დღეს გამოქვეყნდა ფიფა/კოკა-კოლას სექტემბრის თვის მსოფლიო რეიტინგი, სადაც საქართველოს ნაკრები, როგორც იქნა საუკეთესო ასეულს დაუბრუნდა და 357 ქულით 89-ე ადგილი დაიკავა. ჩვენმა გუნდმა წინა თვესთან შედარებით 21 პოზიციით წინ წაიწია. რეიტინგში საქართველოს ნაკრები მოთავსებულია კანადისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებების შორის. ნამდვილად სასიამოვნოა ქეცბაიას ნაკრების ასეთი პროგრესი. ჩვენს მეტოქეებს რაც შეეხებათ, დიდი რეგრესი აქვს ლატვიას, რომელიც 49-ე პოზიციიდან 68-მდე ჩამოქვეითდა. ორი საფეხურით დაწინაურდა ისრაელის ნაკრები და ახლა 36-ე ადგილი უჭირავს. ერთი პოზიცია დათმო მალტის ნაკრებმა და "საპატიო" 150-ე 151-ეზე გაც
... კითხვის გაგრძელება »