ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 21.11.2024, 11:49


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 14 » დავით მუჯირი: "ფორმას აღვიდგენ და ნაკრებში მინდა დავბრუნდე"
12:47
დავით მუჯირი: "ფორმას აღვიდგენ და ნაკრებში მინდა დავბრუნდე"


თბილისის "დინამომ" სეზონის პირველი ნახევარი 35 ქულით მესამე ადგილზე ჩაამთავრა. თუმცა, დავით მუჯირი რომ არა, გუნდს ნაკლები ქულა ექნებოდა. "დინამომ" ბოლო ორი მატჩი 1:0 მოიგო და ორივეჯერ ეს ერთადერთი ბურთი მუჯირმა გაიტანა. გარდა ამისა, დათო დღეს გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე 4 თვის წინ, როცა ხელახლა გამოჩნდა "დინამოში". ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ მას დეკემბრის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და გუნდის შეცვლას არ გამორიცხავს.

დავით მუჯირს ქუთაისის "ტორპედისთან" მატჩის შემდეგ გავესაუბრეთ.

- ინტერვიუ "ქართულ კლასიკოდ" შერაცხილ "დინამო"-"ტორპდოს" მატჩით დავიწყოთ.
- უმაღლეს ლიგაში ქუთაისის "ტორპედოს" დაბრუნებით, "დინამოსა" და ამ გუნდს შორის ტრადიციული დუელი აღდგა, რამაც ჩვენი ჩემპიონატი უფრო საინტერესო გახადა. ჩვენზე წინ მყოფმა გუნდებმა, "ზესტაფონმა" და "ოლიმპმა" შაბათს მოიგეს და მათ ხუთი ქულით ჩამოვრჩებოდით. ჩვენი მიზანი ჩემპიონობა და თასის მოპოვებაა და, შესაბამისად, მთავარი ამოცანა მოგება და ხუთქულიანი სხვაობის შემცირება იყო. დაძაბული და საინტერესო მატჩი მოვიგეთ, ახლა ლიდერებს მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩებით და გაზაფხულიდან ოქროს მედლებისთვის ბრძოლას განვაახლებთ.

- სექტემბერში "დინამოში" ხელახალა გამოჩენილი და დღევანდელი დავით მუჯირი. საგრძნობი სხვაობაა.
- ბედნიერი ვარ, ცხრათვიანი პაუზის შემდეგ სექტემბერში ფეხბურთს დავუბრუნდი. ეს ოთხი თვე ვემზადებოდი და ფორმა აღვიდგინე. რა თქმა უნდა, ოპტიმალური ფორმისგან შორს ვარ, მინდა, უფრო მაღალ დონეზე ვითამაშო. ყველანაირად შევედცები, ზამთრის შესვენების შემდეგ იმ გუნდში, სადაც კარიერას გავაგრძელებ, უკეთესად წარმოვჩნდე.

- ბოლო ორი მატჩი "დინამომ" თქვენი გოლებით მოიგო. თანაც ორივე ეფექტური იყო.
- ორივე გოლი მართლაც ლამაზი იყო. თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ორივე გადამწყვეტი და გამარჯვების მომტანი გამოდგა. "ვიტ ჯორჯიასთან" გოლის ეპიზოდში იმ მხრივ გამიმართლა, რომ მოწინააღმდეგემ მომცა იმის საშუალება, რომ წამის მეასედში შემეფასებინა მეკარის პოზიცია და ამიტომაც დავურტყი შორეულ კუთხეში.

"ტორპედოსთან" კი იმ კუთხეში დავარტყი ჯარიმა, რომელსაც მეკარე ფარავდა. მართალი გითხრათ, ეს რისკიანი გადაწყვეტილება იყო. ვიფიქრე, თუ მეკარე ჩათვლიდა, რომ ცოცხალ კედელზე ბურთის ზემოდან გადატარებას შევეცდებოდი, მივხვდი ერთ ნაბიჯს გადადგამდა. ეს გავიფიქრე და საპირისპირო მხარეს დავარტყი, მეკარე მოძრაობაზე დავიჭირე და გავუტანე.

- საჯარიმო დარტყმამდე ლევან ხმალაძე ცოცხალ კედელში ჩადგა და დარტყმისას გაიწია. სწორედ იმ ადგილიდან გაძვრა ბურთი და ბადეში აღმოჩნდა.
- სწორედ შეგინიშნავთ. ლევანმა თავიდანვე იცოდა, რომ უნდა გაწეულიყო. ერთიც მინდა ვთქვა. მეოთხე თვეა, რაც "დინამოში" ვარ და აქამდე ამ პოზიციიდან საჯარიმო არ დაგვირტყამს. სტანდარტულებში სწორედ ეს არის ჩემი ადგილი. ასე ვთქვათ, "ჩემი ჯარიმა" პირველად დაინიშნა და პირველივე ცდამ გაამართლა.

- ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ ვარო, თქვით. ძველებურად მოთამაშე მუჯირს როდის ვიხილავთ?
- თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი გვრჩება და ზამთრის შესვენება დაიწყება. თანაგუნდელებს უკვე ეტყობათ, რომ ზაფხულში პაუზა თითქმის არ ჰქონიათ. გუნდი გადაღლილი ჩანს, მაგრამ მე ისედაც ბევრი დავისვენე და არდადეგების მიუხედავად, ინდივიდუალურად ვარჯიშს გავაგრძელებ. ყველანაირად შევეცდები, რომ ფორმა აღვიდგინო, რადგან წლის ბოლომდე უნდა გაირკვეს, წავალ თუ "დინამოში" დავრჩები.

- რუსეთში სწორედ იმ პერიოდშიც თამაშობდით, როცა "დინაოს" ახალი მეპატრონე რომან ფიფია "სოკოლის" პრეზიდენტი იყო. საინტერესოა, რუსულ ფეხბურთში რას ამბობდნენ მასზე.
- ვიცით, რომ "დინამოს" ახალი მეპატრონე კლუბში დიდი ინვესტიციის დაბანდებასა და "დინამოსთვის" ძველი დიდების დაბრუნებას აპირებს. ჩემთვის "დინამო" ცხოვრების ნაწილია და, რა თქმა უნდა, მისი წარმატება, ძველი დიდების დაბრუნება, ჩემიანად მოხდება თუ უჩემოდ, ძალიან გამიხარდება. რუსეთში ფიფიაზე ბევრი კარგი მსმენია და იმედი მაქვს, "დინამოს" ძლიერ კლუბად აქცევს. "ტორპედოსთან" მატჩამდე ფიფია არ გვინახავს, მაგრამ სასიამოვნოა, რომ შემოთვლით, წარმატებები გვისურვა და ფორმალობების შემდეგ ფეხბურთელებსაც შეგვხდება.

- თუ "დინამოს" დატოვებთ, რომელ ქვეყანაში გააგრძელებთ კარიერას, რა ვარიანტები გაქვთ?
- ორ ვარიანტს განვიხილავ, მაგრამ ამ საკითხზე ჯერჯერობით კონკრეტული ლაპარაკი არ მინდა.

- ზამთრის შესვენების შემდეგ ჩვეულ ფორმას აღვიდგენო, იმედოვნებთ. ბუნებრივია, ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების პრეტენზიაც გექნებათ.
- რა თქმა უნდა, პრეტენზია მექნება და ნოემბერშიც შემეძლო ეროვნულში მეთამაშა. ჩემი აზრით, ნაკრებში უნდა თამაშობდეს ყველა ის გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტული მატჩისთვის კარგ ფორმაშია. არ აქვს მნიშვნელობა ის ფეხბურთელი 18-19 წლისაა თუ 30- 33-ის. ალბათ ყველა პროფესიონალი მწვრთნელის და მათ შორის თემურ ქეცბაიას პოზიციაც ასეთია. ასე რომ, მომავალ მატჩებში ეროვნულში დაბრუნების პრეტენზია მექნება და კარგად ვიცი, ეს მოედანზე, ჩემი თამაშით უნდა დავამტკიცო.

- ეროვნულ ჩემპიონატის მატჩების შემდეგ ხშირად ისმის პრეტენზიები მსაჯობაზე. მართლაც იმატა მათმა შეცდომებმა თუ ეს კრიტიკა გაჭარბებულია?
- ამ საკითხზე ჩემი პოზიცია კი მაქვს, მაგრამ ამჯერად ლაპარაკი არ მინდა.

- მაშინ ეროვნულ ჩემპიონატზე გკითხავთ. გასული სეზონის მეორე ნახევარს თვალს ადევნებდით, ამჟამად თავად თამაშობთ. პირველობის დონემ იმატა თუ იკლო?
- გამიხარდა, რომ ამ სეზონის წინ ტრადიციულ გუნდს, ქუთაისის "ტორპედოს" ძლიერი სპონსორი გამოუჩნდა. ბედნიერი ვარ, რომ "დინამოს" შეძლებული მეპატრონე ეყოლება. "ზესტაფონი" ძლიერი და სტაბილური კლუბია. იმედია, "ოლიმპიც" შეინარჩუნებს სტაბილურობას შემადგენლობისა და ფინანსების მხრივ. "ვიტ ჯორჯია" თავის სიტყვას იტყვის. ეს უკვე ხუთი გუნდია. კარგი იქნება, თუ "ბაიას", "კოლხეთს", "სამტრედიას" ფინანსური პრობლემები აღარ შეაწუხებთ. ჩვენი ჩემპიონატისთვის დიდი სტიმულია ისიც, რომ ეროვნულ ნაკრებში ქართული კლუბებიდან იძახებენ ფეხბურთელებს. ამას გარდა, ამ სეზონში სხვა არაერთი სიურპრიზიც იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ლიდერებისა და აუტსაიდერების მატჩი არაპროგნოზირებადია. ეს კი ჩემპიონატის დონეს წაადგება. რაც უფრო მეტი ძლიერი ანაც ფინანსურად სტაბილური კლუბი იქნება, მით უკეთესი. იმედი მაქვს, ეს სეზონი უმჯობესი იქნება და ეს მეორე წრეში გამოჩნდება.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


ნანახია: 763 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!