ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 4 » ქეცბაიას პრესკონფერენცია
02:09 ქეცბაიას პრესკონფერენცია |
საბერძნეთი-საქართველოს მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ქულის აღებით აშკარად გახარებული ჩანდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია. "თუ ვიტყვი, რომ შედეგით არ ვარ კმაყოფილი მატყუარა ვიქნები. ეს არ იყო ადვილი თამაში. ვერ მოვიგეთ დღეს მაგრამ მოვიგეთ სხვა რამ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვითამაშეთ ძლიერი წნეხის ქვეშ მაგრამ მივიღეთ დადებითი შედეგი ერთ ერთ უძლიერეს გუნდთან, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს მომავლისთვის", განაცხადა თემურ ქეცბაიამ და აქვე დასძინა: "ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს! მათ ძლიერ მეტოქეს არაფერი დაუთმეს და დამსახურებულ ფრეს მიაღწიეს. ობიექტურად ვიტყვი, რომ სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა. ძალზედ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სწრაფმა გოლმა, მაგრამ უფრო გვიან რომ გაგვეტანა, შეიძლება მოგვეგო კიდეც. სწრაფი 0-1-ის შემდეგ, ბერძენი ფეხბურთელებისგან მივიღეთ დიდი ზეწოლა. დამეხმარა ის, რომ ვიცნობ, საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს და ბერძნულ ფეხბურთს და ადვილად ავუხსენი ჩემს მოთამაშეებს, რა მსურდა მათგან. ვუსურვებ წარმატებებს ჩემს გუნდს და საბერძნეთსის ნაკრებსაც. საბერძნეთი და ხორვატია ფავორიტები არიან ჯგუფში. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ბრძოლის შანსები ჩვენც გვექნება "
5 სექტემბერს სასტუმრო "ბომონდ გარდენ"–ში, სადაც დაბინავდება ათენიდან დაბრუნებული საქართველოს ეროვნული ნაკრები, გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც თემურ ქეცბაია ისაუბრებს ბერძნებთან გამართულ მატჩზე და ისრაელის ეროვნულ ნაკრებთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ.
სასტუმრო "ბომონდ გარდენ"–ში პრესკონფერენცია დაიწყება 12:00 საათზე.
|
ნანახია: 1041 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|