| საქართველო 0-2 სომხეთი
|
|
საქართველო-სომხეთი 0:2 07.09.2010. თბილისი. მიხეილ მესხი 0:1 დაშიანი (90+2), 0:2 პოღოსიანი (90+3) საქართველო: რ. კვასხვაძე - კვეკვესკირი, თომაშვილი, კაკუბავა, თოთაძე - განუგრავა (85. ჭედია), დაუშვილი - კლიმიაშვილი (68. წინამძღვრიშვილი), ოქრიაშვილი, ივანიშვილი (60. შარაშენიძე) - ბარაბაძე. სათადარიგოები: ბახტაძე, რეხვიაშვილი, ხიდეშელი, გუგუჩია. სომხეთი: გევორგ პრაზიანი,ვარაზდატ ჰაროიანი,არტაშეს არაკელიანი,ლევონ ჰაირაფეტიანი,არტურ იუსპაშიანი,მასის ვოსკანიანი,არტეკ ალეკსანიანი,ვალტერ პოგოსიანი,ზავენ ბადოიანი,არტაკ დაშინი,გევორგ ბადალიანი. შეცვლა : კარენ ისრაელიანი,გაგიკ დაგბაშიანი,გრიშა ხაჩატრიანიმგრაჩ იაგანი,სარგის კარაპეტიანი,არტაკ ანდრიკიანი,კამო ჰოვჰანისიანი.
გაფრთხილება: ბარაბაძე, კლიმიაშვილი, განუგრავა, კაკუბავა, ოქრიაშვილი არბიტრი: ა. კუჩინი (ყაზახეთი)
პირველ ტაიმში თამაში სწრაფი ტემპით, ნერვულ ბრძოლაში მიმდინარეობდა. უპირატესობა ჩვენი გუნდის მხარეს იყო, თუმცა ოთარ გაბელიას შეგირდებს მხოლოდ ერთი საგოლე მომენტი ჰქონდათ, როცა ივანიშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთის თავზე გადაგდება ვერ შეძლო. სომხებს თამაშის დასაწყისშივე ჰქონდათ სახეირო მომენტი, მაგრამ კვასხვაძე დროულად გამოვიდა კარიდან და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა...
თამაშის ხასიათი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. ჩვენს გუნდს განსაკუთრებული მომენტები არ ჰქონია, სტუმრებმა კი ბოლო წუთებში ორი კონტრშეტევა განახორციელეს და შორი მანძილიდან ორი გოლიც გაიტანეს - 0:2. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაკარგა და პლეი ოფში გასასვლელი მიზერული შანსიც ხელიდან გაუშვა. მეორე პოზიცია დაიკავა თურქეთის ნაკრებმა, რომელმაც ირლანდიას შინ 1:0 მოუგო.
"ლელო"
|