იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში კახა კალაძის ”ჯენოა” ”პარმას” ეწვია. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დამთავრდა, ქართველმა მცველმა კი 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ანგარიში 28-ე წუთზე ლუკა ტონიმ 11-მეტრიანი დარტყმით გახსნა, მასპინძლებმა კი საპასუხო გოლის გატანა 72-ე წუთზე მოახერხეს. ”ჯენოას” 3 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს.
რუსეთის დუბლების ჩემპიონატის 21-ე ტურში საბა კვირკველიას ”ზენიტმა” გასვლაზე 4:0 გაანადგურა გროზნოს ”ტერეკი”. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა კი შეხვედრა სრულად ჩაატარა. შინ 1:3 ”სიბირთან” დამარცხდნენ ”ცსკას” დუბლები. მასპინძელთა რიგებში ნიკა ძალამიძემ 62-ე წუთიდან ითამაშა.
არნემის "ვიტესში", რომელის მეპატრონეც ქართველი ბიზნესმენი მერაბ ჟორდანიაა, გურამ კაშიას დებიუტი შედგა.
ერედივიზიონის მე-6 ტურში "ვიტესმა" "ბრედას" უმასპინძლა და ნულოვან ფრეზე გაეყარა.
ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და შეუცვლელად ითამაშა. მთავარმა მწვრთნელმა იგი მარჯვენა მცველად განამწესა. უნდა აღინიშნოს რომ "კაშო" ძალიან საიმედოდ გაისარჯა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.
'ვიტესი' 6 ტურის თავზე დაგროვებული 4 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება.
ინგლისის ჩემპიონშიპის მე-7 ტურში "მიდლსბროსთან" გასვლით შეხვედრაში 3:1 დამარცხდა ზურაბ ხიზანიშვილის 'რედინგი'. "ხიზანას" ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
თურქეთის ჩემპიონატში, "ანტალიასპორთან" სტუმრად 2-1 დამარცხდა "კაისერისპორი", რომლის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეა. ალექსანდრე ამისულაშვილმა 90 წუთი დაჰყო მოედანზე.
|