ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 16
"თბილისობას" გულშემატკივრები დიდ საფეხბურთო ზეიმსაც ელიან. საერთაშორისო
ტურნირი, რომელშიც საქართველოს 21-წლამდელთა გარდა, ბრაზილიის, არგენტინისა
და ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებებიც მიიღებენ მონაწილეობას, სწორედ
"თბილისობის" დღეს უნდა დაიწყოს. ცნობილია, რომ იგეგმება თვით პელეს
ჩამოსვლაც. "ფეხბურთის მეფემ" ოთხთა ტურნირის გამარჯვებულს მისივე
სახელობის თასი უნდა გადასცეს...
თუმცა, სამწუხაროდ, ის არის, ამ
ტურნირის საკითხი ჯერ კიდევ ჰაერშია გამოკიდებული. არადა, სამხრეთამერიკული
მხარე ნიკო პატარქალიშვილს კონტრაქტების გაფორმებას სთხოვს...
დიეგო
მარადონას ჩამომყვანმა პატარქალიშვილმა გუშინ კიდევ ერთი პრესკონფერენცია
გამართა და სიახლეებზე ისაუბრა. მასმედიასთან შეხვედრაზე, რომელ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
უეფას დირექტორი დავით პეტრიაშვილი და მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ემსახურებიან. 17 აგვისტოს ქართული დუეტი ერთად აკონტროლებდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშის მატჩს კიევში, ადგილობრივ "დინამოსა" და "აიაქსის" შორის.
სამშაბათ-ოთხშაბათს კი, ჯგუფური ეტაპის სტარტზე, უეფამ ისინი სხვადასხვა მატჩებზე გადაანაწილა: კვარაცხელია დონეცკის "დონბასარენაზე" "შახტარისა" და ბელგრადის "პარტიზანის" მატჩზე მიავლინა, პეტრიაშვილი კი ბურსაში, იქაური "ბურსასფორისა" და "ვალენსიას" მატჩს დირექტორობდა.
შესახებ: |
გია კვარაცხელია თბილისის "დინამოს" შეუთანხმდა და, სავარაუდოდ, მალე კლუბში ჩაირიცხება. ინფორმაცია უკვე დადასტურებულია, მაგრამ მხარეები ჯერ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ. 30 წლის ნახევარმცველი, რომელსაც კარიერის განმავლობაში რამდენიმე კლუბის მაისურა მოურგია, ორი დღეა ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბში ვარჯიშობს.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადახედა მოსკოვის ლოკომოტივისა და ცეესკას თამაშს, სადაც მალხაზ ასათიანსა და მოწინააღმდეგის ნახევარმცველს შორის დაპირისპირება მოხდა.
ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ, კომიტეტმა გადაწყვიტა ფეხბურთელებს ოთხ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯოს. ასეთივე სასჯელი მიიღო ზენიტის ნახევარმცველმა შიროკოვმა რომელმაც ტომის მეკარეს სახეში უთავაზა.
"შეურაცხმყოფელი ქცევისთვის ასათიანს და გონსალესს ოთხ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მივუსაჯეთ. მათი მოქმედება შევაფასეთ როგორც აგრესია. რაც შეეხება შიროკოვს ისიც ოთხ თამაშს გამოტოვებს. შესაძლოა მასზე პროვოცირებას ქონდა ადგილი მაგრამ მას თავის შეკავება მართებდა."-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ კატკოვმა
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|