლია, რაშიც წვლილი დავით სვანიძემაც შეიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა. "სიმურგი"-"ყარაბახი" 0:1 დასრულდა, სტუმართა რიგებში გიორგი ადამიამ მთლიანი მეორე ტაიმი ჩაატარა.


ლევან ჯანეზაშვილი

ნანახია: 793 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!