ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 09
საქართველოს ნაკრებისა და ნალჩიკის "სპარტაკის" შემტევმა ნახევარმცველმა
გოგიტა გოგუამ ეროვნულში გუნდში კვლავაც ჩვეული თავდადებით ითამაშა. მაგრამ
ისიც ვთქვათ, რომ მონდომებული იყო ჩვენი ნაკრების უკლებლივ ყველა
ფეხბურთელი. ეგ არის ოღონდ, რომ მარტო მონდომება გამარჯვებისთვის საკმარისი
არ არის. ესე იგი, თემურ ქეცბაიას გუნდს რაღაც დააკლდა გამარჯვებისთვის... მაინც
რა? ამის გაგება გოგიტა გოგუასგან ვცადეთ. ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით
მოედნის უხარისხობასაც. თუმცა მიზეზები უფრო ღრმადაა საძებნელი, ეს კი
მთავარი მწვრთნელის საქმეა და თემურ ქეცბაიას ალბათ გარკვეული დასკვნებიც
ექნება გაკეთებული... ჩვენ კი დავუბრუნდეთ გოგუას. მიმდინარე რუსული
სეზონის ბოლოს გოგუას ნალჩიკელებთან კონტრაქტი ეწურება. ის ხელშეკრულების
გაგრძელებას არ ჩქარობს. საინტერესოა, რომელი იქნება გოგუას ახალი კლუბი
(თუ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი, 28 წლის ნახევარმცველი გიორგი
ნერგაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც აფრიკული ქვეყნის
ჩემპიონატში ითამაშა და პირველი ქართველი მეგოლეცაა. ნერგაძე სამხრეთ
აფრიკის პრემიერ სუპერლიგის "მოროკა სვოლოუსის" წევრია. ის ჩემპიონატის
მე-2 ტურში სასტარტო შემადგენლობაში იყო კეიპთაუნის "აიაქსის" წინააღმდეგ.
თავის მეორე შეხვედრაში აფრიკის კონტინენტზე ნერგაძემ პირველი გოლი გაიტანა
- მე-40 წუთზე მან "აიაქსის" კარი დალაშქრა. ქართველის გოლმა
იოჰანესბურგელებს ვერ უშველა, სტუმრებმა 3:2 მოიგეს. "მოროკა სვოლოუსს",
რომელსაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი გერმანელი სპეციალისტი რაინერ ცობელი
წვრთნის, 2 მატჩიდან ქულაც არ აუღია.
<
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე 57 წუთით (!) ადრე საქართველოს
ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ მისამართი შეიცვალა - "ჯენოასთან"
2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გუშინ ლიგურიული კლუბის მესვეურებმა ქართველი
ახალწვეული მასმედიისა და გულშემატკივართა წინაშე წარადგინეს.
შესაბამისად, კალაძემ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა და იტალიურ
ვებგვერდებზე ამ თემაზე გამოქვეყნებული მასალები ჩვენი მკითხველისთვის
ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს. პოპულარულმა იტალიურმა საიტებმა ამ თემაზე
არაერთი მასალა გამოაქვეყნეს.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
გულვერდ თომაშვილი: "თამაში ფეხბურთელებმაც და მწვრთნელმაც წავაგეთ"
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა 2011 წლის ევროპის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩი სომხეთთან, საკუთარ მოედანზე 2:0 წააგო და ჯგუფში მესამე
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ჩვენი კოლეგა, "ვიტ ჯორჯიას" სპორტული დირექტორი და საზოგადოებასთან
ურთიერთობის მენეჯერი დავით თავართქილაძე ამ დღეებში დაბრუნდა
შვეიცარიიდან, სადაც ევროპის კლუბების ასოციაციის ასამბლეას დაესწრო.
მისგან საინტერესო ამბები გავიგეთ:
- ასამბლეა 6-7 სექტემბერს
ჟენევაში გაიმართა. საქართველოდან მას ორი კლუბის წარმომადგენელი დაესწრო -
"ვიტ ჯორჯიადან" თქვენი მონა-მორჩილი, თბილისის "დინამოდან" კი კლუბის
მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე, აგრეთვე მალხაზ კაკაბაძე. "დინამო"
ორგანიზაციის ორდინარული წევრია, "ვიტ ჯორჯია" კი - ასოცირებული, რადგან
რეიტინგიდან გამომდინარე, საქართველოს მხოლოდ ერთი ორდინარული წევრის ყოლის
უფლება აქვს. ევროპის კლუბების ასოციაცია G 14-ისა და ევროპის კლუბების
ფორუმის ბაზაზე ჩამოყალიბ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
დავით მუჯირმა თბილისის "დინამოში" რომ დაიწყო ვარჯიში, უკვე გაცნობეთ. ახლა კი თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 12 წლის შემდეგ, მუჯირი ისევ "დინამოში" ითამაშებს. ახალი ფეხბურთელი უკვე კლუბის განაცხადშია შეყვანილი და უახლოეს მატჩში მონაწილეობის უფლებაც აქვს. შესაძლოა, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, მუჯირის ხელახალი დებიუტი 11 სექტემბერს ფოთის "კოლხეთთან" მატჩშიც კი შედგეს. იმასაც აღვნიშნავთ, რომ მუჯირსა და "დინამოს" შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადა 2011 წლის იანვარში ამოიწურება. თუმცა, როგორც კლუბის პრესატაშე გიგა გვენცაძემ გვითხრა, ფეხბურთელის სურვილის შემთხვევაში, ხელშეკრულება შესაძლოა გახანგრძლივდეს კიდეც.
კარიერის განმავლობაში, დათო თითქმის მუდმივად 20 ნომრიანი მაისურით თამაშობდა. თუმცა ამჯერად სხვა ნომრის არჩევა მოუწევს, რადგან "დინამოში" 20 ნომრით ბრაზილიელი რობერტინიო ასპარეზობს.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
სტადიონის დირექტორს საფარს შეცვლა სურს, თუ... საქართველო-ისრაელის ნაკრებთა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "ჯვაროსანთა" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მოედნის საფარის მდგომარეობაზე ილაპარაკა - შეუძლებელია მოიგო, როდესაც ასეთ ყანაში გიწევს თამაშიო. შემდეგ ეს თემა ნაკრების მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმაც განავრცო. ბუნებრივია, ობიექტურობა ორივე მხარის მოსმენას მოითხოვს. ამიტომაც დავუკავშირდით ერონული სტადიონის დირექტორ სანდრო შახოვს, რომელიც თავადაც ყოფილა დაინტერესებული, გულშემატკივრისთვის აეხსნა, რატომ არ იყო საფარი სასურველ მდგომარეობაში.
- ბატონ სანდრო, თქვენთვის ცნობილი იქნება ქეცბაიას განცხადება... - რა თქმა უნდა და კარგადაც მესმის, რომ თემური სატკივარზე გულახდილად ლაპარაკობდა. ნაკრებისთვის, და საეროდ, ნებისმიერი გუნდისთვის, მოედნის საფარის ხარისხს მართლაც დიდი მნიშვნელობ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|