ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 21 » ძველი-ახალი მწვრთნელი კაჭარავა: მიზანი ჩემპიონობაა!
19:44 ძველი-ახალი მწვრთნელი კაჭარავა: მიზანი ჩემპიონობაა! |
მეპატრონის შეცვლამ თბილისის "დინამოში" ცვლილებებს დაუდო სათავე. გუშინ
კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელად წარადგინა კახა კაჭარავა,
რომელიც "დინამოს" თავკაცად თვენახევრის წინათაც მუშაობდა. ჟურნალისტებთან
შეხვედრას მწვრთნელთან ერთად ესწრებოდნენ კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია
და მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე.
პირველი სიტყვა კლუბის მეპატრონე რომან ფიფიამ აიღო, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
-
გუნდის თავკაცის საკითხი უკვე გადავწყვიტეთ, რადგან გვინდა, ზამთრის
შესვენება მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ ეროვნული ჩემპიონატის
დასკვნითი ეტაპისთვის მოსამზადებლად. დღეს გუნდის მთავარ მწვრთნელად კახა
კაჭარავას წარმოგიდგენთ. ჩვენ მისი გვჯერა და სრულ ნდობას ვუცხადებთ.
პირადად მე კიდევ მჭირდება გარკვეული დრო და შემდეგ ყველა კითხვაზე
მექნება კონკრეტული პასუხი. თბილისის "დინამოს" გადაფორმებისთვის ბადრი
პატარკაციშვილის ოჯახთან მოლაპარაკება დასრულებულია. მცირედი, ტექნიკური
ხასიათის საკითხები დარჩა მოსაგვარებელი, რისთვისაც ორი-სამი კვირა
გვჭირდება.
- რამ გადაგაწყვეტინათ, "დინამოს" მეპატრონე გამხდარიყავით? -
აქამდეც ნათლად ჩანდა, რომ "დინამოს" ხელი, სპონსორი აკლდა. ეს გუნდი
თავისი მდიდარი წარსულითა და ტიტულებით ბრენდია. არადა, ასეთ მძიმე
მდგომარეობაში მყოფი "დინამო" ვის ახსოვს?! კლუბის მეპატრონე რუსეთშიც
ვიყავი. მაქვს საიმისო რესურსი და გამოცდილება, "დინამოსთვის" მიმეხედა და
გადავწყვიტე, ეს ნაბიჯი გადამედგა. მოხარული ვარ, რომ ოჯახი თანახმაა,
თბილისის "დინამოს" ვუპატრონო. ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რათა
ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა გუნდმა ძველი დიდება და სახელი დაიბრუნოს
როგორც საქართველოში, ისე ევროპაში.
- ბატონო კახა, ისევ
"დინამოს" მთავარი მწვრთნელი ხართ. ეს თქვენთვის ნაცნობი გარემოა, იცნობთ
ფეხბურთელებს. ვინ იქნება თქვენს სამწვრთნელო შტაბში, გუნდში სხვა რა
ცვლილებებს უნდა ველოდეთ? - 7 წელია, ამ კლუბში ვმუშაობ.
ცნობილი მწვრთნელების, დუშან უჰრინის, რაინერ ცობელის თანაშემწე ვიყავი.
წელიწადნახევარი მთავარ მწვრთნელად ვიმუშავე. ეს კლუბი ჩემი ცხოვრების
ნაწილია და კარგად ვიცნობ. თუ ვინ იქნება ჩემს შტაბში და რომელი
ფეხბურთელებით გავძლიერდებით, ამაზე კონკრეტულად სალაპარაკოდ დრო
მჭირდება, ჩამოვყალიბდები და ყველაფერს გეტყვით. სრული ნდობისა და
მხარდაჭერისთვის კლუბის პრეზიდენტის დიდად მადლიერი ვარ. სეზონის
განახლებამდე ცოტა დროა, სამუშაო კი ბევრია.
სამწუხაროდ, ისე
მოხდა, რომ გუნდი თასის გათამაშებას გამოეთიშა. "დინამოს" მიზანი
ყოველთვის მაქსიმალურია, ამჯერადაც ჩემპიონობას შევეცდებით, ლიდერებს,
"ზესტაფონსა" და "ოლიმპს" ორ-ორი ქულით ჩამოვრჩებით. ასე რომ, საკმაო
შანსი გვაქვს, ოქროს მედლებისთვის ვიბრძოლოთ. რა თქმა უნდა, გუნდს ახალი
ფეხბურთელებით გავაძლიერებთ. ყველანაირად შევეცდებით, სეზონის განახლებას
"დინამო" გაძლიერებული და უკეთესობისკენ სახეცვლილი შეხვდეს.
- ბატონო რომან, რამდენად რთული იყო "დინამოს" გადაფორმებაზე ოჯახთან მოლაპარაკება და რაიმე მოულოდნელობამ ხომ არ იჩინა თავი? -
მოულოდნელი მომენტი არ ყოფილა. ოჯახის სურვილი იყო, კლუბს სათანადო
მეპატრონე ჰყოლოდა, რომელიც "დინამოს" გააძლიერებდა და ახალ საფეხურზე
აიყვანდა. ასე რომ, მოლაპარაკებების პროცესში ოჯახის მხრიდან სრული მზაობა
იყო.
- თბილისის "დინამოს" სრული პაკეტი გექნებათ. მოიცავს თუ არა ეს პაკეტი საკალათბურთო გუნდს? - ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
-
ბატონო კახა, "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ნოემბერში დატოვეთ,
დეკემბერში ისევ ეს ფუნქცია დაგეკისრათ. რით ავხსნათ ყოველივე ეს? -
"ბაიასთან" მატჩის შემდეგ ჩემი გადადგომის მიზეზებზე ვრცლად ვისაუბრე.
მთავარი მწვრთნელის პოსტი კი დავტოვე, მაგრამ კლუბი არ დამიტოვებია,
სპორტულ კოორდინატორად დავრჩი და პარალელურად ფეხბურთის ფედერაციის
მოზარდთა და ჭაბუკთა სელექციის პროექტში ჩავერთე. "დინამო" ჩემი ცხოვრების
ნაწილია და ყოველთვის მზად ვარ, სადაც ამ კლუბს დავჭირდები, იქ ვიმუშაო.
-
ბატონო ბუბა, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა კლუბისთვის ახალი მეპატრონის
მოძიება დაგავალათ. ეს პროცესი უკვე დასრულებულია. დარჩებით თუ არა კლუბში? -
ჩვენ რთული პერიოდი გამოვიარეთ. ეს სირთულეები შესაძლოა, გარედან არ
ჩანდა, მაგრამ ასე თუ ისე შედეგებში მაინც აისახა. ვინც "დინამოში"
იმუშავებს, ის ყოველთვის რჩება მის გულშემატკივრად. ჩემთვის უმთავრესი ამ
კლუბის მომავალია. მთავარი "დინამოს" წარმატებებია და დავრჩები თუ არა
კლუბში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
- ბატონო კახა, სეზონის მეორე ნახევრისთვის სად მოემზადება გუნდი? -
3 იანვარს შევიკირიბებით. ოციოდე დღე თბილისში ვივარჯიშებთ, მერე კი
მოსამზადებელ შეკრებას უცხოეთში, სავარაუდოდ, ანთალიაში გავივლით.
|
ნანახია: 752 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|