ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 03
ბოლო მომენტამდე უცნობი იყო, იხილავდა თუ არა ქართველი მაყურებელი ჩვენი საფეხბურთო ნაკრების დღევანდელ თამაშს. მოგეხსენებათ, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩს ქართველები ათენში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ მართავენ და ტექნიკური-ფინანსური სირთულეების გამო ამ მატჩის ტელეტრანსლაციის მოწყობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. საბედნიეროდ, ყველა პრობლემა მოგვარებულია და "პირველი არხის" ეთერით საშუალება გვექნება, თვალყური მივადევნოთ საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ გუნდთა მატჩს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს იქნება ჩვენი ნაკრების პირველი ოფიციალური მატჩი თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით.
შესახებ: |
ქართველი ნახევარმცველი
დავით მუჯირი თბილისის ”დინამოში” ვარჯიშობს. როგორც championat.ge-სთვის
გახდა ცნობილი, ორივე მხარეს შორის შეთანხმება მიღწეულია და რამდენიმე
დღეში ”მუმუ” ”დინამოსთან” ხელშეკრულებას გააფორმებს.
32 წლის მუჯირი ქვეყნის უტიტულოვანესს კლუბში 1994-1998 წლებში
თამაშობდა. ”დინამოს” მაისურით ჩატარებულ 59 შეხვედრაში მან 24 გოლის
გატანა მოახერხა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ის ტირასპოლის ”შერიფის”
ღირსებას იცავდა, შემდეგ იყო გრაცის ”შტურმი” და მოსკოვის ”ლოკომოტივი”.
საქართველოს ნაკრებში 26 შეხვედრაში დათოს 1 გოლი აქვს გატანილი.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
დღეს ათენში საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩით ჩვენი გუნდი ევრო 2012-ის აღმართს შეუყვება. თემურ ქეცბაია ციკლს გასვლითი შეხვედრით იწყებს და ბუნებრივია, როგორც ყოველთვის, ქართველი გულშემატკივარი კარს მომდგარ შესარჩევს იმედით ელის...
შეიძლება, ბევრს არ სჯერა, მაგრამ ფაქტია - ხანგრძლივი კრიზისისა და იმედგაცრუებების მიუხედავად, ქართველი ქომაგი მოუთმენლად ელის რეპორტაჟს ათენიდან, რომელსაც...
რომელსაც ვნახავთ თუ არა, ახლაც არ ვიცით, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ გუშინ "ლელოს" რედაქციაში ტელეფონის ზარი არ შეწყვეტილა - გულშემატკივარს აინტერესებს, იქნება თუ არა ათენური მატჩის ტრან
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
გულშემატკივართა ყურადღება კალათბურთისკენ. ჩეთინერი ტრავმას და... ეროვნულ ნაკრებს უჩივის გუშინ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში გაემგზავრა, საიდანაც საქარიაში ავტობუსით გააგრძელა გზა. ამ ქალაქში ჩვენი გუნდი 4 სექტემბერს ადგილობრივ თანატოლებს შეხვდება. ამ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება - მეორე (თურქეთი) და მესამე (საქართველოს) ადგილზე მყოფ კონკურენტებს შორის გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მშვენიერი შანსი უჩნდება. თურქებს 13 ქულა აქვთ, ჩვენ კი 12.
ოთარ გაბელიას დანაკლისზე ცნობილია - გუნდს ვერ დაეხმარებიან ტრავმირებული ლევან ყენია, მათე ვაწაძე და ნიკა ძალამიძე, ასევე - დისკვალიფიცირებული გიორგი ხიდეშელი
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
| დღეს 22:45
საბერძნეთი vs საქართველო | |
დღევანდელი დღე ქართული ფეხბურთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია - საქართველოს ეროვნულ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|