ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 21.11.2024, 11:54


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 31 » 2010 წელი - კარგიც, ცუდიც, დამაიმედებელიც
12:48
2010 წელი - კარგიც, ცუდიც, დამაიმედებელიც

2010 წელს ქართულ ფეხბურთში უამრავი მოვლენა მოხდა, ყველას ვერც ჩამოვთვლით, არც სანაკრებო თემას შევეხებით, დანარჩენს კი თვეებზე გაწყობილს გაგახსენებთ.

იანვარი
8 იანვარი
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პრესკონფერენციაზე ფედერაციის ვალებზე ილაპარაკა. მან 10-მილიონლარიანი დავალიანებიდან 3.563.789 ლარი არჩევიდან მესამე თვეში გაისტუმრა.

12 იანვარი
მერაბ ჟორდანიას და მისი მხარდამჭერებს თბილისის "დინამოს" დაბრუნების მოთხოვნით ფეხბურთის ფედერაციაში სარჩელი უნდა წარედგინათ. თუმცა ფედერაციაში მსგავსი შინაარსის დოკუმენტი არ მიუღიათ. ეს მოლოდინი შემდგომშიც არ გამართლდა და საბოლოოდ ცნობილი გახდა, რომ ჟორდანიამ `დინამოს" დაბრუნებაზე ხელი ჩაიქნია.

24 იანვარი
პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტად გია ფირცხალავა აირჩიეს. პროფლიგის თავკაცის რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2009 წლის 21 დეკემბერს დიმიტრი რამიშვილი გადადგა. პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ ერთი იყო.

ყრილობის 13-ვე დელეგატმა წარდგენილ კანდიდატურას დაუჭირა მხარი - ამას სულ რაღაც ხუთი წუთი დასჭირდა.

26 იანვარი
23-30 იანვარს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ სიდეში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ოთარ გაბელიამ პოტენციური ახალწვეულები გამოიძახა.
ქართული ნაკრებების ისტორიაში პირველად სიდეში ითამაშა შავკანიანმა ფეხბურთელმა - ზუგდიდის "ბაიას" 19 წლის ზამბიელმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ჩისამბა ლუნგუმ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში 26 და 29 იანვარს ავსტრიული "რაპიდისა" და შვეიცარიული "თუნის" წინააღმდეგ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
ამის მიუხედავად, ლუნგუ ზაფხულში რუსულ კლუბ "ურალში" გადავიდა და საქართველოში თამაშის დაპირებები წარსულს გაატანა. იმ დროს ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ აპირებდნენ ლაზი მეკარის ნატურალიზაციას.

თებერვალი
1 თებერვალი
"ზესტაფონმა" ბოლო თხუთმეტი წლის სატრანსფერო რეკორდი მოხსნა - კლუბისა და საქართველოს ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძე დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" ორ მილიონ ევროდ გაყიდა - კლუბი თანხას ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს.

საქართველოს ჩემპიონატიდან უცხოურ კლუბებში გაშვებული ფეხბურთელების სარეკორდო ტრანსფერები კი ასე გამოიყურებოდა:
1. 1995 წელი: გიორგი ქინქლაძე - 3,2 მილიონი დოლარი, თბილისის "დინამოდან" "მანჩესტერ სიტიში" (ინგლისი)
2. 2010 წელი: უჩა ლობჟანიძე - 2 მილიონი ევრო (2,78 მილიონი დოლარი), "ზესტაფონიდან" - "დნიპროში" (დნეპროპეტროვსკი, უკრაინა)
3. 2008 წელი: ბექა გოცირიძე - 1 მილიონი ევრო (1.39 მილიონი დოლარი), "ზესტაფონიდან" - "დნიპროში.

7 თებერვალი
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა: ხორვატია, საბერძნეთი, ისრაელი, ლატვია და მალტა. ჯგუფი დაახლოებით თანაბარი დონის ნაკრებებით დაკომპლექტდა, წილისყრის შედეგებმა კი ჩვენი საფეხბურთო საზოგადოება დააიმედა.

14 თებერვალი
ფედერაციის სადისციპლინო კომისიამ "სიონი" - "სპარტაკის" (1:0) 5 თებერვალს გამართული მატჩი განიხილა. მატჩის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ შეხვედრა გარიგებული იყო. პროფლიგაში, ფაქტობრივად, დაადასტურეს, რომ გარკვეული ეჭვები ჰქონდათ.

სადისციპლინო კომიტეტმა დაადგინა, რომ ,,სიონისა" და,,სპარტაკის" მატჩი ჩატარდა ,,სამართლიანი თამაშის" პრინციპების დარღვევით, არასპორტულ ბრძოლაში და შედეგი 1:0 გააუქმა, ორივე კლუბს ჩაუთვალა წაგება (0:3) და დააჯარიმა 1000-1000 ლარით.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით კირკიტაძე:"მსგავსი აბსურდული და სასაცილო გადაწყვეტილება წარმოუდგენელია! თუ დაამტკიცეს, რომ ეს ჩაწყობილი შეხვედრა იყო, მაშინ ორივე გუნდი ლიგიდან უნდა გაეგდოთ".

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კი გადაწყვეტილება მოიწონა:"მთელი საქართველოა დაინტერესებულია ნორმალური ჩემპიონატის გამართვით და არა მაიმუნობით. გუნდების 60 პროცენტს სახელმწიფო აფინანსებს და ვალდებულიც ვართ, გავაკონტროლოთ, რა ხდება ჩვენს პირველობაზე".

17 თებერვალი
სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებას სკანდალური გაგრძელება მოჰყვა. "სიონის" და "სპარტაკის" ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ეროვნულ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე პროფლიგის ხელმძღვანელები ანგარებაში დაადანაშაულა.

,,სიონის" გენერალური დირექტორი ნუგზარ ლომთაძე:"აქ არაფერ შუაშია გარიგება. საქმე ლიგის ახალი ხელმძღვანელების პირად ინტერესებს ეხება".

მარტი

5 მარტი
ფედერაციის სააპელაციო კომიტეტმა "სიონისა" და "სპარტაკის" მოთხოვნა დააკმაყოფილა და 15 თებერვლის გადაწყვეტილება გააუქმა, გუნდებს მოეხსნათ სადისციპლინო სასჯელი, აღდგა მატჩის შედეგი (1:0 "სპარტაკის" სასარგებლოდ), კლუბებს კი სასჯელით გათვალისწინებული თანხის (1000-1000 ლარი) გადახდა აღარ მოუხდათ. "სიონსა" და "სპარტაკს" უკან დაუბრუნდებათ აპელაციის წარდგენისთვის გადახდილი 2000-2000 ლარი.

20 მარტი
"ზესტაფონისა" და რუსთავის "ოლიმპის" შეხვედრა 88-ე წუთზე შეწყდა. მიზეზი გუნდებს შორის ატეხილი ჯგუფური ჩხუბი იყო - მთავარმა არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ ჩათვალა, რომ თამაშის გაგრძელება შეუძლებელი იყო. 23 მარტს ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის წევრებმა ჩაშლილი შეხვედრის დეტალები განიხილეს და მეტოქეები დასაჯეს. შეხვედრის შედეგი (1:1) გააუქმდა, "ზესტაფონსა" და "ოლიმპს" წაგება (0:3) ჩაეთვალათ და 5-5 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.

დაისაჯნენ მოჩხუბარი ფეხბურთელები და გუნდების წარმომადგენლებიც: "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გიორგი ჭიაბრიშვილი (რომელიც ჩხუბის ერთ-ერთი წამქეზებელად ჩათვალეს), "ოლიმპის" მეკარეთა მწვრთნელი გია ბაბუაძე და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იური გაბისკირია. ეს უკანასკნელი ამ ყველაფრის წამქეზებლად ჩაითვალა, რადგან მასპინძელთა შეტევის დროს მოედანზე ბურთი შეაგდო და შეტევა ჩაშალა.

აპრილი
7 აპრილი
ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ წარმოადგინა პროექტი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში ცნობილი ქართული ბრენდების ჩართვას გულისხმობდა. პროექტის თანახმად, დაინტერესებულ კომპანიას კლუბის ანგარიშზე საგარანტიო მილიონი ლარი უნდა დაედო და თანხა სეზონის მსვლელობისას დაეხარჯა.

11 აპრილი
საფეხბურთო სკოლების, "ოლიმპისა" და "საბურთალოს" დამფუძნებლებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე დიდი საფეხბურთო სკოლის დაარსება გამოაცხადეს. გადაწყვეტილება "ოლიმპის" დამფუძნებელმა მამუკა გუგეშაშვილმა ხუმრობით ასე შეაფასა - ორი "ჟიგულიდან" ერთ "ფოლკსვაგენს" ავაწყობთო.

15 აპრილი
თბილისის "დინამოს" მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელი, ხორვატი ივო კატუშიჩი `ზესტაფონს" ინფორმაციებს აწვდიდა.

მაისი

19 მაისი
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლომაიამ სანაკრებო კარიერის დაასრულა:"აჯობებს, ეროვნულში აღარ ვითამაშო. ნაკრებიდან წასვლა ჯერ კიდევ ბულგარეთთან მატჩის შემდეგ მინდოდა".

28 მაისი
ქუთაისში "ტორპედოს" განახლებული სტადიონის გახსნას კომპანია "ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე ესწრებოდა. მან "ლელოსთან" საუბარში დაადასტურა, რომ კომპანიამ "ტორპედოს" პატრონობა გადაწყვიტა.

ივნისი
1 ივნისი
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "გაგრას" შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი უეფას თასის 2009 წლის მფლობელ დონეცკის "შახტარში" ნახევარწლიანი იჯარით ჩაირიცხა.

7 ივნისი
"ვიდეორეფერი პირველად საქართველოში უნდა გამოიცადოს", - უთხრა "ლელოს" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ. თუმცა აგვისტოში უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის თბილისური ვიზიტის დროს გაირკვა, რომ ამ ჩანაფიქრის განხორციელება არარეალური იყო.

ივლისი
8 ივლისი
ქურდული ტრადიციების მიმდევრობის ბრალდებით, სამართალდამცავებმა 8 ივლისს საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი დემეტრაძე დააკავეს.

19 ივლისი
"ლელომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სფფ-სა და თბილისის "დინამოს" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩის დახმარებით ჰოლანდიაში არნემის "ვიტესის" ყიდვას აპირებდა. ინფორმაცია სამი თვის შემდეგ, 18 სექტემბერს ოფიციალურად დადასტურდა.

ნოემბერში კი ცნობილი გახდა, რომ ჟორდანიამ ჰოლანდიური ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, იოჰან კრუიფს "ვიტესისა" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მრჩეველობა შესთავაზა, რაზეც კრუიფმა განაცხადა: "ამის თაობაზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ გრძელდება".

29 ივლისი
პროფლიგის მე-14 კონფერენციაზე ფეხბურთის ფედერაცია, პროფლიგა და"კოლხიდა" შეთანხმდნენ, რომ "კოლხიდა" დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს 2010 წლის 31 ივლისამდე შეასრულებდა ან კონტრაქტი გაწყდებოდა. საბოლოოდ კონტრაქტი მაინც გაწყდა და ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი სატელევიზიო პროექტი შეჩერდა.

აგვისტო
9-10 აგვისტო
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ესტუმრა. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ "თბილისი მარიოტში" შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე უეფას ფილოსოფიის შეცვლაზე ილაპარაკა.

21 აგვისტო
ცნობილი გახდა, რომ დაარსდა პირველი ქართული სპორტული არხი. ეს "ლელოს" ბიძინა ბარათაშვილმა უთხრა, არხის დამფუძნებელი "გლობალ მედია გრუპია".

31 აგვისტო
თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია "ვიტესში" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ჩაირიცხა.

სექტემბერი
7 სექტემბერი
საქართველო-ისრაელის ეროვნული გუნდების მატჩების შემდეგ თემურ ქეცბაიამ ეროვნული სტადიონის ბალახის საფარს ყანა უწოდა:"შეუძლებელია მოიგო, როცა ასეთ "ყანაში" თამაშობ. რა გახდა ორი მოედნის გაკეთება?! ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობა გვსურს, მაგრამ თბილისში იყო პლატინი, სტადიონი მოინახულა და ხომ შეხედავდა, რას ჰგავს მოედანი".

28 სექტემბერი
პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მალე თბილისში საქველმოქმედო მატჩის სათამაშოდ ევროპის ლიგის გამარჯვებული მადრიდის "ატლეტიკო"გვესტუმრებოდა.

ნოემბერი
23ნოემბერი
თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას წერტილი დაესვა - ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა განაცხადა, რომ კლუბის შენახვაზე უარს ამბობდა.

25 ნოემბერი
ხანგრძლივი უსპონსორობისა და უსახსრობის გამო, `ლოკომოტივის" სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ ეროვნული პირველობის ორგანიზებას ფედერაცია კისრულობდა.

ფაქტობრივად, ეს საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის გაუქმებას ნიშნავდა.

30 ნოემბერი
რუსთავის "ოლიმპი" ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ ჯაფარიძემ დატოვა. ამას შემდგომ რუსთავის "ოლიმპის" მეპატრონის ჯოზეფ ქეის, მეტი რომ არ ვთქვათ, უცნაური გადაწყვეტილება მოჰყვა - მან მთავარი მწვრთნელი რამაზ მუმლაძე გაათავისუფლა, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბს თამაში არ წაეგო.

"ოლიმპის" მთავარ მწვრთნელად თორნიკე მაისურაძე დაინიშნა. მუმლაძემ კი ქუთაისის "ტორპედოს" შემდეგ, სეზონში მეორე კლუბიც დატოვა - ამჯერად, მეპატრონის გადაწყვეტილებით.

დეკემბერი
8 დეკემბერი
"ლელომ" გაახმაურა თბილისის "დინამოს" ახალი მეპატრონის ვინაობა - ის 46 წლის ბიზნესმენი რომან ფიფიაა.

"თბილისის "დინამოს" პატრონობა იმიტომაც გადავწყვიტე, რომ ქვეყანა მიყვარს, საქართველოში კი ფეხბურთის განვითარების პოტენციალს ვხედავ. თბილისის "დინამომ" ქართულ ფეხბურთში თავისი ადგილი უნდა დაიბრუნოს", - განაცხადა ფიფიამ "ლელოსთან" საუბარში.

ახალმა მეპატრონემ კლუბის ტექნიკურ დირექტორად მურთაზ შელია მიიწვია, სელექციონერად - მიხეილ ჯიშკარიანი, მთავარ მწვრთნელად კახა კაჭარავა, დუბლების თავკაცად კი - "ოლიმპიდან" გაშვებული მუმლაძე.

ფიფია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს ლონდონში შეხვდა და კლუბის შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხები შეათანხმა.

15 დეკემბერი
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე გადაწყდა, რომ მე-19 საარჩევნო ყრილობა 22 იანვარს გაიმართება.

26 დეკემბერი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თემურ ქეცბაია საქართველოს 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

29 დეკემბერი
ფეხბურთის ფედერაციის პრესსპიკერმა ლაშა დვალიშვილმა განაცხადა, რომ "ტაოპრივატბანკთან" არსებული დავალიანების გამო ფეხბურთის ფედერაციას ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღეს. თუმცა მეორე დღეს კონფლიქტი შეთანხმებით დასრულდა და ფედერაციას ყადაღა მოუხსნეს.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


ნანახია: 798 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!