ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 16.04.2024, 12:51


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 31 » დავით სირაძე: "თუ იღბალი გწყალობს, ის მატჩია შენია"
12:46
დავით სირაძე: "თუ იღბალი გწყალობს, ის მატჩია შენია"


ჩვენს სხვა ლეგიონერებთან ერთად "ბენდელას თასზე" ითამაშა ნალჩიკის "სპარტაკისა" და ნაკრების თავდამსხმელმა დავით სირაძემ, რომელმაც 2010 წელს ნაკრებში სამი გადამწყვეტი ბურთი გაიტანა, შესარჩევში კი ეროვნულს ექვსიდან ოთხი ქულა სწორედ სირაძის გოლებმა მოაპოვებინა.

- ნალჩიკის "სპარტაკისთვის" სეზონი წარმატებული იყო. თუ არ ვცდები, რაც ეს გუნდი პრემიერლიგაშია, ასეთი მიღწევა ჯერ არ ჰქონია. მეექვსე ადგილი ჩინებული შედეგია. "ზენიტი" თუ თასს მოიპოვებს, მაშინ ევროპის ლიგის საგზურიც გვერგება და ჩვენი გუნდი გაისად ზაფხულში ევროტურნირებზე ითამაშებს.

- საკუთარი თამაშით რამდენად კმაყოფილი ხართ?
- სულ 27 მატჩი ჩავატარე, სამი ბურთი გავიტანე და ამდენივე საგოლე პასი გავაკეთე. მეტსაც შევაგდებდი, მაგრამ ცენტრფორვარდად არ ვთამაშობდი, ხან მეორე ფორვარდად ვიყავი გამწესებული, ხანაც ხუთი ნახევარმცველიდან წინწაწეული ვთამაშობდი.

- თქვენი გუნდის აღმასვლამ ბევრი გააკვირვა. მაინც რისი წყალობით აჩვენა ასეთი შედეგი იური კრასნოჟანის გუნდმა?
- სეზონი რიხიანად დავიწყეთ, ძალიან მონდომებულები ვიყავით, ცოტა გაგვიმართლა კიდეც. ალბათ, მეტოქეებიც არ გვაფასებდნენ სათანადოდ. ამ შედეგში უდიდესია მწვრთნელის წვლილი. კრასნოჟანმა დაატკიცა, რომ ბევრს სახელიან მწვრთნელზე არანაკლები გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს. იგი ქვედა ლიგის მატჩებს ესწრება და იქ არჩევს ახალბედებს. ჩვენს გუნდში ახლაც არაერთია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც კრასნოჟანმა ქვედა ლიგაში აღმოაჩინა და პრემიერლიგაში სათანადოდ აათამაშა.

ამიტომაც რუსეთში არა მარტო კარგი მწვრთნელის, არამედ ჩინებული სელექციონერის სახელიც დაიგდო. იმასაც ხშირად აღნიშნავენ, რომ კრასნოჟანს ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავს და ნალჩიკის "სპარტაკთან" შინაც და სტუმრადაც ყველას უჭირს თამაში.

- კრასნოჟანს გარჯა დაუფასდა და მოსკოვის "ლოკომოტივი" ჩააბარეს. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ამბიციურ "ლოკომოტივში" მაღალი შედეგის მიღწევას?
- ვფიქრობ, შეძლებს, რადგან ძალიან მონდომებული და მოტივირებულია, არც გამოწვევა აშინებს. ბოლოს გულთბილად დაგვემშიდობა და ყველას წარმატებები გვისურვა.

- ნალჩიკში უკვე ახალი მწვრთნელი გყავთ.
- დიახ, გუნდი ვლადიმირ ეშტრეკოვმა ჩაიბარა. პირადად ჯერ არ ვიცნობ, მაგრამ მასზე ბევრი რამ გვითხრეს, საბჭოთა დროს ნალჩიკის "სპარტაკშიც" თამაშობდა და მოსკოვურ გუნდებშიც, "ლოკომოტივში", "სპარტაკში" და "დინამოში". თავდამსხმელი იყო და საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც უთამაშია. ბოლოს ქვედა ლიგის "როსი მოსკვას" წვრთნიდა, მანამდე კი მოსკოვის "ლოკომოტივში" მუშაობდა. საახალწლო არდადეგების შემდეგ შევიკრიბებით, ახალ მწვრთნელს გავიცნობთ და იმედი მაქვს, მომდევნო სეზონშიც წარმატებით ვითამაშებთ.

- ნალჩიკში რჩებით თუ ზამთრის შესვენებისას გუნდს შეიცვლით?
- კლუბთან ჯერაც კონტრაქტი მაკავშირებს და გუნდის შეცვლაზე ჯერ არ ვფიქრობ.

- რუსულ ფორუმებზე დაიწერა, იური კრასნოჟანს ნალჩიკიდან "ლოკომოტივში" რამდენიმე ფეხბურთელის წაყვანა უნდა და მათ შორის დავით სირაძისაცო.
- მხოლოდ ის ვიცი, რომ "ლოკომოტივის" პრეზიდენტმა კრასნოჟანს ჰკითხა, ნალჩიკიდან თუ ვინმეს დამატება გინდა, კლუბთან მოლაპარაკებები დავიწყოთო. ჩვენმა ყოფილმა მწვრთნელმა კი ორაზროვნად უპასუხა, წლეულს არავის დავიმატებთ და გაისად ვნახოთო. ეს პრესაშიც წავიკითხე და ტელევიზიითაც ვნახე. ეს წელიწადი უკვე დასრულდა და მომდევნო წელში ვნახოთ. პირადად მე ჯერ არავინ დამკავშირებია. 7 იანვარს ნალჩიკში ვიკრიბებით და ახალ სეზონისთვის მზადებას ვიწყებთ.

- ნალჩიკის "სპარტაკთან" კონტრაქტი გაქვთ, შეგელევათ გუნდი?
- თუ იური კრასნოჟანი ჩემს დამატებას მოინდომებს, ვფიქრობ, ეს საქმე გამოვა. ნალჩიკში მას დიდ პატივს სცემენ და, წესით, უარი არ უნდა უთხრან.

- თქვენს ყოფილ გუნდზეც მინდა გკითხოთ. "აუე" მეორე ბუნდესლიგიდან მთავარ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. კიდევ თუ არიან იქ თქვენი ნაცნობები და მათთან თუ გაქვთ კონტაქტი?
- შემადგენლობა საკმაოდ შეცვლილია და ფეხბურთელებიდან თითო-ოროლას თუ ვიცნობ. ჩემი ყოფილი თანაგუნდელი "აუეში" ახლა მეკარეების მწვრთნელია. მას ვეხმიანები ხოლმე და ბუნდესლიგაში გადასვლისთვის ბრძოლაში ვქომაგობ.

- ნაკრების წელიწადიც შევაფასოთ.
- ვფიქრობ, ეროვნული ნაკრების რვამატჩიანი წაუგებელი სერია გასული წლის ერთ-ერთი მთავარ მოვლენად უნდა შეფასდეს. თემურ ქეცბაიამ გუნდს გამაჯვების რწმენა, ტრიბუნებს კი გულშემატკივარი დაუბრუნა.

- ამ რვა შეხვედრაში სამი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანეთ.
- დიახ, ესტონეთთან მეორე შევაგდე და იმ გოლით მოვიგეთ. მალტასთან ერთადერთი ბურთი გავიტანე, ლატვიაში ჩემი გოლით ვიგებდით, მაგრამ ბოლოს გაგვიტანეს...

- ნაკრებში ერთ წელში გატანილი სამი გადამწყვეტი გოლი ჩინებული შედეგია. აშკარაა, იღბლიანი ფეხბურთელი ხართ.
- ფეხბურთში იღბალს მეორეხარისხოვნად სულაც არ მივიჩნევ. შესაძლოა, თავდამსხმელი მონდომებული იყოს, მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდეს გატანას, მაგრამ არ გამოუვიდეს. ყველას სმენია ფეხბურთელებისგან, არ გაგვიმართლაო. სწორედ ეს არის იღბალი. თუ იღბალი გწყალობს, ის დღე და ის მატჩია შენია. მე ასე ვფიქრობ და ამიტომ, იღბალი ფეხბურთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია. გეთანხმებით, ალბათ იღბლიანიც ვარ. თუნდაც იმიტომ, რომ გადამწყვეტი გოლები გავიტანე და არა, ასე ვთქვათ, რიგითი...

- ნაკრების მომდევნო მატჩებზე რას იტყოდით?
- მარტის მატჩები ბევრს გადაწყვეტს. ხორვატიას შინ ვუმასპინძლებთ, ისრაელს ვესტუმრებით. ეს თამაშები ჩემთვის ფინალივითაა. მახსოვს, მალტასთან 93-ე წუთამდე ეროვნული სტადიონის ტრიბუნები სავსე იყო, ხალხი გოლს ელოდა და ბოლომდე არ დატოვა გუნდი. თუნდაც ამის გამო მთელი გუნდი მადლიერი ვართ ჩვენი ქომაგებისა. ყოველივე ამის შემდეგ წარმომიდგენია, რა იქნება ხორვატიასთან მატჩში. იმედი მაქვს, მომდევნო თამაშებშიც არ მოგვაკლდება მხარდაჭერა და ქომაგების გახარებასაც არაერთხელ შევძლებთ.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ნანახია: 761 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!