ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30 » დემეტრაძის საკითხი 4 იანვარს გაირკვევა
12:32 დემეტრაძის საკითხი 4 იანვარს გაირკვევა |
ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე
სამართალდამცავებმა წლეულს, 8 ივლისს დააკავეს. მას ქურდულ სამყაროსთან
კავშირში და ფულის გამოძალვაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. სასამართლომ
დემეტრაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრომა მიუსაჯა.
ქართულმა
საფეხურთო სამყარომ მისი გათავისუფლების თხოვნით, ქვეყნის საქართველოს
კათალიკოს პატრიარქ ილია II-ს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს
წერილით მიმართა. კახა კალაძემ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა,
გამოთქვა მზადყოფნა, დემეტრაძეს თავდებში დაუდგეს და მისი გირავნობის წესით
გათავისუფლება ითხოვა. ასეთივე განცხადება გააკეთა უკრაინულმა საფეხბურთო
კლუბმა დონეცკის "მეტალურგმაც", სადაც ქართველი თავდამსხმელი წლების
განმავლობაში თამაშობდა. ერთი სიტყვით, ყველა მხარე ერთხმად ამტკიცებდა,
რომ დემეტრაძისადმი წაყენებული ბრალდება არარეალურია.
ორთვიანი
წინასწარი პატიმრობის ვადა კარგა ხნის წინ გავიდა. დემეტრაძე კვლავ
დაკავებულია, მისი სასამართლო პროცესი კი არაერთხელ გადაიდო. ახლა კი
გაირკვა, რომ სასამართლო 4 იანვარს 12 საათზე დაიწყება. ვინაიდან ქვეყნის
პრეზიდენტმა არაერთი პატიმარი შეიწყალა, რომლებიც სახლში შეხვდებიან ახალ
წელს, ქართული საფეხბურთო სამყარო იმედს გამოთქვამს, რომ დემეტრაძესაც
გაათავისუფლებენ.
|
ნანახია: 740 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|