ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 16:42


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 7 » U 21. ოთარ გაბელია: "მთავარია, ხალხი გავახაროთ"!
13:59
U 21. ოთარ გაბელია: "მთავარია, ხალხი გავახაროთ"!

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/Nakrebi/gabelia_medium.jpg


ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი გაუჩნდა. ოთარ გაბელიას გუნდმა საქარიაში თურქ თანატოლთა ძლევით ყველას დიდი სიხარული მოგვიტანა, თავად კი 2011 წელს დანიის მოედნებზე თამაშის შესაძლებლობის რწმენა განიმტკიცა. გუშინ გაბელიამ "ლოკომოტივის" სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა, თუმცა, ჩვენ მანამდე ვრცელი ინტერვიუ ჩამოვართვით...

- ბატონო ოთარ, 12 წელიწადია საქართველოს ახალგაზრდული ჯგუფში მეორე ადგილზე არ გასულა. სომხებთან მოგების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსიც გვიჩნდება - ეს ყველაფერი ზღაპარს ჰგავს...
- ჯერ სომხებთან მოვიგოთ და შანსებზე მერე ვილაპარაკოთ. ჩვენ უპირველესად ვფიქრობთ ხალხზე, რომელიც შედეგსაა მონატრებული. ბევრს ნიშნავს, ფეხბურთელებს მოგების გემოს რომ დაუბრუნებ. თანაც ისეთ გუნდებთან, რომლებთანაც წინასწარ წაგებისთვის გვწირადნენ. თურქეთის ეს თაობა მსოფლიო ჩემპიონატის მესამეადგილოსანია და ამით ყველაფერია ნათქვამი - გამოდის, ჩვენს ბიჭებს ძალიან ბევრი შეუძლიათ. ეს დიდი ბედნიერებაა.

- თამაშზეც ვილაპარაკოთ...
- ზესტაფონში ნათამაშევი შემადგენლობიდან, თურქებმა სულ სამი ფეხბურთელი დაგვახვედრეს. დანარჩენები ახლები იყვნენ. სხვათა შორის, აიგიუნეში და კესე გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილები არიან და ორივე ძალიან მომეწონა. ბუნებრივია, ზესტაფონში 0:4 წაგების შემდეგ, რევანში სწყუროდათ. გამიკვირდა, მოედნის საფარი რომ არ ვარგოდა. თუმცა, მოედანი ორივეს გვიშლიდა ხელს. სხვათა შორის, მასპინძლებს მეორე ტაიმში ვაჯობეთ.

- თქვენი აზრით, რამ განაპირობა გამარჯვება?
- უკეთესმა ფსიქოლოგიურმა მომზადებამ და მობილიზებულმა თამაშმა. ბიჭებს მატჩამდე გამუდმებით ვუმეორებდი, თუკი ჩვენს ფეხბურთს ვაჩვენებთ, საქარიაშიც მოვიგებთ-მეთქი. პირველ ტაიმში, სიფრთხილის გამო, ოდნავ შებოჭილები ვიყავით. შესვენებაზე ბიჭებს მეტი აქტიურობსიკენ მოვუწოდეთ და გუნდი უფრო მწვავედ და სახიფათოდ ათამაშდა. მართალია, თურქებმა ავტოგოლი მიიღეს, მაგრამ ოთხი რეალური საგოლე მომენტი შევქმენით - წინამძღვრიშვილს, შარაშენიძეს, ოქრიაშვილსა და დაუშვილს მეტის გატანა შეეძლოთ. თამაშამდე ბიჭებს შვეიცარია-თურქეთის მატჩის ჩანაწერი ვაჩვენეთ და ყურადღება თურქების ნაკლზე გავამახვილეთ. ეტყობა, არ შევმცდარვართ.

- აშკარაა, რომ გუნდის დაკომპლექტებისას მოთამაშეთა ხასიათს ითვალისწინებთ.
- რა თქმა უნდა, ყველაფერს ვითვალისწინებთ, კლასსაც, ხასიათებსაც, საქმისადმი დამოკიდებულებას. შეიძლება, მოთამაშე ძალიან მაგარი იყოს, მაგრამ უხასიათო. ასეთის გამოძახებას კატეგორიულად ვერიდები. დიდი მნიშვნელობას ვანიჭებ როგორც სათამაშო, ასევე ცხოვრებისეულ დისციპლინას. როგორც მინდვრის გარეთ იქცევი, ასევე მოიქცევი მოედანზე. ოსტატობა მთავარი კრიტერიუმია, მაგრამ თანაბარი დონის მოთამაშეებს შორის, უპირატესობას გუნდური სულისკვეთებით გამსჭვალულ, მეგობრულ და კარგი ხასიათის ფეხბურთელს ვანიჭებ.

ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა უნდა გაითვალისწინო, ყველაფერს ვითვალისწინებთ. შეიძლება, შეცდომა მოუვიდეს და ესეც მესმის, უშეცდომო ვინაა? მწვრთნელებიც ვცდებით. თუმცა, ნაკრებში ჩამოუსვლელობას არავის ვაპატიებთ. გვინდა თანამოაზრე მოთემაშეები, რომელებიც ბოლომდე იხარჯებიან. მოწინააღმდეგემ, შეიძლება, ოსტატობაში გაჯობოს, მაგრამ მონდომება მაინც მაჩვენე! ბუნებრივია, ჩნდებოდა კითხვები, ესა და ეს რატომ არ გამოიძახეთო, მაგრამ სულელები ხომ არ ვართ, საჭირო მოთამაშეზე უარი გვეთქვა? ე.ი. მისი არგამოძახების საფუძველი გვქონდა.

ვერ გამიგია, რატომ არ უნდა ესმოდეს ფეხბურთელს, რომ ნაკრებში თამაში და წარმატება ისევ და ისევ მისთვისაა საჭირო და სასურველი. თავს გამოიჩენ და პირველ ნაკრებამდე ერთი ნაბიჯია. შენს თამაშს უამრავი სკაუტი უყურებს, გადახედავენ საინტერესო ფეხბურთელის დოსიეს და აღმოაჩენენ, რომ ნაკრებში ბევრჯერ და კარგად გითამაშია, შანსი გიჩნდება სასურველ კლუბში მოხვდე და ცხოვრება აიწყო - ვისაც ეს არ ესმის, მე რა მოვუხერხო?

- საკმაოდ ბევრი მოთამაშე გასინჯეთ, შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმალურ ბირთვს მიაკვლიეთ?
- 35 მოთამაშე გავსინჯეთ, ბევრჯერ დანაკლისით ვითამაშეთ, მაგრამ სასურველ შემადგნელობას თავი მაინც ვერ მოვუყარეთ - ზოგი ტრავმირებული იყო, ზოგი დისკვალიფიცირებული და ა.შ. რას ვიზამთ, ყველა ნაკრებში ასე ხდება. ბოლო შეხვედრაში ოთხი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა. ჯანო ანანიძეზე ლაპარაკი არაა, რადგან ეროვნულ ნაკრებს თუ დასჭირდება, მთელი შემადგენლობა უნდა დავუთმოთ - ახალგაზრდულის მისია სწორედ ესაა. მომწონს, რომ კონკურენციამ დადებითად იმოქმედა ფეხბურთელებზე და ყველა დარწმუნდა, შეუცვლელი არავინაა.

- სამხრეთელები ვართ და წარმატების შედეგ, მობილიზება გვიჭირს -რას აკეთებთ, გუნდი სომხეთთანაც მობილიზებული რომ იყოს?
- თურქებთან თამაში რომ დასრულდა, ბიჭებს გარკვევით ვუთხარი, რომ თურქეთი უკვე წარსულს ჩაბარდა, ახლა სომხებთან მოგებაზე უნდა ვიფიქროთ-თქო. დღეს მძიმე შეხვედრა გველის, რადგან სომხებს მოტივაცია აღარ გააჩნიათ და თავისუფლად ითამაშებენ, ჩვენ კი მოგება გვჭირდება. ვფიქრობ, ბიჭებსაც მშვენივრად ესმით სომხეთთან მატჩის მნიშვნელობა. ხალხი ეროვნული გუნდის ღირსეულ თამაშსაც მონატრებული იყო და თემურ ქეცბაიას გაწვრთნილებმა ყველა უზომოდ გაგვახარა.

სხვათა შორის, საქარიაში სასტუმროში ქართული არხები ჩავართვევინეთ და უნდა გენახათ, იაშვილის გოლზე რა ხდებოდა. თემურს და ბიჭებს ჩვენი ნაკრების სახელით წარმატებულ სტარტს ვულოცავ და იმედია, ისრაელთანაც გაგვახარებენ. ცუდი ისაა, რომ თამაშის დროში მცირე სხვაობაა და პირველივე წუთებიდან ვერ ვუგულშემატკივრებთ.

- ჩვენი ბიჭები ახლა გამგელებულებიც არიან და ხელს ისიც გვიწყობს, რომ სომხები ლიდერის, ჰამლეტ მხითარიანის გარეშე ჩამოდიან...
- მხითარიანი ერევანშიც იყო, მაგრამ მოვიგეთ. ჩვენ ოთხი ფეხბურთელი გვაკლია. ერთი კაცი მატჩის ბედს არ წყვეტს, მთავარი გუნდური თამაშია. სომხების სხვა მოთამაშეებიც საკმაოდ მაღალი დონის არიან და მთელი მონდომებით უნდა ვითამაშოთ. ჩვენ არ ვუყურებთ სხვა ჯგუფებში ვითარებას, მთავარია, მოვიგოთ. საქართველოსთვის ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა ისედაც წარმატება იქნება. თუმცა, ჯერ 7 სექტემბერს გვაქვს სათამაშო და ეს მატჩი უნდა მოვიგოთ.

- ფეხბურთელებმა მცირე დროში ძალების აღდგენა მოასწრეს?
- "დინამოს" ხელმძღვანელობამ დიღმის ბაზაზე აღდგენითი ცენტრი დაგვითმო, დიდი მადლობა ამისთვის. ბიჭები სათამაშოდ მზად არიან. მცირე ხნით მხოლოდ გიორგი რეხვიაშვილი გავუშვით - შვილი შეეძინა, რასაც გუნდის სახელით ვულოცავ. სხვათა შორის, იმ ბიჭების სასახელოდ უნდა ვთქვა, რომელებიც ძირითად შემადგენლობაში არ მოხვდნენ - ყველა ერთ მუშტად იყო შეკრული და ყველა ერთმანეთს ქომაგობდა. აი, ესაა გუნდური სულისკვეთება.

- ტრავმა ვინმეს ხომ არ აწუხებს?
- საბედნიეროდ, ყევლა მწყობრშია და გიორგი ხიდეშელიც დაგვემატა.
- წაგებაზე თურქებს რა რეაქცია ჰქონდათ?
- მოგებაში იმდენად იყვნენ დარწმუნებულები, შედეგმა აშკარად დააბნია და მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაც არ გამართულა.


"ლელო"

ნანახია: 807 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!