ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 2 » ანანიძისთვის "ჩელსიც" იბრძვის
20:01 ანანიძისთვის "ჩელსიც" იბრძვის |
საქართველოს ნაკრებისა და "სპარტაკის” ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე "ჩელსის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩის მიწურულს შეცვლაზე შემოვიდა, თუმცა მისი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ლონდონელ სკაუტებს, რომლებიც აღტაცებული შესცქეროდნენ ახალგაზრდა ვუნდერკინდს.როგორც ირკვევა, რომან აბრამოვიჩის კლუბის მესვეურთა ნიჭიერი ქართველით დაინტერესება ახალი ამბავი სულაც არაა. ანანიძეზე ცნობების შეგროვება ბრიტანელ სკაუტებს მას შემდეგ დაუწყიათ, რაც 17 წლისა მოსკოვის "სპარტაკის” ძირითად გუნდში შეკრებაზე პირველად გამოიძახეს. მას შემდეგ ისინი ყურადღებით აკვირდებიან ჯანოს თამაშს. შარშან, ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა, რუსეთის ჩემპიონატის რეკორდი მოხსნა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მოახერხა რუსეთის ჩემპიონატში გოლის გატანა, მანამდე კი ანანიძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, იტალიის წინააღმდეგაც უხმეს.აღსანიშნავია ისიც, რომ "სპარტაკს” ქართველი ნახევარმცველი ხელში უფასოდ მას შემდეგ ჩაუვარდა, რაც ვუნდერკინდზე უარი კიევის "დინამომ” განაცხადა. დღეს უკრაინელები ძალიან ნანობენ, მაგრამ გვიანია – ჯანოს ფასი ყოველდღიურად მატულობს."სპარტაკს” ანანიძეში 2 მლნ ევრო უკვე შესთავაზეს, მაგრამ მოსკოვური კლუბის გენერალურმა დირექტორმა ვალერი კარპინმა მტკიცე უარი განაცხადა: ჯანოს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთმობთ, თუ რომელიმე სუპერკლუბში გადავა და თან აქიდან კარგ სარგებელს მივიღებთო.ვნახოთ რა იქნება, მანამდე კი გეტყვით, რომ "ჩელისისთან” ლიგის მატჩის დასრულების შემდეგ ჯანომ თვით ჯონ ტერის მაისურების გაცვლა თამამად სთხოვა, რაზეც ინგლისელ ვარსკლავს უარი არ უთქვამს.
|
ნანახია: 810 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|