ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 02
საიტის ადმინისტრატორის სამხედრო სამსახურში ყოფნის გამო, დღეს სიახლეები აღარ გამოქვეყნდება. საიტი მუშაობას განაგრძობს ხვალ.
შესახებ: |
"ჯენოას" პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც კახა კალაძემ კარიერის გაგრძელება მის კლუბში გადაწყვიტა. პრეციოზის თქმით, ქართველმა მცველმა "იუვენტუსში" გადასვლა იმიტომ იუარა, რომ არ სურდა, "მილანის" მიერ განხორციელებული სხვა ტრანსფერის ნაწილი გამხდარიყო. შეგახსენებთ, როსონერი ტურინელებისგან ფაბიო გროსოს ყიდვას აპირებდა და სურდა, ამ გარიგებაში ქართველო მცველიც ჩაერთო.
"კალაძეს არ უნდოდა მეორეახრისხოვანი ფეხბურთელის როლში ყოფნა და ჩვენთან ამიტომაც მოვიდა", - განაცხადა პრეციოზიმ.
"ჯენოამ" კახას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. "მილანში" გატარებული ცხრანახევარი წელიწადის განმავლობაში კალაძემ აწ უკვე ყოფილი კლუბის მაისურით 280 მატჩი ჩაატარა. "ჯენოას" შემადგენლობაში დებიუტი კი მას სავ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
მიხეილ ხუციშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მენეჯერობა დაიწყო. 20 წლის ფლეიმეიკერს ზედმეტმა დატვირთვებმა გულის პრობლემები გამოუმზეურა და კარიერის ნაადრევად დასრულება ამიტომ გადაწყვიტა. ის ბოლოს სერბეთში, ნოვი სადის "ვოევოდინაში" თამაშობდა.
ხუციშვილის თქმით, "ვიტესში" ჩაირცხვამდე ესპანეთის პრიმერა დივიზიონის "რასინგში" გადასვლას გურამ კაშიას სთავაზობდა. "ესპანელები კაშიათი დაინტერესდნენ, მაგრამ გასინჯვას სთავაზობდნენ და არა კონტრაქტს. საბოლოოდ, "ვიტესში" პირდაპირ კონტრაქტით ჩარიცხვის საშუალება გაუჩნდა და ბუნებრივია, ეს უფრო აწყობდა", - ამბობს ხუციშვილი.
მისი რეკომენდაციიით "ვოევოდინაში" თბილისის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი აიყვანეს. მართალია, გასული სეზონის შემდეგ, გიორგი
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თბილისში მზადება გუშინ, საგურამოს ბაზაზე ვარჯიშით დაასრულა. 21-წლამდელები დღეს თურქეთში გაემგზავრებიან. ჩვენი ახალგაზრდები ამ ქვეყნის ნაკრებთან ევროპის 2011 წლის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა შეხვედრას 4 სექტემბერს, საქარიას სტადიონზე გამართავენ. თბილისის დროით მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის არბიტრად უეფამ სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩი დანიშნა.
ოთარ გაბელია თურქეთთან 20 ფეხბურთელის ამარა მიემგზავრება, მათგან ორი - გიორგი განუგრავა და თემურ შარაშენიძე (ორივე - "დიორი ეტო") ნაკრებს საქარიაში შეუერთდებიან. გუნდს გაყვება გიორგი ხიდეშელიც, მიუხედავად იმისა, რომ ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო თამაშის უფლება მხოლოდ 7 სექტემბერს თბილისში სომხეთის ნაკრებთან აქვს. ჩვენი გუნდის თურქეთს ამ შემადგენლობით
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|