გუშინ უკრაინის ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრაში ზაპოროჟიეს ”მეტალურგის” მაისურით პირველი გოლის გატანა ქართველმა ფორვარდმა დიმიტრი ტატანაშვილმა მოახერხა. ქართველმა ლეგიონერმა დონეცკის ”მეტალურგის” კარში გოლი მე-18 წუთზე გაიტანა, თუმცა მასპინძლებმა მეორე ტაიმში 2 გოლი გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ. ტატანაშვილი 41-ე წუთზე შეცვალეს.