ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 17:29


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 10 » ვინ რა შემოსავალი მიიღო ევროთასებიდან
12:45
ვინ რა შემოსავალი მიიღო ევროთასებიდან

http://mindmillion.com/images/money/euro-money-geld.jpg


მიშელ პლატინი უეფაში რევოლუციონერის იმიჯით მივიდა და ამ სახელს ამართლებს კიდეც. კონტინენტური ფეხბურთი, რომელიც დასავლეთ ევროპის საკუთრებად იყო ქცეული, უეფას პრეზიდენტმა აღმოსავლეთ ევროპისა და ღარიბი ქვეყნებისთვისაც სარფიანი და ხელმისაწვდომი გახადა. ორგანიზაციამ "სოლიდარობის ფონდიდან" ღარიბებისთვის მეტი თანხის გადახდა დაიწყეს, მათთვის გამოიყო მეტი ადგილი აღმასკომსა და სხვადასხვა კომიტეტებში. შედეგად, ევროტურნირებიდან, ქართული კლუბების ბიუჯეტებიც უფრო გამდიდრდა.

საინტერესოა, ევროპულ ტურნირებში წლევანდელი მონაწილეობით ქართულმა კლუბებმა რა თანხების მიიღეს? თანხები ხშირად იცვლება და თუკი ადრე უეფა კლუბებს მხოლოდ ტრანსპორტირებისთვის საჭირო ოდენობით უხდიდა, ახლა ეს დახმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1996 წელს თბილისის "დინამო" უეფას თასის მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა და იმ დროისთვის ფანტასტიკური თანხა - 470 ათასი შვეიცარიული ფრანკი მიიღო - ეს დღევანდელი კურსით დაახლოებით 310 ათასი დოლარია. თუმცა მაშინდელი ფანტასტიკა დღეს სასაცილო თანხაა, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წაგებული გუნდები უფრო მეტს იღებენ. ამაზე ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცხრილი და ფაქტები მეტყველებენ:

                                                        ჩემპიონთა ლიგა               ევროპის ლიგა
საპრიზო ფონდი                                      1.09 მლრდ.                    ?
საკვალიფიკაციო ეტაპის რაუნდი                 130.000                         90.000
ჯგუფურ ეტაპზე გასვლა                           3.8 მლნ                         600.000
ჯგუფური ეტაპის მატჩი                           550.000                         50.000
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის           3.3 მლნ, 6 მატჩი             300.000, 6 მატჩი
ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებისთვის             800.000                         120.000
ჯგუფურ ეტაპზე ფრისთვის                      400.000                         60.000
ჯგუფურ ეტაპიდან გასვლისთვის                    -                              3 მლნ.
1/16 ფინალში გასვლისთვის                          -                              180.000
1/8 ფინალში გასვლისთვის                            -                              270.000
1/4 ფინალში გასვლისთვის                       3.3 მლნ                          360.000
1/2 ფინალში გასვლისთვის                       4 მლნ                             630.000
ფინალში გასვლისთვის                            5.2 მლნ                           2 მლნ.
გამარჯვებისთვის                                   9 მლნ                            3 მლნ
* - შენიშვნა:  თანხები მოცემულია ევროში

ამ ციფრების მოპოვება რთული აღმოჩნდა. ინფორმაცია გასაიდუმლოებული არ არის, მაგრამ უეფა, რომელიც კლუბების ბიუჯეტების გამჭვირვალეობას სთხოვს, თავად საფინანსო შინაარსის ინფორმაციას ერთად თავს არ უყრის და საჯაროს არ ხდის.
პლატინიმ უეფას "სოლიდარობის ფონდიდან" ნაადრევად გავარდნილი გუნდებისთვის დახმარების მოცულობა გაზარდა და ახლა ჩემპიონთა ლიგის თითოეული საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობისთვის, კლუბი 130 ათას ევროს იღებს, ევროპის ლიგის ეტაპზე კი 90 ათას ევროს. საერთოდ, ჩემპიონთა და ევროპის ლიგის საპრიზო ფონდებს შორის დიდი განსხვავებაა.

უცნაურია, მაგრამ მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი ფეხბურთს არ შეხებია: გასულ სეზონში ლიგაში გასვლისთვის 3 მილიონ ევროს იძლეოდნენ, ახლა - 3.8-ს, ჯგუფში თითოეული მატჩისთვის, 400 ათასის ნაცვლად, 550 ათასს. მოგებისთვის კი შემოსავალი მთელი 200 ათასით გაიზარდა (800 ათასი, ნაცვლად 600 ათასისა) და ა.შ.

საშუალო ევროპული შეძლების გუნდი, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლით ერთი წლის ბიუჯეტს მიიღებს, ანუ 7.1 მილიონ ევროს - 3.8 მილიონს ჯგუფში გასვლისთვის, ხოლო 3.3 მილიონს ჯგუფის ექვსივე მატჩში მანაწილეობისთვის, ერთი მოგება კი დამატებით 800 ათასია. მოკლედ, ევროპულ ფეხბურთში დიდი თანხები ტრიალებს.

თუმცა ჩვენთვის ეს მაღალი მატერიაა და მოდით, უფრო "მშობლიურ" თემებს შევეხოთ: წლევანდელი ევროთასებიდან რომელმა ქართულმა კლუბმა რა თანხა მიიღო და ვინ უფრო გამდიდრდა.

"ოლიმპი"

ლიგის თითოეული საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის აღებული თანხის გარდა (130 ათასი ევრო), უეფა ჩემპიონს დამატებით 200 ათას ევროს ტიტულის მოპოვებისთვის ურიცხავს. ანუ, ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე, აქტიუბინსკის "აქტობესთან" გამოვარდნილი რუსთავის "ოლიმპის" (0:2, 1:1) ბიუჯეტი 330 ათასი ევროთი შეივსება (თანხა ტურნირის შემდეგ დაირიცხება). რუსთაველებმა, რომელთა წლიური ბიუჯეტი 1.2 მილიონ დოლლარს არ აღემატება, თანხის მესამედი გამოიმუშავეს.

"დინამო"

ტალინის "ფლორასა" (2:1, 1:1) და შვედური "გეფლეს" (2:1, 2:1) ძლევის შემდეგ თბილისის "დინამო" გრაცის "შტურმთან" (0:2, 1:1) დამარცხდა. სამ ეტაპზე მონაწილეობისთვის, თბილისელები 270 ათას ევროს მიიღებენ. მართალია, კლუბმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 მატჩი მოიგო და 2 ფრედ დაასრულა, მაგრამ ამისთვის პრემიალურ თანხას ვერ მიიღებს - ჩემპიონთა და ევროპის ლიგის კვალიფიკაციაში მოგებასა და ფრეზე უეფა პრემიებს არ გასცემს.

"ზესტაფონი"



"ზესტაფონმა" დაამარცხა სან მარინოს "ფაეტანო" (5:0, 0:0), სლოვაკეთის "დუკლა" (3:0, 0:1) და ლვოვის "კარპატთან" დამარცხდა (0:1, 0:1). მესამე ეტაპზე გაღწევისთვის იმერული კლუბის ბიუჯეტი 270 ათასი ევროთი გამდიდრდება. 

"ვიტ ჯორჯია"

"ვიტ ჯორჯია" ყველაზე ცოტას დასჯერდა: საქართველოს თასის მფლობელმა ტიტულების სია კი გაიმდიდრა, მაგრამ ფინანსურად დაზარალდა, რადგან ევროპის ლიგის გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი გამოტოვა და ამით 90 ათასი ევრო დააკლდა. მეორე ეტაპზე ჩეხეთის "ბანიკთან" დამარცხებით (0:6, 0:0) კი ტურნირსაც გამოეთიშა. ვეტერინარები მხოლოდ 90 ათას ევროს დასჯერდნენ.

სატელევიზო შემოსავლები

უეფადან ზემოთ დასახელებული შემოსავლის გარდა, კლუბები ბიუჯეტს სატელევიზიო კონტრაქტებითაც ამდიდრებენ. ევროპულ ტელესააგენტოებთან ხელშეკრულებები ჩვენს კლუბებსაც აქვთ გაფორმებული, მაგრამ ამას ფაქტობრივად, ფორმალური სახე გააჩნია, რადგან ქართული გუნდები ევროთასებს ნაადრევად ეთიშებიან და რაც მთავარია, საწყის ეტაპზე მონაწილე გუნდების უმრავლესობასთან რეპორტაჟებს ჩალის ფასი აქვს.

ასე მოხდა წელსაც და ერთადერთი გამონაკლისი თბილისის "დინამო" გახლდათ, რომელსაც მეტ-ნაკლებად ნორმალური თანხა მიიღო.
"დინამო"-"შტურმის" შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი ავსტრიის ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გადასცა. ტელეკონტრაქტით მიღებული თანხა საკლუბო საიდუმლოა, მაგრამ საქმეში ჩახედულმა პიროვნებამ გვითხრა, რომ თბილისურმა კლუბს ტელესააგენტოდან 22.000 ევრო გადაუხადეს. მცირე თანხაა, მაგრამ კარგი ისაა, რომ შემოსავლის ეს წყარო "დინამოს" გამოადგა ზედმეტი შემოსავალი კი არც ერთ ქართულ კლუბს არ აწყენს.

სხვათა შორის, საინტერესოა, რომ მატჩის რეპორტაჟების შესყიდვისას, ტელესააგენტოები გუნდის სახელს და ისტორიას ითვალისწინებენ. "დინამო" კი საქართველოში უპირველესი საკლუბო ბრენდია და აქედან გამომდინარე, სხვა ქართულ კლუბებზე უკეთეს ტელეკონტრაქტს სთავაზობენ, ჩემპიონზე უკეთესსაც კი - ერთსა და იმავე ტურნირში, ერთსა და იმავე მეტოქესთან, "დინამოს" მატჩი მეტად ფასობს, ვიდრე "ზესტაფონის", "ვიტ ჯორჯიასა" და "ოლიმპის".

ევროთასების შემდეგ "დინამოს" ბიუჯეტი კიდევ ერთი სარფიანი გარიგებით გაიზარდა - "ვიტესში" გადასული გურამ კაშიას სანაცვლოდ, თბილისელებმა საკომპენსაციო თანხა მიიღეს, რაც 100 ათას ევროს აღემატება. ანუ ზაფხულში "დინამომ" ყველაზე მეტი, 392 ათასი ევრო გამოიმუშავა, რაც დღეისათვის კლუბის ბიუჯეტის შესავსებად სოლიდური თანხაა. თუმცა, კაშიას ტრანსფერიდან მიღებულ თანხას ევროთასების შემოასავლებში არ ვითვალისწინებთ.

აქვე ვიტყვით, რომ ყველაზე სასურველი გერმანულ კლუბებთან დაპირისპირებაა, რადგან ამ მატჩებში ტელესააგენტოები ყველაზე მეტ თანხას იხდიან - გერმანიას მსოფლიო ფეხბურთის ფინანსურ გულს ტყუილად არ ეძახიან. გერმანელების შემდეგ, დაფასებული არიან  ინგლისის, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის კლუბები. მეორე კატეგორიის ქვეყნებია თურქეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, შვეიცარია, ავსტრია, შვედეთი, ნორვეგია, დანია და ბელგია. პრემიერლიგაში უზარმაზარი ინვესტიციის დაბანდების შემდეგად, ამ კატეგორიას რუსეთიც დაემატა. ყველა დანარჩენი ქვეყნის გუნდი "სხვების" კატეგორიაშია, მათ შორის, საქართველოს გუნდები, რომლებთან მატჩიც, ფაქტობრივად, არაფრისმომტანია.

ასე მოუვიდა "ზესტაფონს": "კარპატის" ზესტაფონური მატჩის რეპორტაჟი ლვოვის ტელევიზიით გადასცეს და ბუნებრივია, ქართულ გუნდს სატელევიზიო შემოსავალი ეკუთვნოდა, თუმცა, მეტად მცირე თანხა - უკრაინაც "სხვებს" განეკუთვნება და ლვოვის ტელევიზიამ სატელევიზიო რეპორტაჟი 10 ათას დოლარად შეიძინა, რაც დაახლოებით 7.860 ევროს ექვივალენტურია.

"ოლიმპი"-"აქტობეს" მატჩის რეპორტაჟის გადაცემა ყაზახებს კი სურდათ, მაგრამ მხოლოდ 5.000 დოლარს იხდიდნენ. ეს თანხა ქართული მხარის ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებდა და უარით გაისტუმრეს. აქედან გამომდინარე, "ოლიმპმა" ტელერეპორტაჟით ვერ იხეირა. "ვიტ ჯორჯია"-"ბანიკის" მატჩის რეპორტაჟი "სხვების" კატეგორიაში მოხვედრილ ჩეხეთში არ გადაუციათ და ვეტერინარებმა ტელეკონტრაქტით მიზერული თანხაც ვერ მიიღეს.

ასე რომ, ევროტურნირებიდან მიღებული შემოსავლებითაც, ქართულ კლუბებში რუსთავის "ოლიმპი" ჩემპიონობს. საერთო სურათი ამგვარად გამოიყურება.

გუნდი                    უეფას სოლიდ. ფონდიდან         ტელერეპორტაჟიდან        სულ
ოლიმპი                  330.000 EU                                  -                          330.000 EU
დინამო                  270.000 EU                           22.000 EU                     292.000 EU
ზესტაფონი             270.000 EU                           7.860 EU                      277.860 EU
ვიტ ჯორჯია             90.000 EU                               -                              90.000 EU

"ლელოს" მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ ევროპის კლუბების ასოციაციაში "ვიტ ჯორჯია" მომზადა წინადადება: ევროთასების საწყისი ეტაპიდან გამოვარდნილი კლუბებს, უეფას სოლიდარობის ფონდიდან შემოსავლების 4,4 პროცენტის ნაცვლად, 10 პროცენტი გადაუხადონ. წინადადება 14 ქვეყნის წარმომადგენელმა გაიზიარა და თუკი მისი გატანა ორ წელში მაინც მოხერხდება, ჩვენნაირი ქვეყნის ჩემპიონი მინიმუმ 750 ათას ევროს მიიღებს: 450.000-ს ჩემპიონობისთვის, ლიგის ერთი ეტაპზე მონაწილეობისთვის კი - 300.000-ს.

ბევრად ნაკლებია გათვალისწინებული ევროპის ლიგის ერთი ეტაპის მონაწილე გუნდისთვის - 200.000 ევრო. რეალობიდან გამომდინარე, ეს ქართული კლუბებისთვის სერიოზული დახმარება იქნება. ისიც უნდა ვთქვათ, რომ გასულ წელს ევროპის კლუბების ანსამბლეაზე მსგავსი წინადადება თბილისის "დინამოს" მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ წარადგინა.

უეფადან დარიცხული თანხები ჩვენი კლუბებისთვის შემოსავლის წყაროდ იქცა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია: უეფა მალე აპირებს, რომ კლუბების ფინანსური მდგომარეობა გააკონტროლოს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, უეფა ითხოვს, კლუბის ოფიციალური შემოსავალი მისივე დანახარჯს არ აღემატებოდეს. ამით ორგანიზაციის პრეზიდენტ მიშელ პლატინის ევროპულ ფეხბურთში ტოტალიზატორებიდან და კრიმინალური სამყაროდან შესული ფულის ნაკადის შეჩერება სურს, რამაც გარყვნა და წალეკა ეს სახეობა.

თუმცა იდეალური ვარიანტი სულ სხვაა: ამგვარად გამდიდრებასა და უეფას შემოსავლების იმედად ყოფნას, ჩვენი კლუბების ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა გვირჩევნია. ასე ბევრად უფრო დამსახურებული შემოსავლები გვექნება.


"ლელო"

ნანახია: 1769 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!