ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 11 » "დვალიშვილის მადლიერი ვართ და გვჯერა"!
13:27 "დვალიშვილის მადლიერი ვართ და გვჯერა"! |
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ლადო დვალიშვილის შესაძლო ტრანსფერზე
უცხოურმა ვებგვერდებმაც არაერთხელ დაწერეს და ჩვენც. შეგახსენებთ, რომ
უკრაინული წყაროების ცნობით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას დვალიშვილის
გადაბირების თაობაზე დონეცკის "მეტალურგი" და ხარკოვის "მეტალისტი"
დაიწყებდნენ მოლაპარაკებას. გარდა ამისა, ჩვენებურით კრაკოვის "ვისლას",
კვიპროსის ჩემპიონ "ომონიასა" და თურქული "ტრაბზონის" დაინტერესების
შესახებ ებრაული ვებგვერდები წერდნენ. დვალიშვილს ჰაიფის "მაქაბისთან" 2012
წლის ივნისის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი და მის სანაცვლოდ ებრაული კლუბი
1.2 მილიონ ევროს ითხოვდა. თუმცა როგორც ჩანს, "მაქაბიმ" პოზიცია შეიცვალა.
"ლადო
დვალიშვილმა მშრალი სერია შეწყვიტა და როგორც გუნდის მწვრთნელი, ასევე
კლუბის ხელმძღვანელები მის დათმობაზე არ ფიქრობენ. ქართველი
თავდამსხმელისადმი ინტერესი დიდია. პოლონურმა, უკრაინულმა ან რომელიმე სხვა
კლუბმა შესაძლოა ჰაიფელებს მართლაც გადაუხადონ ქართველის სატრანსფერო
ფასი, მაგრამ თითქმის გამორიცხულია, რომ მათ ჯერჯერობით დათმონ წამყვანი
ფეხბურთელი. "მაქაბი" კვლავაც ჩემპიონობას უმიზნებს და ოქროსთვის ბრძოლაში
ისეთ მნიშვნელოვან ფიგურას არ დათმობს".
"დვალიშვილის მადლიერი ვართ
და გვჯერა, რომ წინას მსგავსად ამ სეზონში არანაკლებ სარგებელს მოგვიტანს.
მის შესაძლო ტრანსფერზე ბევრი იწერება, მაგრამ დვალიშვილი ჯერ ჩვენ
გვჭირდება", - აღნიშნა "მაქაბის" მთავარმა მწვრთნელმა ელიშა ლევიმ.
ვებგვერდი Ynet.co.il-ი
კი წერს: "მაქაბის" ჯერჯერობით ქართველი ფორვარდი არ ეთმობა, ანაც ეს
შეგნებული ნაბიჯია დვალიშვილის სატრანსფერო ფასის მოსამატებლად".
"მაქაბის"
მწვრთნელმა ლადოს მიერ ჩატარებულ წინა სეზონსა და ამ ჩემპიონატს შორის
პარალელი ტყუილად როდი გაავლო. დვალიშვილს ისრაელის მთავარ ლიგაში შარშან
სადებიუტო სეზონი ჰქონდა და 35 მატჩში 16 გოლი გაიტანა. ამ ჩემპიონატში
ლადომ ჯერ 13 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 4 გოლია.
|
ნანახია: 834 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|