ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 10:16


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 28 » უეფას კონფერენციაზე
12:01
უეფას კონფერენციაზე


http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/pictures/2010/3/25/1269529546914/Michel-Platini-001.jpg

20–22 სექტემბერს მადრიდში ჩატარდა უეფას მეცხრე, ტრადიციული კონფერენცია, რომელსაც ევროპის 53 ქვეყნის ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და ტექნიკური დირექტორები დაესწრნენ. მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია და ნიკოლოზ ჩხეიძე, სფფ–ს ტექნიკური დირექტორი. მადრიდის კონფერენცია მეტად საინტერესო გამოდგა, თუნდაც იმიტომ, რომ ევროპისა და მსოფლიოს ახლანდელი ჩემპიონების სამშობლოში ჩატარდა და ბუნებრივია, მთავარი მიზანი თანამედროვე ფეხბურთის განვითარების ტრადიციების განხილვა იყო – ამბობს ნიკოლოზ ჩხეიძე.

უეფას პრეზიდენტის, მიშელ პლატინის მიმართვიდან დაწყებული, კონფერენციის ტრიბუნიდან მასპინძელი ქვეყნის ეროვნული ნაკრების, საერთოდ ესპანური ფეხბურთის ქება–დიდება ისმოდა და სრულიად სამართლიანადაც. ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების სპორტულმა დირექტორმა ფერნანდო იერომ და ტექნიკურმა დირექტორმა ხინეს მენენდესმა დაწვრილებით ისაუბრეს ფეხბურთის იმ ფილოსოფიასა და პრინციპებზე, რომელთა განხორციელებამ ასეთი არნახული წარმატებები მოუტანა ესპანურ ფეხბურთს.

სათქმელი რომ არ გამიგრძელდეს გეტყვით, რომ ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელები მუდმივ კონტაქტში არიან სხვადასხვა ასაკის ნაკრებებში მომუშავე მწვრთნელებთან, ამასთანავე, 53 მეთვალყურეს სრული ინფორმაცია აქვს ყველა პერსპექტიულ ფეხბურთელზე. და რასაკვირველია, ესპანური ფეხბურთის ტრიუმფი ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობამაც განაპირიობა. 19 წლამდე ასაკის ნაკრებმა – ოთხჯერ, ხოლო 17 წლის ასაკამდე ნაკრებმა ორჯერ მოიგეს ევროპის ჩემპიონატი. ერთი სიტყვით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ შემუშავებული დღევანდელი  თუ პერსპექტივებზე გათვლილი გეგმით მუშაობს ქვეყნის ყველა საფეხბურთო სტრუქტურა. აი ასე, ერთი შეხედვით მარტივად უნდა აიხსნას ესპანური ფეხბურთის წარმატებები.

რაც შეეხება თანამედროვე საერთაშორისო ფეხბურთს – განაგრძობს ნიკოლოზ ჩხეიძე – საერთო აზრით, 2006 წელთან შედარებით, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. კონფერენციის მონწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთ ინტენსიურ, უმაღლეს სისწრაფეებზე ნაჩვენებ ფეხბურთს დააკლდა სანახაობრივი მიმზიდველობა, მაგრამ, ახლა ყველაფერს მაინც შედეგი განაპირობებს და დროის ამ მოთხოვნას ვერ გავექცევით.

პირადაად მე – აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეიძემ – რასაკვირველია, სანახაობითა და შედეგით დაბალანსებული ფეხბურთი უფრო მიზიდავს, მაგრამ ფაქტია – თანამედროვე ფეხბურთის განვითარების ტენდენციები რეალურად გამოიკვეთა მადრიდის კონფერენციაზე.


სფფ

ნანახია: 833 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!