საქართველოს ნაკრებისა და ნალჩიკის "სპარტაკის" შემტევმა ნახევარმცველმა
გოგიტა გოგუამ ეროვნულში გუნდში კვლავაც ჩვეული თავდადებით ითამაშა. მაგრამ
ისიც ვთქვათ, რომ მონდომებული იყო ჩვენი ნაკრების უკლებლივ ყველა
ფეხბურთელი. ეგ არის ოღონდ, რომ მარტო მონდომება გამარჯვებისთვის საკმარისი
არ არის. ესე იგი, თემურ ქეცბაიას გუნდს რაღაც დააკლდა გამარჯვებისთვის... მაინც
რა? ამის გაგება გოგიტა გოგუასგან ვცადეთ. ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით
მოედნის უხარისხობასაც. თუმცა მიზეზები უფრო ღრმადაა საძებნელი, ეს კი
მთავარი მწვრთნელის საქმეა და თემურ ქეცბაიას ალბათ გარკვეული დასკვნებიც
ექნება გაკეთებული... ჩვენ კი დავუბრუნდეთ გოგუას. მიმდინარე რუსული
სეზონის ბოლოს გოგუას ნალჩიკელებთან კონტრაქტი ეწურება. ის ხელშეკრულების
გაგრძელებას არ ჩქარობს. საინტერესოა, რომელი იქნება გოგუას ახალი კლუბი
(თუ "სპარტაკთან" კონტრაქტი არ გააგრძელა) - სხვა, უფრო ძლიერი რუსული
გუნდი თუ გამართლდება ჩვენი ინფორმაცია გამართლდება და გოგუასაც მერაბ
ჟორდანიასთან, არნემის "ვიტესში" ვიხილავთ... ინტერვიუს გოგიტა გოგუასთან გაზეთ "ლელოს" ხვალინდელ ნომერში იხილავთ...
"ლელო"
|