ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 30
როგორც ვწერდით, სანოემბრო ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად საქართველოს ნაკრებს სამი ვარიანტი ჰქონდა - ჩინეთი, ბელარუსი და ავსტრია. ვარიანტად ვერ განვიხილავთ ბურკინა ფასოს, რადგან ფეხბურთის ფედერაციამ ამ აფრიკულ ქვეყანას უმალ უარი უთხრა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ავსტრიასთან გაჯიბრებაც გამორიცხულია - 17 ნოემბერს ეს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ჩვენს მეტოქე საბერძნეთს უმასპინძლებს.
გაგიკვირდებათ და, მეორე პოტენციური სპარინგპარტნიორიც ჩვენი ჯგუფის სხვა მეტოქემ წაგვართვა - 17 ნოემბერს ჩინეთის ნაკრებს ალექსანდრ სტარკოვსის ლატვია ესტუმრება.
შესაბამისად, სამიდან ერთი ვარიანტი დაგვრჩა - ბელარუსი. ბერნდ შტანგეს გუნდი ოქტომბერში ჯერ ლუქსემბურგს ეთამაშება სტუმრად, მერე კი ალბანეთს უმასპინძლებს. ბელარუსებს სურთ, საქართველოს მინსკში უმასპინძლონ. მხარეებს შორის მოლაპარაკება გრძელდება და ვნახოთ რა შედეგს მოიტანს.
როგორც ი
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ეროვნული ნაკრების თამაშამდე დიდი დრო არაა დარჩენილი - 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები თბილისში მალტას უმასპინძლებს. ემზადება ეროვნული სტადიონიც. გეხსომებათ, ისრაელთან მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ სტადიონის ბალახის საფარს "ყანა" უწოდა...
რა შეიცვალა 7 სექტემბრის შემდეგ და რა კეთდება საფარის გასაუმჯობესებლად? ამის თაობაზე კიდევ ერთხელ დაველაპარაკეთ კომპანია "გრინტექსის" დირექტორ დავით ენდელაძეს, რომელიც საფარის ხარისხზეა პასუხისმგებელი...
- ბატონო დავით, რა გა
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ ვარჯიში განაახლდა. 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ფეხი სამჯერ მოიტეხა, ამჟამად დნეპროპეტროვსკშია და "დნიპროში" ვარჯიშობს - ეს ინფორმაცია მისი ოჯახისგან შევიტყვეთ.
"საბედნიეროდ, ჯაბამ მკურნალობა დაასრულა და ვარჯიშს შეუდგა. მართალია, ფეხი ჯერ კიდევ აწუხებს და ხელს უშლის, მაგრამ გერმანელმა ექიმმა დაამშვიდა - ტკივილები მალე შეგიმსუბუქდება და გაგივლისო", - გვითხრა ფეხბურთელის მამამ. კანკავას "დნიპროსთან" კონტრაქტი 2011 წლის დეკემბერში უმთავრდება. ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებოდა, მაგრამ უიღბლობამ დატანჯა. გასულ ზამთარს კანკავამ სულ 3 შეხვედრა ჩაატარა. ვარჯიშის
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ მალტის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩისათვის ირაკლი კლიმიაშვილი გამოიძახა. კლიმიაშვილი ეროვნულს მას შემდეგ დაემატა, რაც ნაკრებში ტრავმის გამო მათე ვაწაძისა და დავით დევდარიანის თამაში გამოირიცხა.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|