ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ორშაბათი, 30.12.2024, 19:23


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 9 » ლანჩი რუმენიგესთან და ტყავაძე-ფიგუს წარმატებული დუეტი
15:29
ლანჩი რუმენიგესთან და ტყავაძე-ფიგუს წარმატებული დუეტი

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/gff/rummenigge_medium.jpg


ჩვენი კოლეგა, "ვიტ ჯორჯიას" სპორტული დირექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი დავით თავართქილაძე ამ დღეებში დაბრუნდა შვეიცარიიდან, სადაც ევროპის კლუბების ასოციაციის ასამბლეას დაესწრო. მისგან საინტერესო ამბები გავიგეთ:

- ასამბლეა 6-7 სექტემბერს ჟენევაში გაიმართა. საქართველოდან მას ორი კლუბის წარმომადგენელი დაესწრო - "ვიტ ჯორჯიადან" თქვენი მონა-მორჩილი, თბილისის "დინამოდან" კი კლუბის მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე, აგრეთვე მალხაზ კაკაბაძე. "დინამო" ორგანიზაციის ორდინარული წევრია, "ვიტ ჯორჯია" კი - ასოცირებული, რადგან რეიტინგიდან გამომდინარე, საქართველოს მხოლოდ ერთი ორდინარული წევრის ყოლის უფლება აქვს. ევროპის კლუბების ასოციაცია G 14-ისა და ევროპის კლუბების ფორუმის ბაზაზე ჩამოყალიბდა. მისი პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგეა. ასოციაცია კლუბების ინტერესებს იცავს და ვფიქრობ, დიდ საქმესაც აკეთებს. უეფას პრეზიდენტად მიშელ პლატინის არჩევის შემდეგ ამ ორგანიზაციის სოლიდარობის ფონდიდან იმ კლუბების დაფინანსება გაიზარდა, რომლებიც ევროპის ტურნირების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპებს ვერ გადალახავენ. დღეისთვის, ჩემპიონთა ლიგის თითოეულ საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობისთვის კლუბი 130 ათას ევროს იღებს, ევროპის ლიგის ეტაპზე კი 90 ათას ევროს, ხოლო ნებისმიერი ქვეყნის ჩემპიონი - 200 ათასს. ქართული კლუბებისთვის ეს საკმაოდ დიდი თანხაა. სოლიდარობის ფონდი ევროტურნირებზე მიღებული შემოსავლებიდან საზრდოობს, რაც წლიურად დაახლოებით 586 მილიონ ევროს შეადგენს. სოლიდაობის ფონდში ამ თანხის 4,4 პროცენტი ირიცხება. ესეც კლუბების ასოციაციის დამსახურებაა და არა უეფას ინიციატივა. უეფამ ასოციაციის წინადადება გაითვალისწინა და შეიძლება ითქვას, ქართულ კლუბებს შემოსავლები გაუზარდა.

- როგორც ვიცით, ასამბლეაზე კლუბები ინიციატივით გამოდიან. "ვიტ ჯორჯიას" რა ინიციატივა ჰქონდა?




- გვსურს, უეფამ სოლიდარობის ფონდში შემოსავლების არა 4,4, არამედ 10 პროცენტი ჩარიცხოს. ასეთ შემთხვევაში, ჩემპიონი 450 ათას ევროს მიიღებს, ლიგის ერთი ეტაპის მონაწილე 300 ათასს, ევროპის ლიგის ეტაპის მონაწილე კი - 200 ათასს. თუ ჩვენი კლუბების ფინანსურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, ევროპაში გასული კლუბების ბიუჯეტები მნიშვნელოვნად გაზრდის: ჩემპიონი 750 ათას ევროს მიიღებს - მინიმუმ ერთ ეტაპზე მონაწილეობისთვის გარანტირებული და ჩემპიონობისთვის მისაღებ თანხას. ჩვენ ამ წინადადების წარდგენა ასოციაციაში გვსურს. ეს კი უეფასთან პირდაპირ კავშირშია, რადგან ასოციაციას დიდი ავტორიტეტი აქვს, უეფას პარტნიორია და ასოციაციაზე მიღებულ პროექტებს თითქმის ყოველთვის ითვალისწინებს.

- თქვენი ინიციატივა თუ გაითვალისწინეს?

- ამ ეტაპზე ვერ იმსჯელეს, რადგან სხვა საკითხები იყო წარმოდგენილი, ყველაფერს თავისი რიგი აქვს. თუმცა უკვე დავიწყეთ მუშაობა, შემდეგ ასამბლეაზე რომ გავიტანოთ და 14 ქვეყნის კლუბის მხარდაჭერას მივაღწიეთ - "ლევსკის", "შერიფის", "პიუნიკის", სოლიგორსკის "შახტიორის", ნიქოზიის აპოელ-ის და ასე შემდეგ. იმედი გაგვიჩნდა, რომ მომავალ წელს ჩვენს წინადადებას მიიღებენ. ასოციაციის აღმასკომში ლიტვის "ეკრანასის" ლიტვის წარმომადგენელი აირჩიეს. წინადადება მასაც მოეწონა და აღმასკომზე გატანას შეგვპირდა. თუ ასე მოხდა, უეფაც მიიღებს. ახლა ლაპარაკია ქართული ფეხბურთის კომერციალიზაციაზე და ამ საკითხში სოლიდარობის ფონდის გაზრდა ჩვენს კლუბებს ძალიან წაადგებათ. ამას გარდა, განვიხილეთ ფინანსური "ფეარ პლეისა" და კალენდრის საკითხები. ეს უკანასკნელი კლუბებს განსაკუთრებით აწუხებთ. მათი სურვილია სანაკრებო კალენდრის შემსუბუქება, რათა ფეხბურთელები არ გამოიფიტონ. ორგანიზაცია ოლიმპიადაზე მხოლოდ ახალგაზრდული ასაკის მოთამაშეთა მონაწილეობას ემხრობა, მაგრამ ჯერჯერობით ფიფა ამ პროექტის წინააღმდეგია. ასოციაციის წევრებს სურთ, რაც შეიძლება სწრაფად აღიკვეთოს ტრანსფერებში არაოფიციალურ მენეჯერთა მონაწილეობა, რადგან ამგვარად ეს პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება. მე კი ახალგაზრდა ფეხბურთელთა მიგრაციის საკითხების შემსწავლელ ჯგუფში ჩამრთეს... გაიმართა საპატიო ვახშამიც, რომელსაც მიშელ პლატინი დაესწრო. მეორე დღეს ლანჩზე, მაგიდასთან, რომელსაც მე და ბუბა ტყავაძე ვუსხედით, რუმენიგე დაჯდა და უბრალოებით გაგვაოცა. სხვათა შორის, 1979 წელს თბილისში საბჭოთა კავშირისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთა ამხანაგური მატჩი გაიხსენა, რომელიც გერმანელებმა 3:1 მოიგეს, თავად რუმენიგემ კი დუბლი შეასრულა. გაოცებული იხსენებდა - მომეჩვენა, რომ თბილისელ გულშემატკივრებს ჩვენ მიმართ უფრო მეტი სიმპათია ჰქონდათ, ვიდრე საბჭოთა გუნდისადმიო. ავუხსენით, რომ საბჭოთა კავშირს მხოლოდ ქართველების გამო ქომაგობდნენ, რომ ჩვენთვის ის უცხო და მიუღებელი ქვეყანა იყო... მოკლედ, მისთვის ყველაფერი გასაგები გახდა... ასამბლეის მონაწილეებისგან კი 5 გუნდი ჩამოვაყალიბეთ და ტურნირი ჩავატარეთ. ერთ გუნდში ვიყავით მე, ბუბა ტყავაძე და ფიგუ. ბუბამ და ფიგუმ ბევრი გაიტანეს და საბოლოოდ მესამე ადგილი დავიკავეთ...  


მერაბ მამულაშვილი

ნანახია: 1073 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!