სერბეთის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში გიორგი მერებაშვილის ”ვოივოდინა” ბელგრადის ”ჩუკარიცკის” ესტუმრა და მორიგი 3 ქულა მოიპოვა.
ანგარიში მე-4 წუთზე ანტვილმა გახსნა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი გიორგი მერებაშვილის გადაცემით სტევანოვიჩმა იხეირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.
”მერებას” გუნდს 4 ტურის შემდეგ10 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.
დღეს უკრაინის ვიშა ლიგაში მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა. დიმიტრი ტატანაშვილის ”მეტალურგი” კიევის ”დინამოს” ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა.
დონეც
...
კითხვის გაგრძელება »